Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა ახალგაზრდულ პოლიტიკას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემა უწოდა

პუტინმა ახალგაზრდულ პოლიტიკას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემა უწოდა

40
პუტინმა ახალგაზრდულ პოლიტიკას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემა უწოდა

ახალგაზრდული პოლიტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ სფეროს განვითარებისვის მიძღვნილ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, 10-20 წელიწადში დღევანდელი ახალგაზრდები თავიანთ ძალისხმევას განახორციელებენ ქვეყნის განვითარების მიზნების განხორციელებაში, რომლებიც დღეს განისაზღვრება.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები ახალგაზრდების პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენისთვის, რათა მათ შეძლონ გამოავლინონ საკუთარი თავი, იპოვონ საქმე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს იყვნენ რეალიზებულნი და მოთხოვნადი.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალურ სამხედრო ზონაში მყოფი მოხალისეები ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითია.

პრეზიდენტი თვლის, რომ რუსი ახალგაზრდები შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ინფორმაციული თავდასხმების ტალღის ქვეშ მოხვდნენ. მისი აზრით, ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ სანდო ინფორმაცია არასაკმარისია, ამიტომ პროფესიონალების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდებს სჭირდებათ მხარდაჭერა სანდო ცოდნის სახით, ამისთვის საჭიროა აკადემიური კურსი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებზე, დასძინა პუტინმა.

მანამდე პრეზიდენტმა „სურვილების ნაძვის ხის“ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს რეგიონიდან ჩასულ ბავშვს ორ სურვილის შეუსრულებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here