Home ახალი ამბები საქართველო პუტინის მიერ შექმნილი ბრიჩსი ანტილგბტ კოალიციაა

პუტინის მიერ შექმნილი ბრიჩსი ანტილგბტ კოალიციაა

489

BRICS (ბრიჩს)  _ ეს არის აბრევიატურა, რომელიც რუსეთის ( პუტინის) ინიციატივით შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ  გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოების  პირველი ასოებისგან  შედგება. ეს სახელმწიფოებია:  ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა.    

ბრიჩსი   2006 წლის ივნისში  პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაფუძნდა  ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მინისტრების მონაწილეობით.  ბრიჩს-ის პირველი სამიტი კი 2009 წლის 16 ივნისს ეკატერინბურგში( რუსეთი) გაიმართა. 2009 წლიდან დღემდე ბრიჩს-ის  მეტ-ნაკლები მნიშვნელობის სამიტები ყოველ წელიწადს ტარდებოდა. ბოლო, მე-15 სამიტი, რომელიც  2023 წლის 22-24 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიმართა, მსოფლიოში უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იქნებ ამიტომაც დადგა სამიტის დღის წესრიგში  ბრიჩს-ის გაფართოება (უკვე მესამედ)  –  ამ ორგანიზაციაში  ახალი წევრების მიღების საკითხი.

ალჟირი, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბოლივია, ვენესუელა, ვიეტნამი, ჰონდურასი,  ეგვიპტე, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი,  კუბა, ქუვეითი, მაროკო, ნიგერია, გაერთიანებული არაბული საამიროები, პალესტინა, საუდის არაბეთი, სენეგალი, ტაილანდი,  ეთიოპია – აი  სახელმწიფოები, რომლებმაც გამოთქვეს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორგანიზაციაში შესვლის სურვილი.

ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი“ ნატოსგან, გნებავთ ე.წ. კოლექტიური დასავლეთისგან განსხვავებით, ბრიჩს-ის დამფუძნებელ ხუთეულს უსასრულო იწილო-ბიწილო:  „დღეს ვერა და ხვალ-ზეგ აუცილებლად მიგიღებთ“–ო, არ დაუწყიათ. ამ ეტაპზე ყველა განაცხადი ვერ დააკმაყოფილეს და მხოლოდ  5 სახელმწიფოს  აუნთეს მწვანე შუქი.

2024  წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბრიჩს-ის წევრია 10 სახელმწიფო: ბრაზილია, ეგვიპტე, ინდოეთი, ირანი, ჩინეთი, გაერთიანებული არაბული საამიროები, რუსეთი, საუდის არაბეთი, ეთიოპია, სამხრეთი აფრიკა. ბრიჩს-ის წევრობის კანდიდატია 18 სახელმწიფო, კიდევ 29 ქვეყანამ კი ბრიჩსისადმი ინტერესი გამოხატა

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ისე ახლოს არასდროს ყოფილა ბირთვული ომით გამოწვეულ არმაგედონთან, როგორც დღეს. ამ ვითარებასთან შედარებით  1962 წლის ე.წ. კარიბის კრიზისიც კი ბავშვურ ომობანას თამაშს ჰგავს. თუ გავიხსენებთ უკვე მიწასთან გასწორებული და ნანგრევებად ქცეული უკრაინის მიმართ ვლადიმერ პუტინის ნათქვამ ფრაზას:  “ჩვენ ნამდვილი ომი ჯერ არ დაგვიწყია“-ო, გამოდის, უკრაინის ტერიტორიაზე სატანისტ ანგლოსაქსებსა (აშშ, ინგლისი) და მართლმადიდებელ რუსეთს შორის ჯერჯერობით მხოლოდ  ომობანას  თამაში მიმდინარეობს და არა ნამდვილი ომი, რომელიც, გავიმეორებ პუტინის ნათქვამს, „რუსეთს ჯერ არ დაუწყია“… ანუ, რასაც აქამდე ვუყურებდით, ეს მხოლოდ ჟურნალია და, თუ ანგლოსაქსები ერთი ადგილის თამაშს არ შეწყვეტენ (არა მხოლოდ ბანდერელ ფაშისტთა კიევში), დიდი ალბათობით, შეიძლება ნამდვილი კინოც ვიხილოთ, რომლის ჰეფი-ენდი  მართლმადიდებლების მიერ სატანისტების სამუდამოდ განადგურება იქნება.  ბირთვული არმაგედონის შემთხვევაში კი ისე იქნება, როგორც ვლადიმერ პუტინმა ერთხელ იხუმრა:  „ჩვენ, როგორც მოწამენი, სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო უღმერთო სატანისტები, უბრალოდ, ჩაძაღლდებიან“… განცხადების ავტორს სრულიად ვენდობი, რადგან პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვის კაცია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია…

სანამ პუტინი ნამდვილ ომს დაიწყებს (ჩემი აზრით,  ა.წ. გაზაფხულზე),   მსოფლიოს ბევრ  რეგიონში (ჩრდილოეთი კორეა, ტაივანი-ჩინეთი, კოლექტიური დასავლეთი, თურქეთი-ყარაბაღი, ანუ ამიერკავკასია, ე.ი., საქართველოც და ა.შ.) ისე გამწვავდა ვითარება,   რომ კაცობრიობა კატასტროფის რეალური საფრთხის წინაშე დგას…

წლებია,  „კულტურული“ კაცობრიობა, ჯამში, 51 სახელმწიფო, სხვადასხვა ფორმით ებრძვის „ველურ“ (პუშკინის, დოსტოევსკის, ტოლსტოის, ბულგაკოვის, ჩეხოვის, ჩაიკოვსკისა და ა.შ.)  რუსეთს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ „ნამდვილი ომი ჯერ არ დაუწყია“,  ჯერჯერობით, უკაცრავად და, ფეხები ვერ მოსჭამეს. ეს „ჯერჯერობით“ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რადგან ლიბერასტულ-პედერასტულმა დასავლეთმა ომი გამოუცხადა თვით მამა ღმერთს, ანუ ანგლოსაქსების სახით სატანა ებრძვის ღმერთს და,  ამ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს, ამ კითხვის დასმაც კი სასაცილოა…

ახლა ვნახოთ, რა  პოლიტიკური წონა და ადგილი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის თაოსნობით დაარსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორგანიზაცია ბრიჩს–ს  თანამედროვე გეოპოლიტიკაში. დავიწყოთ იმით, რომ ბრიჩს-ის  დამფუძნებელი ხუთეულიდან 4 (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) მოსახლეობის რაოდენობის,  ტერიტორიის, მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოთა ათეულში შედის. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს, ამ მაჩვენებლების მიხედვით, 24-ე -32 -ე ადგილებს იყოფენ. მთლიანად ხუთეულის ტერიტორიის ფართობი 45 726 508 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 3,5 მლრდ ადამიანს შეადგენს. ეს ჯამში  მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 41,6% და ხმელეთის დაახლოებით 26,7 %-ია.

ეს ციფრები ბრიჩს-ის დაფუძნებისდროინდელ ვითარებას, ანუ მხოლოდ 5 სახელმწიფოს პოტენციალს ასახავს. ამას თუ დავუმატებთ დღევანდელ მონაცემებს, ანუ ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღებას, რომლის შედეგადაც სახელმწიფოების ხუთეული ათეულად იქცა, ბრიჩსი-ის მოსახლეობა პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე  მეტი იქნება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბრიჩს-ში გაწევრების სურვილი კიდევ რამდენიმე ათეულ სახელმწიფოს აქვს, მაშინ ხომ, საერთოდ…

მკითხველისთვის  უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური სურათის შეხსენებასთან ერთად  კვირაში ერთხელ მაინც რომ  დავარისხო ხოლმე ჩემი პუბლიცისტური ზარები (თუ ასე თქმა უპრიანია), კარგი იქნებოდა, რადგან თქვენი მონა-მორჩილის სტატიების გამოსვლის არასტაბილური პერიოდულობა მკითხველთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, რომელსაც ისინი სატელეფონო საუბრებში გამოხატავენ: „სადა ხართ, ბატონო დავით, სად დაიკარგეთ, რატომ აღარ ჩანხართ ტელეეთერებში? “ და ა.შ.

ეეეჰ, ჩემო მკითხველო! დაფლეთილ გულზე 4 შუნტი და 3 სტენდი ვითომ არ მეყოფოდა და შარშან ნოემბერში ისეთი სიძლიერის ინფარქტმა მგლიჯა დილის 6 საათზე, რომ სასწაულად გადავურჩი მიქელ-გაბრიელთან პაემანს. მოკლედ, ახლა რასაც ვწერ, ცალი ფეხით სამარეში მდგომი ვწერ, რადგან ექიმების მთავარი აკრძალვა არის:  არ გადაიტვირთო და არ ინერვიულო!..

მეგონა, არ გადაიტვირთოში მხოლოდ ფიზიკური, ანუ 3 კგ-ზე მეტის აწევა იგულისხმებოდა (რაც იოლი საქმეა), მაგრამ თურმე არა, ინტელექტუალური დატვირთვა, ანუ დიდი სტატიების წერაც გადატვირთვა ყოფილა…

წინამდებარე წერილი იმდენი ხნის წინათ (ინფარქტის შემდეგ) დავიწყე, რომ დღეს ვერაფრით გავიხსენე მისი დაწერის მოტივი, ამიტომ, გადავავლე რა თვალი დიდი ხნის წინათ დაწყებულ ნამუშევარს, აღმოვაჩინე, რომ დღეს ბევრი რამ დასამატებელი ყოფილა. მაგალითად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ამ ვიზიტის ასევე უპრეცედენტოდ, რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციური ანალიზი ქართულ ტელევიზიებსა თუ პრესაში…

უკრაინაში ბანდერელ სატანისტებს, რომლებსაც მხარს უჭერენ აშშ-ბრიტანელი ანგლოსაქსები, კოლექტიური დასავლეთი, ლგბტ-ები, ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს მსოფლიოში უძლიერესი რუსეთის არმია, რომლის მთავარსარდალია მართლმადიდებელი და მსოფლიოს N1 პოლიტიკოსი ვლადიმერ პუტინი.

ყოველივე ზემოთქმულის რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ერთი რამ უეჭველია: თანამედროვე მსოფლიო ლიბერასტულ-პედერასტულ და კონსერვატიულ ნაწილებად არის გაყოფილი. პირველის უდავო ლიდერები აშშ-ბრიტანელი ანგლოსაქსები არიან, რომელთა იდეოლოგიის ქვაკუთხედი (თუ ასე თქმა უპრიანია), ლგბტ თემის მხარდაჭერა და ყველანაირი გარყვნილებაა.

საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის იდეოლოგია კი ტრადიციული და ეროვნული ღირებულებების პროპაგანდაა. ბრიჩსი ამ მხრივაც  ნიშანდობლივია – ამ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებს ისიც აქვთ საერთო, რომ, მიუხედავად განსხვავებული  კონფესიებისა,  იქ მცხოვრები მოსახლეობა  კონსერვატორია, ხოლო  მსოფლიო კონსერვატორების ლიდერი მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, ანუ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

რაც შეეხება საქართველოს, კონსერვატიული მოძრაობის ლიდერობაზე პრეტენზიას, არცთუ უსაფუძვლოდ, ე.წ. „ალტ-ინფო“ (რომელიც, მგონი, უკვე პოლიტიკური პარტიაა) აცხადებს, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად, რომ „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ უკრიტიკოდ „იმღეროს“… „ალტ-ინფოს“ სტრატეგია, ძირითადად, არსებული ხელისუფლების არცთუ უსაფუძვლო კრიტიკა-დამუნათებაა: „თქვენ, რომ ხელისუფლებაში იყავით, რატომ „ეს“ არ გააკეთეთ და „ის“ არ თქვით და ა.შ. რაც ერთობ ადვილი საქმეა არსებული ხელისუფლების უნიათობის პირობებში, რომელსაც საკრიტიკო ბევრი ჰქონდა და დღესაც აქვს, თუმცა არც იმდენი, დასჯილი ბავშვივით კუთხეში დააყენონ და ხმის ამოღების უფლება არ მისცენ, რათა საფუძვლიან კრიტიკას ასევე საფუძვლიანი, არგუმენტირებული პასუხი გასცეს, თუნდაც კონტრშეკითხვების სახით.

დავით მხეიძე                                          

P.S. წინამდებარე წერილის დასრულება ე.წ. ტუალეტის მწერალ ლაშა ბუღაძის უგვანო გამოხდომამ გადამაწყვეტინა, რომელსაც (ყოველ შემთხვევაში დღემდე) საზოგადოებამ ჯეროვანი პასუხი ვერ გასცა.

ბავშვს ჰკითხეს, რატომ ტირიო,  და  გამდის და იმიტომო… ასეა, წმინდა მეფე თამარის შეურაცხყოფა თავის დროზე ხახვივით რომ შერჩა, ახლა ადგა უნიტაზის პრემიების ლაურეატი „მწერალი“ და  საქართველოს დედაეკლესიასა და ქართველების სულიერ მამას, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეცა იმის იმედად, რომ დაუსჯელი დარჩებოდა ე.წ. გამოხატვის თავისუფლების საბაბით.

 რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ და, საერთოდ,  ყველა ოპოზიციურ ორგანიზაციას, რომლებიც ეროვნულობასა და მართლმადიდებლობის დაცვაზე პრეტენზიას აცხადებენ _ რატომ აჰყევით იმ სიგიჟეს, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია?  რატომ არ მიიტანეთ საზოგადოებამდე სიმართლე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არაფრის მომტანი ფარატინა ქაღალდი იყო? რატომ მწვავედ არ გააპროტესტეთ ქოცების მიერ რუსთაველზე გამართული ტაშ-ფანდურა, რომელთანაც მიშა სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომში რუსეთის „დამარცხების“ გამო გამართული ზარ-ზეიმი, რომ იტყვიან, მიმიქარავს?

მივმართავ კონსერვატორების ლიდერ „ალტ-ინფოს“:  რატომ ვერ ბედავთ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე, რომ ქართველების ხსნა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება ისევ რუსეთთან ძველი ურთიერთობების აღდგენაშია?!  რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი, რაც ჯერჯერობით რეალურია, ისევ რუსეთის დახმარებით, გალში ქართველების დაბრუნებაა.

რაც შეეხება დასავლეთს, დღე არ გავა, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მედიამ უმაღლეს პოლიტიკურ პოსტზე  ლგბტ-თა  დანიშვნის შესახებ არ გვამცნოს. აი, ახლაც, წერილზე მუშაობისას, შევიტყვე, რომ საფრანგეთის პრემიერმინისტრად დანიშნეს 34 წლის გეი, რომლის პარტნიორია ევროპარლამენტის დეპუტატი.

რუსეთი კი ერთი-ერთში ქადაგებს  კონსერვატორულ იდეებს, ქადაგებს და შესაბამისად მოქმედებს კიდეც. ამას წინათ ზარ-ზეიმით აღნიშნეს სახელმწიფოებრიობისა და  სამშობლოს დღესასწაულები. დიდი სამამულო ომის თემა და  პატრიოტიზმი ხომ ლამის რელიგიაა რუსეთში.

დასასრულ, ყველაზე მთავარი: ბრიჩსი არის ანტილგბტ ქვეყნების კოალიცია, რომლის შემქმნელია მსოფლიოს N1 პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მარტივი კითხვა მინდა დავუსვა „ალტ-ინფოს“:   უკრაინის მიწაზე აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ომში გეოპოლიტიკურად რომლის გამარჯვება აძლევს ხელს საქართველოს?

დ.მ.

                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here