Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი უკრაინაში არჩეული კურსიდან არ გადაუხვეს

პუტინი უკრაინაში არჩეული კურსიდან არ გადაუხვეს

90

გერმანული ტელეარხი Welt  იუწყება, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ამჟამად არ აქვს არანაირი პრობლემა, რომელიც არჩეული კურსიდან გადაახვევინებს. იარაღი  მას საკმარისზე მეტი აქვს და ჯარისკაცებიც ბევრი ჰყავს, ბრძოლის ველზე კი გამარჯვებას აღწევს. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტი განაგრძობს თავის საქმეს და ცდილობს, ისე დაასუსტოს მეზობელი ქვეყანა, რომ მისგან რევანშის საფრთხე აღარ შეექმნას.

“ამ მომენტში პუტინს რამე მნიშვნელოვანი პრობლემა არ აქვს, ანუ არ აქვს ისეთი პრობლემა, რომელიც კურსიდან გადაახვევინებს. რუსებმა ლისიჩანსკში დიდი ბრძოლა მოიგეს. ახლა სრულად აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს, უტევენ დონეცკის ოლქს. ლაპარაკია სლავიანსკსა და კრემატორსკზე. პუტინს საკმარისზე მეტი იარაღი აქვს და ჯარისკაცებიც ჰყავს. მისი მინიმალური მიზანი ოდესის ხელში ჩაგდებაა, რათა უკრაინას შავ ზღვაზე  გასასვლელი აღარ ჰქონდეს. მაქსიმალური მიზანი კი უკრაინის ისე დასუსტებაა, რომ მისგან ხიფათი აღარ მოდიოდეს”, _ ამბობს არხის კორესპონდენტი კრისტოფ ვანერი.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here