Home ახალი ამბები ვლადიმერ პუტინი აშშ-ს: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”

ვლადიმერ პუტინი აშშ-ს: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”

1681

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი აშშ ფინანსთა მინისტრის მიერ კონგრესში წარდგენილკრემლის მოხსენებას“.

რუსეთის ლიდერის თქმით, „რუსეთი შიდა საკითხებით უნდა დაკავდეს“.
მისი თქმით, რუსეთი ამ ეტაპზე საპასუხო ნაბიჯებისგან თავს შეიკავებს.
“ველოდით ამ სიას. არ დავმალავ, რომ მზად ვიყავით საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგა, ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას ნულამდე დაიყვანდა. ამ ნაბიჯებისგან, ჯერჯერობით თავს შევიკავებთ”,-განმარტა პუტინმა.

აღნიშნულ საკითხს, დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სიაში შეყვანილი რუსი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ფაქტობრივად ამერიკის მტრად არიან გამოცხადებული.

ამერიკის ფინანსთა მინისტრმა კონგრესს „კრემლის მოხსენება“ წარუდგინა, რომელშიც რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების 210 სახელი და გვარია შეტანილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here