Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: კიევი გეგმავს “ბინძური ბომბის” გამოყენებას პროვოკაციებისთვის

პუტინი: კიევი გეგმავს “ბინძური ბომბის” გამოყენებას პროვოკაციებისთვის

80
პუტინი: კიევი გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცნობილია კიევის გეგმები, გამოიყენოს “ბინძური ბომბი” პროვოკაციებისთვის.

ამის შესახებ მან დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული „ბინძური ბომბის“ გამოყენება პროვოკაციებისთვის“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ახლა შეერთებული შტატები უკრაინაში იარაღს, მათ შორის მძიმე შეიარაღებას, უსასრულოდ აგზავნის. ამავე დროს, ისინი უგულებელყოფენ კიევის განცხადებებს ბირთვული იარაღის მიღების სურვილის შესახებ.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ინფორმაცია კიევის მიერ პროვოკაციის მომზადების შესახებ, არსებობს სერიოზული მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ ეს არ არის ცარიელი ეჭვი.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მმართველ წრეებში “დიდი აურზაური” დაიწყო იმის გამო, რომ რუსეთმა შეიტყო ინფორმაცია “ბინძური ბომბით” მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here