Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი დასავლეთს: „სადამდე დაეცით, თავი გაანძრიეთ!”

პუტინი დასავლეთს: „სადამდე დაეცით, თავი გაანძრიეთ!”

190

27 ოქტომბერს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბვალდაის” XIX პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც 2004 წელს კლუბის დაარსების მომენტიდან მართავს შეხვედრებს ექსპერტებთან. წელს ამ ფორუმში 40 ქვეყნის 111 ექსპერტი მონაწილეობდა. სადისკუსიო თემა იყო მსოფლიო ჰეგემონიის შემდეგ: სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასთვის”. რუსეთის ლიდერმა დასავლური დემოკრატიის მზარდ კრიზისსა და ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე ილაპარაკა.

გამოცემებმა ria.ru და aif. ru ვლადიმერ პუტინის სიტყვის ძირითადი თეზისები გამოაქვეყნეს.

ვითარება მსოფლიოში

ვლადიმერ პუტინმა თავისი გამოსვლა დაიწყო თანამედროვე მსოფლიოს  დახასიათებით, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ბოლო წლებში „ნეგატიური სცენარის”  მიხედვით ვითარდება, ამ საკითხზე კი  მოსკოვი არაერთხელ აფრთხილებდა მსოფლიოს. საქმე არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც ეხებოდა. “მიმდინარე მოვლენები უკვე გადაიზარდა სხვადასხვა სფეროს სისტემურ კრიზისში, _ თქვა პუტინმა. _ მსოფლიოზე ბატონობა კი არის ის, რაც ე.წ. დასავლეთმა წინა პლანზე დააყენა”.                              

დასავლეთის მიერ შემოთავაზებულიწესებზე დაფუძნებული წესრიგიშექმნილია იმისთვის, რომ მას ჰქონდეს, საერთოდ, წესების გარეშე ცხოვრების საშუალება. დასავლეთმა გადადგა არაერთი ნაბიჯი ვითარების გასამწვავებლად, ისინი ყოველთვის თამაშობენ გამწვავებაზე, ამასთანავე, დასავლეთში არ არის ერთიანობა, ის მხოლოდ ქვეყნების კონგლომერატია, რომელთა შორისაც არის საკმარისი წინააღმდეგობები”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. დასავლეთის ქმედებებს შორის მან აღნიშნა უკრაინაში ომის გაჩაღება (პუტინმა უტიფრობა უწოდა დასავლეთის საჯარო აღიარებას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსების შესახებ), პროვოკაციები ტაივანის გარშემო და ვითარება სურსათსანოვაგის მიმართ მსოფლიოში. ამ სიაში პუტინმა, აგრეთვე, შეიყვანა ბუნებრივი აირის საერთოევროპული მილსადენის _ ჩრდილოეთის ნაკადისგანადგურების შემაშფოთებელი ნაბიჯი. პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთს მაინც მოუწევს თანასწორუფლებიანი მოლაპარაკებების დაწყება მშვიდობიან მომავალზე და ეს, „რაც მალე მოხდება, მით უკეთესი”.

ამჟამად კაცობრიობას აქვს მხოლოდ ორი გზა: ან დააგროვოს პრობლემების ტვირთი, რომელიც „გასრესს” ყველა მსოფლიო „მოთამაშეს”, ან ერთობლივად შევეცადოთ, ვიპოვოთ, შეიძლება არცთუ იდეალური, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იმუშავებს.

“ვერავინ ვერასოდეს შეძლებს, რუსეთს უკარნახოს, როგორი საზოგადოება და რომელი პრინციპებით ააშენოს”, _ თქვა ვლადიმერ პუტინმა.

 „გაუქმებისკულტურის შესახებ

საკუთარ უცდომელობაში თავდაჯერებულობა სახიფათო მდგომარეობაა“, _ თქვა პუტინმა და მიუთითა დასავლელი ოპონენტების მცდელობებზე, „გააუქმონსხვა კულტურები. ჯერჯერობით დასავლეთის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი გაიგივებულია პროპაგანდასთან ან ფასეულობებისთვის ძირის გამოთხრასთან; კრიტიკა აღიქმება, როგორც საფრთხე დემოკრატიისათვის, კრემლის „ხრიკები” და „ინტრიგები,” _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა.

სადამდე დაეცით, თავი გაანძრიეთ! _ მიმართა ოპონენტებს პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მოიყვანა რუსი მოაზროვნეების ციტატები დოსტოევსკიდან სოლჟენიცინამდე, რომლებმაც, პუტინის აზრით, დიდი ხნის წინათ იწინასწარმეტყველეს დასავლური დემოკრატიული სტანდარტების გაუფასურება. „ხალხის ძალაუფლების სხვადასხვა ფორმა უარყოფილია დემოკრატიის მხოლოდ ერთი მოდელის სასარგებლოდ”, _ დასძინა მან. საქმე ეხება დასავლელთა თვალსაზრისის აგრესიულ თავსმოხვევას. უბრალოდ, გათავხედდნენ”, _ ემოციურად გამოეხმაურა პუტინი დასავლეთის ქვეყნების აღიარებას 2014 წელს უკრაინაში გადატრიალების მომზადების შესახებ.

რფ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრადიციული ფასეულობები არ არის პოსტულატების ფიქსირებული ნაკრები, მათი თავსმოხვევა შეუძლებელია. პუტინს მიაჩნია, რომ თითოეულ ქვეყანაში ეს ფასეულობები განუმეორებელია, ნეოლიბერალურისგან განსხვავებით. მან ტრადიციულ საზოგადოებებს მსოფლიო ცივილიზაციის საფუძველი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ მას არ აქვს უფლება, უკარნახოს თავისი ღირებულებები სხვებს. რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა ასევე დააზუსტა, რომ არსებობს, სულ ცოტა, ორი დასავლეთი _ ტრადიციული, მდიდარი კულტურითა და აგრესიული, კოლონიური მისწრაფებებით. მან აღნიშნა, რომ დიქტატი ამცირებს ნდობის დონეს ლიდერების, მათ შორის შეერთებული შტატების, მიმართ. ქვეყნების დიდი უმრავლესობა აღარ შეეგუება ცალკეული ქვეყნების დიქტატს. შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, თავისი დომინაციის გარდა”, _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთი არ არის დასავლეთის მტერი

  პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თავს დასავლეთის მტრად არ მიიჩნევს. რუსეთი მას არ დაუპირისპირდება, მაგრამ დაიცავს თავისი არსებობის უფლებას.

ამჟამინდელი მკაცრი კონფლიქტის პირობებში რაღაცებს პირდაპირ ვიტყვი: რუსეთი, როგორც დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ცივილიზაცია, არასოდეს მიიჩნევდა  და არ მიიჩნევს თავს დასავლეთის მტრად. ამერიკელოფობია, ანგლოფობია, ფრანკოფობია, გერმანოფობია რასიზმის ისეთივე ფორმებია, როგორიც რუსოფობია და ანტისემიტიზმი, აგრეთვე, როგორც ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება“, _ აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა. ამასთანავე, პუტინმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს, თვითონ იყოს ჰეგემონი.

  „რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს _ რუსეთი, უბრალოდ, იცავს თავის უფლებას, არსებობდეს და განვითარდეს თავისუფლად. ამასთანავე, არ ვაპირებთ, ვიქცეთ ახალ ჰეგემონად. რუსეთი მსოფლიოს არ სთავაზობს ერთპოლუსიანობის შეცვლას ორპოლუსიანობით, სამპოლუსიანობით და ა.შ., დასავლეთის დომინაციის შეცვლას აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა თუ სამხრეთის დომინაციით. ეს აუცილებლად გამოიწვევს ახალ ჩიხს“, _ აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა.

მსოფლიო ისტორიული ეტაპის ზღურბლზე

„მსოფლიო ისტორიულ ზღვარზე დგას და მომავალი ათწლეული ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ”, _ განაცხადა პუტინმა. ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიო საქმეებში დასავლეთის დომინაციის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. „სამომავლო მსოფლიო წესრიგი “ჩვენ თვალწინ” ყალიბდება”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთიუბრალოდ, გაგზავნეს

პუტინმა გაიხსენა, რომ რუსეთი არაერთხელ შეეცადა დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობების მოგვარებას. „გზავნილი იყო ერთი: მოდი, შევწყვიტოთ მტრობა, ვიცხოვროთ მეგობრულად“, მაგრამ ყველა ძირითადი მიმართულებით რუსეთმა უარყოფითი პასუხი მიიღო. შარშან რუსეთი, რომელიც კიდევ ერთხელ შეეცადა შეთანხმების მიღწევას, ნატო აღარ გაფართოებულიყო, „უბრალოდ, გაგზავნეს”, _ თქვა რფ-ის პრეზიდენტმა.

მთავარი _ ეს არის დონბასის მცხოვრებთა დახმარება

უკრაინაში სპეცოპერაციის ამოცანებსა და გეგმებზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ყველაზე მთავარი დონბასის მცხოვრებთა დახმარებაა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ შეეძლო, არ ეღიარებინა დონბასის დამოუკიდებლობა და მისი მოსახლეობა მიეტოვებინა. დონბასი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარეშევერ გადარჩებოდა”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთანავე, პუტინმა გაიხსენა, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია გამოწვეული იყო გარდაუვალი ლოგიკით მოვლენებისა, რომელთა წარმოშობაშიც მოსკოვს ბრალი არ მიუძღვის.

 ინტეგრაციის შესახებ

ამჟამინდელი რთული ვითარებიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების შექმნით, რომლებიც დამოკიდებული არ იქნებიან ერთ ქვეყანაზე. დოლარის დიქტატიდან გასვლა გარდაუვალია, ეროვნული ვალუტით გადახდების მომატება გაგრძელდება, ისევე, როგორც სხვა ინტეგრაციული პროცესების.

ძალაუფლების ახალ ცენტრებს შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ დასავლეთს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგებს. ამისათვის საკმარისია, დასავლეთის ქვეყნებმა ადგილობრივ ბაზრებს უფლება მისცენ, განვითარდნენ და არ წაართვან რესურსები, როგორც მიჩვეულნი არიან ამას. მაგალითად, რუსეთი კი სხვა სახელმწიფოებში ეკონომიკის დარგებს ქმნის და ამით ხელს უწყობს ტექნოლოგიურ გარღვევას.

„თუ ლიბერალური გლობალიზაცია დეპერსონალიზაციაა, მაშინ ინტეგრაცია არის საერთო სტრატეგიების ერთობლივი შემუშავება, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს“, _ შეაჯამა თავისი გამოსვლა რფ-ის პრეზიდენტმა. მაგრამ, მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოს ყველაზე არაპროგნოზირებული ათწლეული ელოდება.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here