Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი ამბობს, რომ მან დაკარგა ნდობა მაკრონთან მისი სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ

პუტინი ამბობს, რომ მან დაკარგა ნდობა მაკრონთან მისი სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ

152
პუტინი ამბობს, რომ მან დაკარგა ნდობა მაკრონთან მისი სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ

სახელმწიფოს მეთაურებს შორის კომუნიკაციის ფორმატის დაცვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობა იკარგება. ამის შესახებ 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან საუბრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მეთაურებს შორის კომუნიკაციის გარკვეული ფორმატები არსებობს და ისინი აუცილებლად უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორის ნდობა იკარგება“. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ ის აღარ ეკითხება საფრანგეთის ლიდერს, თუ ვინ ზის მის კაბინეტში, რადგან გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „ვიღაც უსმენს“.

პუტინმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრები, მათ შორის დახურული საკომუნიკაციო არხებით, ყოველთვის გულისხმობს კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს.

„ისინი არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ან ექვემდებარება მხოლოდ ის, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან. თუ ვინმე ამას ცალმხრივად აკეთებს, ეს უხამსობაა“, – განაცხადა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here