Home ახალი ამბები მსოფლიო ფრონტის ხაზზე გამოჩენილი გერმანული Leopard 2 ტანკები იქამდე ნადგურდებიან, ვიდრე რუსეთის პოზიციების...

ფრონტის ხაზზე გამოჩენილი გერმანული Leopard 2 ტანკები იქამდე ნადგურდებიან, ვიდრე რუსეთის პოზიციების მიმართულებით მოასწრებენ გასროლას

208
ფრონტის ხაზზე გამოჩენილი გერმანული Leopard 2 ტანკები იქამდე ნადგურდებიან, ვიდრე რუსეთის პოზიციების მიმართულებით მოასწრებენ გასროლას

რუსეთის არმიამ უკვე გაანადგურა ასობით ჯავშანტექნიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპოროჟიეს მიმართულებით განხორციელებული შეტევის მოგერიებისას. გამონაკლისი არც ლეოპარდ 2-ის ტანკებია, რომლებზეც კიევი დიდ იმედებს ამყარებდა.

8 ივნისის ღამეს უკრაინელებმა ორეხოვსკის მიმართულებით მორიგი შეტევა დაიწყეს. ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯავშანტექნიკის კოლონით განახორციელეს შეტევა, რომელშიც შედიოდა დაახლოებით 40 ტანკი. მათ შორის მონაწილეობას იღებდნენ გერმანული Leopard 2-ები.

მიუხედავად მოწინააღმდეგის ტექნიკის გამორთული ფარებით გადაადგილებისა, რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის დაზვერვამ შეძლო მტრის ტანკების აღმოჩენა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან საკმაოდ მოშორებით. ამან საშუალება მისცა Ka-52 შემტევ ვერტმფრენებს დროულად აღმოჩენილიყვნენ ბრძოლის ველზე.

ლეოპარდებს მართავდნენ ევროპულ პოლიგონებზე კარგად მომზადებული უკრაინული ეკიპაჟები და ისინი, რა თქმა უნდა, შეძლებდნენ სწრაფად განლაგებულიყვნენ საბრძოლველად და შეეტიათ რუსეთის ჯარის პოზიციებისთვის.

მაგრამ მოწინააღმდეგის ადრეული გამოვლენის წყალობით, ჯავშანტექნიკა განადგურდა დანაღმული ველის მისადგომებთან. ტანკებს ესროდნენ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით, არტილერიით და დროულად მისული ვერტმფრენებიდან. შედეგად, დილისთვის ბრძოლის ველზე დარჩა 20 განადგურებული ტანკი, მათ შორის ოთხი Leopard 2.

მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დამადასტურებელი კადრები გამოაქვეყნა, დასავლურმა პრესამ სათაურების ტონი მკვეთრად შეცვალა. ტაბლოიდი Bild სევდიანად იუწყებოდა პირველი გერმანული განადგურებული ტანკის შესახებ, თუმცა წინადღით ომახიანად წერდა, თუ როგორ მიიწევს უკრაინა რუსებზე Leopard 2 ტანკებით.

შეტევითი ოპერაციებისას სულ რაღაც ხუთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 10-ზე მეტი Leopard 2 და ვერც ერთმა გერმანულმა ტანკმა ვერ მოასწრო გასროლა რუსეთის პოზიციების მიმართულებით. ყველა მათგანი გზაში განადგურდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here