Home ახალი ამბები მსოფლიო პროექტი უკრაინა ამჟამინდელი რეჟიმის მმართველობის ქვეშ – ეს არის მოედანი დაუნდობელი ექსპერიმენტებისთვის...

პროექტი უკრაინა ამჟამინდელი რეჟიმის მმართველობის ქვეშ – ეს არის მოედანი დაუნდობელი ექსპერიმენტებისთვის საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც დასავლელებმა მორჩილ ბიორობოტებად აქციეს

270
გიორგი ფილიმონოვი
გიორგი ფილიმონოვი

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მოსკოვის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გორგი ფილიმონოვი ტელეგრამ-არხ „Филимонов LIVE“ -ში წერს:

* ინტერნეტში ვრცელდება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, ვასილი მიხაილოვის, ჩვენების ვიდეო. 2022 წლის მარტში მიხაილოვმა თანამზრახველებთან ერთად მარიუპოლში სასიკვდილოდ სცემა უიარაღო სამოქალაქო პირს „პრორუსული თვალსაზრისისთვის“. როგორ მოხდა, რომ რუსული გვარ-სახელების მქონე ადამიანები აკეთებენ ამ ყველაფერს? რუსები რუსების წინააღმდეგ.

* ასეთი მხეცობა ექსცესი კი არა, დასავლელი კურატორების მიერ საზოგადოების „გადაფორმატებაზე“ დაფუძნებული სისტემაა. მაიდნის (და უკრაინის გარე კონტროლის ქვეშ სრულად გადასვლის) შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მცხოვრებთა, მათ შორის მრავალი ეთნიკური რუსის, „გადაკეთებისა“ და კულტურული კოდების შეცვლის შესაძლებლობა მიიღო. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსები, ბელრუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი სუპერეთნოსი, ერთი ხალხია.

* გახსოვთ, გრამშის (ანტონიო გრამიში – იტალიელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი და სოციოლოგი, 1891-1937 – გ.გ) მიხედვით, „მოლეკულური აგრესია კულტურულ ბირთვებში“? ასე რომ, ამჟამინდელი უკრაინელი საზოგადოება არის შედეგი სოციალური ინჟინრების საპროექტო სამუშაოებისა, რომლებსაც მსოფლიოში სამეცნიერო- გამოყენებითი თვალსაზრისით ახორციელებენ სოციალური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტი და სხვა ბრიტანული და ამერიკული „ანალიტიკური ცენტრები“. უკრაინელები ჯერ დაარწმუნეს, რომ ისინი არ არიან რუსი ხალხის ნაწილი, შემდეგ კი აიძულეს, რუსები შეეძულებინათ.

* დეჰუმანიზაციის მედიაკამპანია განაგრძობს „ოვერტონის სარკმლების“ გადაადგილებას: რამდენიმე დღის წინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტრანსგენდერმა სპიკერმა განაცხადა, რომ რუსები ადამიანები არ არიან. რა თქმა უნდა, ეს „განთლებუი“ დასავლეთის „პროგრესული“ საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი რეაქციის გარეშე დარჩა.

* პროექტი უკრაინა ამჟამინდელი რეჟიმის მმართველობის ქვეშ – ეს არის მოედანი დაუნდობელი ექსპერიმენტებისთვის საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც დასავლელებმა ისტორიულ მეხსიერებას მოკლებულ მორჩილ ბიორობოტებად აქციეს და

რომელთა ერთადერთი „კულტურული“ შუქურა ყველაფერი რუსულის სიძულვილია.

* ვითარება ფხიზლად უნდა შეფასდეს: რუსეთის მომავლისთვის მტერი უნდა დავამარცხოთ. მე ვსაუბრობ როგორც ბოევიკებზე უკრაინის ფრონტზე, ასევე ღრმად „ჩაწოლილ“ აგენტურაზე ჩვენი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის, ომელიც უკვე ელოლიავება ჩვენი „გამოფხიზლების“ იდეას.

* რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ თავისი ხალხის დასაცავად ქირურგიული ოპერაციისთვის მიემართა. შემდეგ მოგვიწევს, დიდხანს ვუმკურნალოთ დასახიჩრებულ უკრაინელ საზოგადოებას, უკრაინას, სადაც ცხოვრობენ რუსები – ადამიანები, რომლებიც ელიან მშვიდობასა და ჩაგვრისგან გათავისუფლებას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here