Home ახალი ამბები საქართველო უცნაური ფორმულა

უცნაური ფორმულა

425
მიხეილ ხოდორკოვსკი ბერლინში გამართულ კონფერენციაზე

უკრაინის მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ აქ თითქოს ყველაფერი ნათელია, მაინც იმდენ საიდუმლოს ინახავს, რომ არათუ ჩვენ, მომავალ თაობებსაც ეყოფათ თავსატეხად. ერთი, რაც ნათელი და უტყუარია, ისაა, რომ ეს არის დასავლეთის ომი რუსეთთან, ანუ ეს არის აშშის ძალისხმევა მსოფლიო ჰეგემონიზმის შესანარჩუნებლად, ომელშიც მას მხარს უჭერენ მისი ევროპელი სატელიტებიდიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი. ეს ერთმნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მოვლენას იმდენი კუთხე და წახნაგი გააჩნია, რომ ყველაფრისთვის ნათელის მოფენა სამომავლო საქმეა.

რაც შეეხება დღევანდელობას, მოგეხსენებათ, რომ ნამდვილ ომს მუდმივად ახლავს დიპლომატიური და საინფორმაციო ომები. ეს საზოგადოდ, მაგრამ თანამედროვე დასავლეთისთვის საინფორმაციო ომის მნიშვნელობა ისეთ მაღალ ნიშნულამდეა აყვანილი, რომ მას ნამდვილ ომზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. დასავლეთმა პოლიტიკაში  შექმნა, ილუზორული (ვირტუალური) სამყარო, რომელში რეალობაზე მეტი დატვირთვა რეალობის აღქმას (თუნდაც მოჩვენებითს და დამახინჯებულს) ენიჭება. ამგვარი მიდგომების შედეგად მათ დამარცხების გამარჯვებად წარმოჩენა შეუძლიათ; მთავარია, ფეიერვერკები მოაწყონ და ყალბი საზეიმო ატმოსფერო შექმნან. გაიხსენეთ 2008 წელს ცხინვალიდან გამოპანღურებული სააკაშვილისა და მისი ფაშისტური ხროვის ტაშ-ფანდური რუსთაველის პროსპექტზე. დააკვირდით განადგურებულ უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქების დასავლურ სტანდარტს, როდესაც დასავლური (მათ შორის ქართული) საინფორმაციო საშუალებები განსაცვიფრებელი სიჯიუტით ყვებიან უკრაინელი ფაშისტების წარმატებებზე. ეს იმ დროს, როდესაც უკრაინაში აღარც ჯარისკაცი დარჩა, აღარც საომარი ტექნიკა და აღარც პათოსი. უკრაინაში მხოლოდ დასავლური სამხედრო ტექნიკის შეგზავნის პროცესი და იმ თანხების გადარიცხვის პროცედურებია გადარჩენილი, რომელთა დიდი ნაწილი ზელენსკისა და მისი დამნაშავე გარემოცვის ჯიბეებში ილექება. სულ ეს არის, რაც უკრაინისგან დარჩა, მაგრამ დასავლური მედია და პოლიტიკოს-ანალიტიკოსების უდიდესი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ უკრაინული პოლიტიკისა და არმიის წარმატებებზე ყბედობენ.

ამ ვითარებაში გასაკვირია ის ფაქტი, რომ პუტინთან დაპირისპირებულმა ოლიგარქმა ხოდორკოვსკიმ, რომელსაც ჭირის დღესავით სძულს რუსეთიც, მისი ხელისუფლებაც და ყველაფერი რუსული, 19 მაისს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე დაუჯერებელი პროგნოზი გააკეთა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მან გერმანელებს მიმართა სიტყვებით: ბატონებო, უკრაინაში თქვენ, პრაქტიკულად, წააგეთ ომი!” ამ ფრაზაში პროგნოზიც საინტერესოა, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, პროგნოზზე მეტად საინტერესო ის აღიარებაა, რომელსაც ეს ფრაზა შეიცავს. რაო, ვინ წააგო ომიო? აკი, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას? ახლა რა გამოდის: ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომი კი არ, დასავლეთსა და რუსეთს შორის ომი ყოფილა, რომელ ომშიც, რკოვსკის პროგნოზის მიხედვით, დასავლეთი მარცხდება. ხოდორკოვსკი უფრო შორსაც მიდის: „ჩვენ წავაგეთ ომი!” – აცხადებს იგი. ესე იგი, რუსეთში არის კასტა (ოლიგარქია, ინტელიგენცია და სხვათა წარმომადგენლები), რომელიც საკუთარ თავს რუსეთის შიგნით კი არა, მის გარეთ (დასავლეთში) განიხილავს. ხოდორკოვსკიც, ბუნებრივია, ამ ნაწილს მიეკუთვნება, ამიტომაც არის საინტერესო მისი პროგნოზი. მან ასე დაიწყო: უკრაინელ მეგობრებს ვთხოვ, რომ ყურებზე ხელები მიიფარონ“.

მე, რაკი არც ხოდორკოვსკის მეგობარი ვარ და არც უკრაინელების, ეს ნათქვამი არ მეხება, ამიტომ ყურებზე ხელს არ მივიფარებ. პირიქით, თქვენთან ერთად დიდი ინტერესით მოვისმენ,  რის თქმას აპირებს ეს ბატონი: მაპატიეთ, მაგრამ თავს უფლებას მივცემ, გითხრათ, რომ თქვენ, პრაქტიკულად , წააგეთ ომი უკრაინაში. ჩვენ წავაგეთ ომი!” ამ ნათქვამის შემდეგ ხოდორკოვსკიმ საინტერესო ციფრები მოიყვანა: ომამდე უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 160 მილიარდი დოლარი იყო, რუსეთის – 2,2 ტრილიონი; გერმანიის – 4,1 ტრილიონი, ევროკავშირის – 17 ტრილიონი. პუტინი ომისთვის ხარჯავს 120 მილიარდს წელიწადში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ომისთვის ხარჯავს მშპის დაახლოებით 5,4 პროცენტს. უკრაინისთვის გაწეულმა ევროპულმა დახმარებამ ორი წლის განმავლობაში 88 მილიარდი დოლარი ანუ მშპის 0,25 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკული დახმარების გათვალისწინებით რეალური თანაფარდობა ომის დანახარჯებისა 2,5-ია ერთთან პუტინის სასარგებლოდ, ხოლო ამერიკული დახმარების გათვალისწინების გარეშეოთხი ერთთან. ომის დაწყებისას უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობა 142 მილიონი 40 მილიონთან ანუ 3,5 იყო ერთთან. დღეს ეს შეფარდება შვიდი ერთთანაა. ამის შემდეგ ხოდორკოვსკი პათეტიკურ შეკითხვას სვამს: „როგორ გვიბრძანებთ, რომ ვიომოთ?!”

შემდგომ ხოდორკოვსკი  პროგნოზის მიმართულებით საუბრობს: ამ თანაფარდობების პირობებში წლის ბოლოს უკრაინა ხარკოვს, მეორე წლის შუაში კი ოდესას დაკარგავს. 2025 წლისთვის ძალთა თანაფარდობა იქნება 10-12 ერთთან. 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინა მხოლოდ პარტიზანული ომის წარმოებას თუ შეძლებს. ლვოვის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება,  თუკი იქ ნატოს ჯარი შევა პოლონეთის სახით. ესეც საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, ანუ იმ პირობებში თუკი უკრაინული არმია, უიმედო სიტუაციის მიუხედავად, კვლავაც გმირულ წინააღმდეგობას გაწევს.

როგორ უარყოფითადაც უნდა ვიყოთ განწყობილი ხოდორკოვსკის მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი საღად და რეალურად მსჯელობს. დააკვირდით მისი მსჯელობის ამ ნაწილს: „ორი წლის შემდეგ პოლონეთის საზღვართან რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული ჯარი დადგება”.  ეს ისეთი ხედვაა, რომლის ნიჭსაც ვერც დასავლეთში ამჟღავნებენ და ვერც საქართველოში. დასავლეთმა ისეთი ხაფანგი დააგო და ისეთი უფსკრული გააჩინა უკრაინასა და რუსეთს შორის, რომ ძმებს ერთმანეთის მიმართულებით სიარული, ერთმანეთის პოვნა და ერთმანეთის დაბრუნება მხოლოდ ამ საშინელი ტრაგედის ფასად უწევთ. როდესაც სულებს სატანა იპყრობს და ცნობიერებაში ხელებს თავისუფლად აფათურებს, ადამიანებიც და ერებიც საკუთარ თავთან საბრძოლველად მოიმართებიან და ამაში ამოუხსნელ მაზოხისტურ სიამოვნებას პოულობენ. ასე დაემართა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, მაგრამ ტრაგედიას არამხოლოდ სისხლი და ცრემლი, არამედ განწმენდაც მოაქვს. უგუნურების ტალღა, როგორც მოვარდება, ისე გადაივლის ხოლმე და დაბინდულ გონებაში ჭეშმარიტების სხივი შეაღწევს. შორს არ არის ის დრო, როდესაც რუსი და უკრაინელი ძმები ისევე იზეიმებენ უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმის ამოშანთვას და დასავლური სატანის დათრგუნვას, როგორც შორეულ 1945 წელს იზეიმეს.

დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას აწვდის, რომელსაც დახმარებას უწოდებს, მაგრამ ამით ერი განადგურებისა და აღსასრულისკენ მიჰყავს. უკრაინელი ხალხის გადარჩენაც და გამარჯვებაც უკრაინული (დასავლური) ფაშიზმის დამარცხებაშია. რუსეთი და უკრაინა დღესაც კი, როდესაც მათ შორის, ერთი შეხედვით, სამკვდრო-სასიცოცხლო ომია გაჩაღებული, როგორი უცნაურიც უნდა გეჩვენოთ, კვლავაც ისტორიის ერთ მხარეს რჩებიან. გაიმარჯვებს რუსეთი? გაიმარჯვებს უკრაინაც! დამარცხდება რუსეთი? დამარცხდება უკრაინაც! ეს ფორმულა, ზედაპირული შეხედვით ასე გაუგებრად და უცნაურად რომ ჟღერს, ისტორიის ფილოსოფიის თვალსაზრისით ნაღდი და უტყუარია. პუბლიცისტური ზედაპირულობა და სიღრმეებში ფილოსოფიური წვდომა განსხვავებულ დასკვნებს ედება საფუძვლად, ამიტომ საინფორმაციო ომის პოზიციებიდან ხოდორკოვსკის წინასწარმეტყველება, შესაძლებელია, აბსურდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მიზეზ-შედეგობრიობის თვალსაზრისით იგი უტყუარია: ერთ მშვენიერ დღეს რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული ჯარები დასავლეთის საზღვრებთან განლაგდებიან, რათა მტერმა ვერასოდეს გადმოლახოს იგი ისე, როგორც 1941 წელს გადმოლახა, როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო და კიდევ 1991 წელს, როდესაც საბჭოთა სახელმწიფო დაიშალა და კოლექტიურმა დასავლეთმა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან (ცალ-ცალკე) ახალი დიდი სამამულო ომი გააჩაღა.

მიუხედავად იმისა, რომ ბომბები არ გვაცვივა, დასავლეთს საქართველოსთან დღესაც დიდი სამამულო ომი აქვს გაჩაღებული, ომი, რომლის მიზანია:

* რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა;

* სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის საბოლოო დასამარება;

* საქართველოში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა დასავლური აგენტოკრატიის დასაბრუნებლად.

ეს ომი გადასატანია, ეს ბრძოლა მოსაგებია, მაგრამ ეს სხვაგვარად ვერ განხორციელდება თუ არა იმ ფორმულით, ზემოთ რომ ჩამოვაყალიბე. ეს უნივერსალური ფორმულა საქართველოს შემთხვევაშიც მოქმედებს: გაიმარჯვებს რუსეთი? გაიმარჯვებს საქართველოც! დამარცხდება რუსეთი? დამარცხდება საქართველოც!

ეს ვინმეს ნება-სურვილსა და გუნება-განწყობილებაზე კი არ არის დამოკიდებული, ეს მსოფლიო წესრიგისა და პლანეტაზე გეოპოლიტიკური განლაგების ლოგიკაა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. ხოდორკოვსკის დასკვნა და პროგნოზი იმაზე მეტყველებს, რომ დაწყებულია რეალობის გაცნობიერება; იმ რეალობისა, რომლის მიხედვით დასავლეთის სისტემური და გლობალური კრახი გარდაუვალია!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here