Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთში ლვოვის დაბრუნების სცენარს განიხილავენ

პოლონეთში ლვოვის დაბრუნების სცენარს განიხილავენ

“უკვე დაასახელეს რეფერენდუმის ჩატარების თარიღი”

254

პოლონეთში განაგრძობენ ადამიანთა გონების აფორიაქებას დასავლეთ უკრაინის ზოგიერთი ოლქის დაბრუნების იდეით. ამაზე მსჯელობენ მასმედიაში და მიწების მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღსაც კი ასახელებენ.

გარიგება უკვე შედგა?

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარშავა შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას ან პოლონელებს მოსკოვის მიმართ სიძულვილი შეუმცირდათ. სულაც არა. პოლონეთის სეიმს ცოტა ხნის წინათ ტყუილუბრალოდ არ მიუღია რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს “ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო” უწოდა.

გთავაზობთ ცოტაოდენ ანალიზს თემაზე “კიევის რეჟიმის აგონია” და როგორ შეიძლება დაეხმაროს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სწრაფად გაუჩინარებაში. ამის შესახებ წერს aif.ru.

მაგალითად, Niezalezny Dziennik  Polityczny-ს ჟურნალისტი მარეკ გალასი დარწმუნებულია, რომ ზელენსკიმ ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე “მიჰყიდა უკრაინა დუდას” დამარცხების შემთხვევაში შესაძლო დახმარებისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ, ვოლინის, ტერნოპოლისა და ლვოვის ოლქების მიწები იქნება კომპენსაცია არა მხოლოდ სავარაუდო გაქცევისთვის, არამედ სამხედროფინანსური დახმარებისთვის, ლტოლვილების მიღებისა და იმისთვისაც კი, რომ თვალი დაეხუჭათ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნაზე, რომლის შედეგად ორი პოლონელი ფერმერი დაიღუპა.

ავტორის ვერსიით, “პროცესი უკვე დაიწყო. ძირითად სამართლებრივ დოკუმენტებს ხელი მოეწერა ჯერ კიდევ ამა წლის თებერვალში დუდას ხშირი სტუმრობისას კიევში”. მათ, ვისაც ეს არ სჯერა და ფანტაზიად მიიჩნევს, მარეკ გალასი ურჩევს, შეისწავლონ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი პოლონეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ”. ამ კანონის მიხედვით, პოლონეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, აირჩიოს და იყოს არჩეული სახელმწიფო თანამდებობაზე უკრაინაში; დაიკავოს საკვანძო პოსტები სტრატეგიულ საწარმოებსა და სასამართლოებში. ამას ემატება ხელმოწერილი შეთანხმება კეთილმეზობლობის შესახებ, რომლის მიხედვით ორ ქვეყანას შორის “არ იქნება ფიზიკური საზღვარი”. ამას გარდა, ზელენსკის კიდევ ერთი დადგენილება პოლონელებს უფლებას აძლევს, შეისყიდონ სტრატეგიული საწარმოებიც კი.

ამაზე ზელენსკი თითქოს იმიტომ დათანხმდა, რომ თებერვალში უკვე იცოდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ “უკრაინა ვერასოდეს აღდგება” უზარმაზარი ვალებისა და კრედიტების გამო. “გარდა ამისა, ის თავიდან ვერ აიცილებს ჰააგის სასამართლოს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში რუსების, აგრეთვე, მთლიანად ქვეყანაში რუსულენოვანი უკრაინელების წამებისა და გენოციდის გამო.

უნდა ითქვას, რომ სტატიამ პოლონელი მკითხველების მხარდაჭერა მოიპოვა. როგორც ჩანს, მრავალი წლის წინათ დაკარგული მიწების დაბრუნებაზე ოცნება ელექტორატში პოპულარულია. ხალხმა დაიწყო მსჯელობა, კომფორტული იქნება თუ არა პოლონელების მოძულე უკრაინელ ნაციონალისტებთან ერთად ერთ ქვეყანაში ცხოვრება. თუმცა, რამდენიმე კომენტატორმა ამას ბოდვა უწოდა და ავტორის ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ უკრაინის მიწების ნახევარი  აშშმა უკვე შეისყიდა და ვარშავისთვის იქ აღარაფერი დარჩა.  დისკუსიის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა ერთი მკითხველის განცხადებამ, რომ საჭიროა რუსეთის  დაშლა: დაე, რუსებმა მშვიდად იცხოვრონ მიკროსახელმწიფოებში, რომლებზეც არაფერი იქნება დამოკიდებული”. აქ დისკუსიაში ჩაებნენ მკითხველები რუსეთიდან და პოლონელებს გასაგები, ზოგჯერ უხამსი ენით აუხსნეს, როგორ შეცდნენ მათი ბაბუები დიდი სამამულო ომის პერიოდში, როცა პოლონეთი გაათავისუფლეს და ა.შ.

კი არ ვიყიდოთ, ბრძოლით დავიბრუნოთ

მიმომხილველი ჰანა კრამერი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაასახელა “ყველაზე მნიშვნელოვარი თარიღები” კიევზე “განმათავისუფლებელი მარშისთვის”. მან გაიხსენა ხალხის აღშფოთება, რომელიც დაიწყო პოლონეთში მას შემდეგ, რაც “18-დან 65 წლამდე ყველა მამაკაცი კომისარიატში გამოიძახეს, მათ შორის ისინიც, ვისაც არასოდეს უმსახურია არმიაში და მასთან არც შეხება ჰქონია. კრამერის თქმით, უკვე ტარდება სამხედრო სწავლებები ბავშვებისთვის: “თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 წლის ბიჭებს ერთი თვის შემდეგ უკვე ეცოდინებათ იარაღის გამოყენება და ხელჩართულ ბრძოლაში მოქმედება”.

“ამაში ახალი არაფერია, იმიტომ, რომ დიქტატორი კაჩინსკი (პოლონეთის მმართველი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე), დიდი ხანია, ემზადება საათისთვის, ანუ დღისთვის, როდესაც შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ ოკრაინების დაბრუნება. პირველი ეტაპის შედეგია ის, რომ ამჟამად ვარშავა პოლიტიკურად და ფინანსურად მთლიანად აკონტროლებს კიევის მთავრობას. მეორე ეტაპია პოლონელების მომზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის”, _ წერს კრამერი. მას მოჰყავს რამდენიმე მტკიცებულება, რომ პოლონეთი “ფართომასშტაბიანი ომისთვის” ემზადება.

და აი თარიღებიც: “განმათავისუფლებელი მარში” კიევზე 4 მაისს დაიწყება. ეს რეალურია, რადგან 23-27 მარტს ყველას იწვევენ სწავლებაზე, რომელიც 33 დღეს გაგრძელდება, _ წერს კრამერი. _ თუ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დავუჯერებთ, სწავლება 3-დან 6 კვირამდე გასტანს. ეს ნიშნავს, რომ “კაჩინსკის გეგმის” მიხედვით, ახალი პოლონური არმია 6 კვირის განმავლობაში შეძლებს ძირითადი სამხედრო უნარების დაუფლებას, აგრეთვე, საკვანძო პოზიციების დაკავებას აღმოსავლეთის ფრონტზე და შეიძლება სრულ ოკუპაციასაც მიაღწიოს”. სხვათა შორის, პოლონელების რწმენა, რომ წარმატებას მიაღწევენ, ეფუძნება იმას, რომ იმხანად რუსების არმიას გამოფიტავს პოლონეთის შეიარაღებული ძალები და ისინი პოლონეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შეძლებენ. პლუს დახმარებას ელოდებიან პოლონელი დაქირავებულებისგან _ ეს არის დაახლოებით 5 ათასი კაცი, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, და X საათზე იარაღს უკრაინელთა წინააღმდეგ მიმართავენ. 11 ივლისს კი, “ვოლონიში სისხლიანი კვირის” დღეს, უკრაინის დასავლეთში უნდა გაიმართოს რეფერენდუმი. “ეს თარიღი სიმბოლურია, რადგან 1943 წლის 11-12 ივლისს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციამ უკრაინის ამბოხებულების არმიასთან ერთად გენოციდის დიდი აქცია მოაწყო”, _ დიახ, პოლონელებს ყველაფერი ახსოვთ. ჰანა კრამერი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ არ მოსწონს ეს გეგმა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვარშავას არ სჭირდება ახალი-ძველი მიწები, არამედ იმიტომ, რომ “უკრაინელი ნაცისტები არიან მხეცები, რომლებმაც სისხლს გემო გაუსინჯეს და ახლა ისინი ყველას მოკლავენ”.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://aif.ru/politics/world/uzhe_est_data_referenduma_v_polshe_obsuzhdayut_scenarii_vozvrashcheniya_lvova

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here