Home ახალი ამბები საქართველო პოლონეთის პრემიერი ევროკავშირზე: საქმე გვაქვს დე ფაქტო ოლიგარქიასთან – ევროკავშირის შიგნით იმპერიალიზმის...

პოლონეთის პრემიერი ევროკავშირზე: საქმე გვაქვს დე ფაქტო ოლიგარქიასთან – ევროკავშირის შიგნით იმპერიალიზმის საფრთხეს ახლა ისევე უნდა ვებრძოლოთ, როგორც რუსული იმპერიალიზმის შემთხვევაში იყო საჭირო

99

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დემოკრატიული მხოლოდ ქაღალდზე არის, ხოლო რეალურ ძალაუფლებას ბერლინი და პარიზი ფლობენ, რომლებიც საკმარისად არ უსმენენ ევროკავშირის ნაკლებად ძლიერ წევრ ქვეყნებს.

„ქაღალდზე ყველა წევრი სახელმწიფო თანასწორია, თუმცა პოლიტიკური რეალობა ცხადყოფს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ხმების წონა დომინანტურია. ჩვენ საქმე გვაქვს ფორმალურ დემოკრატიასთან, დე ფაქტო ოლიგარქიასთან, სადაც ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც უძლიერესია“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ გაზეთ Die Welt-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ევროკავშირის შიგნით იმპერიალიზმის საფრთხეს“ ახლა ისევე უნდა ებრძოლონ, როგორც რუსული იმპერიალიზმის შემთხვევაში იყო საჭირო.

„[ევროკავშირის] წევრმა ქვეყნებმა და არა ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გადაწყვიტონ ევროკავშირის მოქმედების მიმართულება და პრიორიტეტები“, – ხაზგასმით აღნიშნა მორავეცკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის შიგნით თანამშრომლობის საფუძველი უნდა იყოს კონსენსუსის ძიება და „არა ძლიერის ბატონობა“.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here