Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი შეერთებული შტატების თანაშემწის ან პროვოკატორის როლს ასრულებს ბერლინთან ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში

პოლონეთი შეერთებული შტატების თანაშემწის ან პროვოკატორის როლს ასრულებს ბერლინთან ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში

122

იანვრის პირველმა დეკადამ პოლონეთსა და გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დანაკარგების რეპარაციების ნიშნით ჩაიარა, რასაც ვარშავა, უკვე რამდენიმე თვეა, ოფიციალურად მოითხოვს ბერლინისგან, _ წერს ukraina.ru.

2022 წლის 3 ოქტომბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ხელი მოაწერა დიპლომატიურ ნოტას გერმანიისგან რეპარაციების მიღების შესახებ. პოლონეთმა მოითხოვა მეორე მსოფლიო ომის დროს მატერიალური და არამატერიალური ზარალის კომპენსაცია 6 ტრილიონ 220 მილიარდ 609 მილიონი ზლოტის, ანუ დაახლოებით 1,3 ტრილიონი ევროს ოდენობით. მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბერბოკმა მაშინვე განაცხადა, რომ გერმანია მეორე მსოფლიო ომის გამო პოლონეთისთვის რეპარაციების გადახდის საკითხს მოგვარებულად თვლის, რაც გულისხმობს 1953 და 1970 წლებში გაფორმებულ შესაბამის შეთანხმებებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტი ვარშავაში კათოლიკური შობის წინა დღეს ჩავიდა და ახალ წელს უკმაყოფილების ქარიშხალი გამოიწვია,

„ძალიან ნეგატიურად  და კრიტიკულად ვარ განწყობილი ამის მიმართ. თუ გერმანიის პოზიცია პოლონეთის ნოტაზე მართლაც ერთი წინადადებისგან შედგება, რომ გერმანიის მთავრობას საქმე დახურულად მიაჩნია, მაშინ ამ პასუხში არ არის იურიდიული არგუმენტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ, ფაქტობრივად, უცნობია, რა არგუმენტები აქვს ამ მხრივ გერმანიის მთავრობას. აქ იურიდიული პასუხი არ არის, ეს არის პირველი, რაც გასაკეთებელია“, _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არკადიუშ მულარჩიკმა  4 იანვარს. მან, აგრეთვე, თქვა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი წარმოადგენს უპატივცემულო დამოკიდებულებას პოლონეთისა და პოლონელების მიმართ“.  „ჩვენ განვაგრძობთ ქმედებებს კომპენსაციის საკითხზე და გერმანიასთან დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით წარიმართება“, _ განაცხადა მან. ერთი დღით ადრე იმავე მულარჩიკმა თქვა: „ჩვენ გავუგზავნეთ 50-ზე მეტი ნოტა ევროკავშირის ქვეყნებს, აგრეთვე, ევროპის საბჭოსა და ნატოს, რათა ეს საკითხი ცნობილი ყოფილიყო კულტურულ და ცივილიზაციურ წრეებში, ჩვენს მოკავშირეებში. დღეს _ და ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი _ ჩვენ ასევე ვგზავნით თხოვნას, გაეროს ჩარევის შესახებ ამ ვითარებაში”.  მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში არდადეგები, დიდი ხანია, დასრულდა, აღნიშნულ ნოტას რეაქცია არ მოჰყოლია. შემდეგ კი ვარშავამ გადაწყვიტა, მიემართა “მძიმე არტილერიისთვის”.

„ამიტომ მივმართავთ აშშ-ის კონგრესის კომიტეტებს, უწინარესად, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარეს, აშშ-ის კონგრესის სენატორს გერმანიისგან რეპარაციების მიღების საკითხზე. „ჩვენ გვჯერა, რომ აშშ არის ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს დღეს გლობალურ წესრიგს; არის საკვანძო ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო წესრიგის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების დაცვის საკითხებს“, _ განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

„ამიტომ მივმართავთ აშშ-ის კონგრესის კომიტეტებს, პირველ რიგში აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბენჯამინ კარდინს, კონგრესმენ გრეგორი მიქსს _ ის არის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; შემდეგ _ სენატორ რობერტ მენენდესს _აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, და კონგრესმენ მარსი კაპტურს, რომელიც პოლონეთისა და ამერიკის  მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა“, _ თქვა მულარჩიკმა. ცხადია, რომ ვარშავის ეს მიმართვა პარტნიორი ვაშინგტონისადმი ადრესატთა დეტალური მითითებით შეუძლებელი იქნებოდა წინასწარი შეთანხმების გარეშე, რაც მოხდა ბერლინიდან პასუხის მიღებამდე. ლპარაკია ევროკავშირის საკვანძო ქვეყანა გერმანიაზე აშშპოლონეთის ტანდემის ერთობლივ დარტყმაზე. სახელდობრ, ევროკავშირია შეერთებული შტატების ერთადერთი პოტენციური კონკურენტიკოლექტიური დასავლეთისფარგლებში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლონეთი ამერიკის შეერთებული შტატების თანაშემწისა თუ პროვოკატორის როლს შეასრულებს ვაშინგტონსა და ბერლინს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. ეს უკვე მოხდა, როდესაც პოლონეთის ხელისუფლება იყო სანქციების დაწესების ინიციატორი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენის  წინააღმდეგ, რომელიც გერმანიის მრეწველობას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა იაფი ენერგიის სტაბილური მიწოდებით. ახლა, როცა ანგლოსაქსებმაჩრდილოეთის ნაკადისსისტემა ფიზიკურად გაანადგურეს, ხოლო გერმანიაში ენერგიის გაძვირების გამო დეინდუსტრიალიზაციის პროცესი დაიწყო, აშშმა გადაწყვიტა, პოლონეთის ხელით დაარტყას გერმანიის ფინანსურ მარაგებს. რა თქმა უნდა, პოლონეთის ხელისუფლებასაც აქვს თავისი  ინტერესები. ბუნებრივია, ის რეალურ პერსპექტივაში არც ელოდება გერმანიიდან თანხის მიღებას. ვარშავა ხვდება, ვაშინგტონმაც რომ დაიწყოს ბერლინზე წნეხის გაძლიერება, ეს საკითხი საბოლოოდ მაინც მათ შორის გადაწყდება.

   2023 წლის შემოდგომაზე პოლონეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც დიდი სირთულეები ელის მმართველ პარტია “სამართალი და სამართლიანობას” იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს თავის გამოჩენა რუსოფობიაში _ ახლა ყველა პოლონურმა პარტიამ, რომელთაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვთ, ამ საკითხში მაქსიმალურ დონეს მიაღწია, მაგრამ აშშ-მა შეიძლება გააძლიეროს ბრალდებები კაჩინსკის პარტიის მთავარ კონკურენტ “ლიბერალური სამოქალაქო კოალიციის” მიმართ _ ისინი გერმანელთა აგენტები არიან და ამიტომ არ ითხოვენ რეპარაციას გერმანიის განო (თუმცა ამ კოალიციის  დეპუტატებმა სეიმში ხმა მისცეს შესაბამის დოკუმენტს), ამასთანავე, დაბლოკილია ევროკავშირის ბიუჯეტიდან პოლონეთისთვის განკუთვნილი გადახდები, რადგან გერმანელებს არ სურთ თავიანთი ფულის სხვებისთვის განაწილება. მაგრამ, თუ კვლავ “სამართალი და სამართლიანობას” აირჩევთ, მაშინ ჩვენ ძია სემს დახმარებით…

ეს კარგად ესმით გერმანიაში და აშკარად მზად არიან ფსონების გასაზრდელად.

10 იანვარს პოპულარული გერმანული გაზეთი Bild-ი, მმართველ კოალიციასთან დაახლოებული, წერდა: პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობა აცოცხლებს წარსულის აჩრდილებს არა მხოლოდ საშინაო და ეკონომიკური მიზეზების გამო. ეს ეხება მორალს და არა 1990 წლის შემდეგ უკვე დადებულ შეთანხმებებს, რომლებიც გამორიცხავს გერმანიის რეპარაციას პოლონეთისთვის“. გერმანული გაზეთი ამტკიცებს, რომ ეს „ორმაგი სტანდარტების“ მაგალითია. 

„პოლონელები პირველივე შესაძლებლობისთანავე ართმევდნენ ქონებას ებრაელებს. ისინი პოლონეთში დარჩნენ ომის შემდეგ _ გადარჩენილ ებრაელებს სურდათ, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ძველ ბინებსა თუ სახლებში. ბევრი მათგანი ამ მიზეზით მოკლეს. 1945 წლის შემდეგ პოლონეთის სახელმწიფომ მიითვისა ებრაელთა ქონების ნარჩენები. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1945 წლამდე და მის შემდეგ მოკლული ებრაელების შთამომავლები ან ებრაული თემები მოითხოვდნენ რესტიტუციას ან კომპენსაციას, მაგრამ პოლონეთი თანმიმდევრულად უარყოფდა ამ მოთხოვნებს“, _ ახსენებს Bild-ი არა მხოლოდ პოლონელებს.

პოლონეთი პირველი არ არიან, რომელმაც მიმართა შეერთებულ შტატებს, როგორც მსოფლიო ჟანდარმს. ან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფორმულირებით, „ქვეყანას, რომელიც დღეს განსაზღვრავს გლობალურ წესრიგს, საკვანძო ქვეყანას, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო წესრიგის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების დაცვის საკითხებს“.  2018 წელს ებრაული ორგანიზაციების არაერთი მიმართვის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი #447 ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის წართმეული ქონების დაბრუნების შესახებ („მართლმსაჯულება გადარჩენილებისთვის, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია“). ეს კანონი მოითხოვს გარკვეული ქვეყნების ქმედებების ათვლას ჰოლოკოსტის დროს ქონების განკარგვაზე. თუ პირდაპირი მემკვიდრეების იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაშინ ობიექტები, სავარაუდოდ, გადაეცემა ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ ჰოლოკოსტს. №447 კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ პოლონეთში, ხოლო 2021 წელს მიღებული პოლონური კანონი ქონების რესტიტუციის შესახებ, პრაქტიკულად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გადარჩენილ მემკვიდრეებსაც კი ართმევს ქონების დაბრუნების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში №447 კანონის განხორციელება შეჩერებულია, ებრაული ორგანიზაციების პრეტენზიები პოლონეთის წინააღმდეგ არ გამქრალა. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ისრაელელმა პროფესორმა ბარბარა ენგელკინგმა The Jerusalem Post-თან ინტერვიუში თქვა: პოლონეთის მთავრობა უარს ამბობს ებრაელთა საკუთრების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით. სეიმის მიერ გერმანიისგან რეპარაციის შესახებ რეზოლუციის მიღებიდან გამომდინარე, ებრაელ საზოგადოებას აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი, პოლონეთს ჰოლოკოსტის გამო მოსთხოვოს ზარალის ანაზღაურება“. ენგელკინგის თქმით, ამჟამად ებრაელთა განადგურების კვლევის ცენტრში პოლონელი ებრაელების მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდეგ დაკარგული ქონების დაბრუნების შესახებ 20 000-ზე მეტი განცხადებაა. ამასთანავე, ინფლაციის გათვალისწინებით, პრეტენზიების ჯამური ოდენობა აჭარბებს 870 მილიარდ ევროს, ანუ იმ თანხის თითქმის 2/3-, რომელსაც ვარშავა ბერლინისგან მოითხოვს.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ამბის დასასრული. როგორც გერმანულ გაზეთ Dიე ჭელტ-ის ვარშაველმა კორესპონდენტმა ფილიპ ფრიცმა 2022 წლის ოქტომბერში აღნიშნა, თანხები, რომლებიც ასახავს პოლონეთის დანაკარგებს, ეხება მკაცრად შეზღუდულ ტერიტორიას და არ მოიცავს არც ყოფილ გერმანულ მიწებს დასავლეთში, რომელიც პოლონეთმა მიიღო ომის შემდეგ, და არც “დაკარგულ” პოლონური მიწებს აღმოსავლეთში. ღირს დაბრუნება გათვლებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის ამბოხებულთა არმიის საქმიანობასთან”, _ წერს გერმანელი ჟურნალისტი და იხსენებს, რომ უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში მოწყობილი ხოცვაჟლეტის შედეგად დაახლოებით 100 ათასი პოლონელი დაიღუპა.

სხვა საკითხია, რომ პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ტკბება ევროპაში „ამერიკის შეერთებული შტატების საყვარელი ცოლის“ როლით, განსაკუთრებით არ არის დაინტერესებული პოლონელების ბედით. ვარშავა მზადაა, ვაშინგტონს გადასცეს პოლონეთის არმია რუსეთთან საბრძოლველად, ხოლო პოლონური დიპლომატია _ გერმანიასთან საბრძოლველად.  მხოლოდ იმის მარჩიელობა შეიძლება, რამდენ ხანს გაუძლებს თვითონ პოლონეთი ასეთ ომს, თანაც სხვის ომს ორ ფრონტზე. 

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ 

https://ukraina.ru/20230112/1042554731.html 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here