Home ახალი ამბები მსოფლიო პირადი სპეცპროკურორი  ბაიდენისთვის

პირადი სპეცპროკურორი  ბაიდენისთვის

343

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის  მადისკრედიტებელი  ინფორმაციების გავრცელება  გრძელდება. ახლა მძინარე ჯოს“ ეყოლება არა მხოლოდ პირად მომვლელი“, არამედ „პერსონალური“  სპეციალურ პროკურორც.  ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი  „The Moscow Post“-ი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა – მას  შვილის, ჰანტერ ბაიდენის,  საქმიანი კავშირებიდან სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ. ჰანტერის საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორის დანიშვნა დიდ სირთულეებს უქმნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ამ პოსტზე შესაძლო კანდიდატს  მომავალ, 2024  წლის არჩევნებზე.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოულოდნელად გადაწყვიტა, დაეწინაურებინა ფედერალური პროკურორი დევიდ ვაისი, რომელიც აწარმოებს ჰანტერ ბაიდენის საქმეს, და მისთვის სპეციალური პროკურორის სტატუსი მიენიჭებინა. ამის წყალობით, ვაისი შეძლებს, უფრო დამოუკიდებლად იმოქმედოს, ვიდრე აქამდე მოქმედებდა.

ჰანტერ ბაიდენი მამისთვის ყველაზე დიდ მტკივნეულ წერტილად იქცა. ბაიდენის ვაჟს  ადანაშაულებენ  იარაღის შეძენა-შენახვაში, ის ამ დროს ნარკოტიკებს მოიხმარდა და ეს ფაქტი იარაღის შეძენისას დამალა. ასევე, ჰანტერ ბაიდენმა გადასახადები არ გადაიხადა.  მას, აგრეთვე,  შეახსენეს  ქმედებები ბაიდენ-უფროსის „მეკავშირე-შუამავლის“ რანგში,  როდესაც მამა  ვიცე-პრეზიდენტი იყო,  შვილი კი  მისი „გავლენით ვაჭრობდა“. მაგრამ ეს უფრო თვითონ ჯო ბაიდენსა და მის რეპუტაციას ეხება.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა გამოავლინეს 20 მლნ დოლარზე მეტი გადახდები და ამტკიცებენ, რომ ფული რუსი მეწარმე ელენა ბატურინასგან, უკრაინული კომპანია Burisma-დან,  ყაზახი ოლიგარქის, კენეს რაკიშევის და ზოგიერთი ჩინური წყაროდან ირიცხებოდა. დემოკრატები ამბობენ, რომ ფული არ იყო პოლიტიკისთვის განკუთვნილი და  ჯო ბაიდენთან შეხვედრებზე მხოლოდ „მშვიდობასა და ამინდზე“ საუბრობდნენ.  ნახსენებია, აგრეთვე,  ფულადი გზავნილები უკრაინელი ოლიგარქისა და Burisma-ს  მფლობელ  მიკოლა ზლოჩევსკისგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯო ბაიდენი უჭერდა მხარს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და გამოძიების დაწყებას ოლიგარქების ჯგუფის მიმართ, რომელშიც შედიოდა ზლოჩევსკი. ზედამხედველობის კომიტეტმა, აგრეთვე,  განაცხადა, რომ ჰანტერ ბაიდენი წელიწადში მილიონ დოლარს იღებდა (თვეში 83333 დოლარს ), როგორც Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა  უკრაინას კურატორობდა. თვითონ  ჯო ბაიდენი ყოველთვის უარყოფდა ჰანტერის ფინანსურ საქმეებში მონაწილეობას და ამტკიცებდა, რომ კომპანია Burisma-ში შვილის  მუშაობის შესახებ მედიიდან შეიტყო.

„მძინარე ჯო“  ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი, მაგრამ ცდილობს,  ისე წარმოაჩინოს,  რომ თითქოს არაფერი მომხდარა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაში!“ – ამბობენ ზოგჯერ ამ ქვეყნის კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები და გულისხმობენ იმას, რომ იქ არა მხოლოდ ბევრ კარგს ნახავთ…

მოამზადა გიორგი აჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@utronews/24368

                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here