Home ახალი ამბები მსოფლიო პატრუშევმა უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები დაასახელა

პატრუშევმა უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები დაასახელა

209

დასავლეთის მიერ კიევისთვის  დიდძალი იარაღის მიწოდების მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული, _ განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ხაბაროვსკში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ თათბირზე.

“სპეცოპერაციის მიზანია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა უკრაინული ნეონაცისტური რეჟიმის გენოციდისგან; მოხდეს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია; ამ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწეროს ნეიტრალური სტატუსის შესახებ. დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უამრავი იარაღის მიწოდების მიუხედავად, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ”, _ ჩამოთვალა მიზნები რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იყო, დაეწყო სპეცოპერაცია უკრაინაში, რადგან იქ ფესვები გაიდგა ნეონაციზმმა, ამუშავდა ბიოლაბორატორიები, რომლებიც ახორციელებდნენ აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამებს; ხელისუფლება გეგმავდა ატომური იარაღის შექმნას და ნატოში ინტეგრაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის საბოლოო მიზანი დონბასის გათავისუფლება და იმ პირობების შექმნაა, რომლებიც უსაფრთხოების გარანტია იქნება რუსეთისთვის.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here