Home ახალი ამბები საქართველო პატარა საქართველოში დიდ სისხლისღვრას ამზადებენ

პატარა საქართველოში დიდ სისხლისღვრას ამზადებენ

1216

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 24 ივნისს, ბაქოში ყოფნისას, ევროპელი ლიდერების მოქმედება ჰიტლერის მოქმედებას შეადარა: “ევროკავშირი, ნატოსთან ერთად, ქმნის კოალიციას რუსეთთან საომრად. გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს, სამწუხაროდ, გვაგონებს იმას, თუ როგორ იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი. ჰიტლერმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომრად მისი დროშის ქვეშ გააერთიანა ევროპის უდიდესი თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლაც ევროკავშირი და ნატო ქმნიან თანამედროვე კოალიციას რუსეთის ფედერაციასთან საომრად”.

ბატონ ლავროვის ამ ნათქვამში მისხალიც არ არის ვითარების გაზვიადებისა და გადაჭარბებისა. მოვლენათა განვითარების ლოგიკიდან აშკარად ჩანს, რომ კოლექტიური დასავლეთი (აშშ, ევროკავშირი, ნატო) რუსეთთან ომის გაჩაღებას აპირებს. ამის უარყოფა იმ არგუმენტით, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში დამანგრეველი იქნება თვითონ დასავლეთისთვის და ამის გამო (ამის შიშით) ისინი ამაზე არ წავლენ, ბოლომდე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. აშშ იმ მასშტაბის კრიზისშია შესული, რომ იმპერიის მთლიანობისა და ფიზიკური არსებობის შენარჩუნება უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ უნდა გაგვიკვირდეს, გამოსავლისა და გადარჩენის გზის ძიებას ისინი ომში თუ დაიწყებენ, რომელიც, როგორც ისტორია გვასწავლის, ყველაფერს ჩამოწერს-ხოლმე. ლაპარაკი არ არის იმ დონის ომებზე, რომლებსაც აშშ თითქმის პერმანენტულად აწარმოებს (იუგოსლავია, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სირია და ა.შ.), რადგან ამ ტიპის ომები, წესისამებრ, იმ მასშტაბის არ არის, რომელიც აშშ-ის კრიზისებსა და დანაშაულებს ჩამოწერს. ლაპარაკია გლობალურ ომზე, რომელიც გადაფარავს აშშ-ში გაბატონებულ სოციალურ უსამართლობასაც, დანაშაულებრივი ცხოვრების წესსაც, რასობრივ დაპირისპირებასაც, დისკრიმინაციასაც, პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობასაც, ოლიგარქიულ, ტრანსკორპორაციულ მმართველობასაც, საფინანსო პირამიდებსაც, ინფლაციის არნახულ დონესაც, წარმოუდგენელი ოდენობის საგარეო და საშინაო ვალებსაც… მათ სჭირდებათ ომი, რომელიც შეძლებს ჩამოწეროს სისტემური კრიზი, რომელმაც მთელი საზოგადოება მოიცვა. ესაა კრიზისი, რომელიც აშშ-ს დანგრევით ემუქრება. ამ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, აშშ-ისთვის გლობალური ომი მაშველი რგოლივით არის, რომელიც მისთვის, შესაძლებელია, დაღუპვის ნაცვლად, კრიზისიდან გამოსვლის ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, დაშვება იმისა, რომ ისინი ახალი მსოფლიო ომის პროვოცირებაზე წავლენ, საფუძველს მოკლებული არ არის… მათ, ალბათ, იმის იმედიც აქვთ, რომ რუსეთთან გლობალურ ომს ამჯერადაც ისევე მოახერხებენ სხვისი ხელით, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს მოახერხეს. მართალია, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მათ მიერვე ინიცირებულ და პროვოცირებულ ომში ბოლოს საბჭოთა კავშირის მხარეს მოუწიათ ჩართვა, მაგრამ ეს სხვა თემაა. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მათ ფაშისტური გერმანია და ევროპის დიდი ნაწილი გამოიყენეს და მიზანსაც კინაღამ მიაღწიეს. ისინი ახლაც ძველ (მათ მიერვე ნაცად) მეთოდს იყენებენ. უკრაინის მოსახლეობის გაბრიყვებული ნაწილი (ისევე, როგორც გასულ საუკუნეში იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში) ნაციზმის ბაცილით დაასნებოვნეს და რუსოფობია ისეთივე ძალით გააღვივეს, როგორც თავის დროზე ანტისემიტიზმი. ახლა ერთი ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი: უკრაინაში ომი რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელონ და, რამდენადაც ამას მოახერხებენ, ომის გეოგრაფიაც მაქსიმალურად გააფართოვონ. ამიტომაც ცდილობენ ასეთი გამწარებით ომის ქარცეცხლის გადმოტანას საქართველოში. ამას შემთხვევით არ აკეთებენ. ჩვენდა სამარცხვინოდ, რუსეთის მეზობელ სახელმწიფოთა შორის (უკრაინისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების შემდეგ) საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც დასავლეთს ისეთი მძლავრი “მეხუთე კოლონა” ჰყავს, რომ მათი ხელით ამ საშინელების პროვოცირება შესაძლებლად მიაჩნია. ამ მიმართულებით სერიოზული და კარგად გათვლილი ნაბიჯებიც გადადგეს. ისეთი ფორსირებული პროპაგანდა გაწიეს, რომ საქართველო უკრაინის დროშებით ააჭრელეს და უკრაინისთვის ბრძოლა ლამის ქართული პატრიოტიზმის გამოვლენად გამოაცხადეს.

ვინმეს ეჭვი ეპარება, საქართველოსა და უკრაინის ისტორიული ძმობის შესახებ ამღერებული ქართული საინფორმაციო საშუალებები ამერიკული სპეცსამსახურების დავალებით რომ მოქმედებენ?

ვინმეს ეჭვი ეპარება, ამჟამად გასამართლებული სააკაშვილი იმ პერიოდისთვის უკვე დაგეგმილ ომში ჩვენი ჩათრევის დავალებით რომ გადმოისროლეს საქართველოში?

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოს დესტაბილიზაციას ემსახურება, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს – საქართველოს ომში ჩათრევა?

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმაც შორსგამიზნული და ვერაგული ხრიკია, რომელსაც იგივე მიზანი აქვს _ საქართველოს ომში ჩათრევა?

ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ საპროტესტო აქციები რუსთაველის პროსპექტზე დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული და მიზანი ამ შემთხვევაშიც იგივეა _ საქართველოს ომში ჩათრევა?

აი, რატომ მივიჩნიე სარწმუნოდ ლავროვის მიერ ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი და ნატო ახალ, ფართო კოალიციას ქმნიან რუსეთის წინააღმდეგ საომრად.

ევროკავშირი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ საომრად ფართომასშტაბიან კოალიციას როდესაც ქმნიან, საქართველოს განზე დატოვებენ?

მაშ, რისთვის ხარჯავდნენ თანხებს ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან მისაახლოებელი სამუშაოების ჩატარებში?

მაშ, რისთვის გამოჩეკეს და გამოზარდეს მრავალრიცხოვანი “მეხუთე კოლონა” საქართველოში?

მაშ, რისთვის შემოგვისიეს უთვალავი რაოდენობის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ასე უშურველად აფინანსებენ?

მაშ, რისთვის გამოგვიჭედეს ყურები ნატოსა და ევროკავშირის პროპაგანდით?

მაშ, რისთვის აღვივებენ ასე დაჟინებითა და მიზანმიმართულად რუსეთის წრეგადასულ სიძულვილს?

მაშ, რისთვის აქციეს აღვირახსნილი და ყოვლისწამლეკავი რუსოფობია ვითომ დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიის ქვაკუთხედად?

მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანტირუსულ კოალიციაში ჩვენთვისაც მოძებნონ ადგილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ ყოვლად უსამართლო და პროვოკაციულ ომში პატარა საქართელოს დიდი სისხლის დაღვრა მოუწევს.

ახლა ეს დრო დადგა. უკრაინას ხალხმრავალი ქვეყანა ჰქვია, მაგრამ იქ უკვე იმდენი იარაღი შეიტანეს, რომ შესაძლებელია, საზარბაზნე ხორცის დეფიციტი შეიქმნას, ამიტომაა საჭირო ომის გეოგრაფიისა და არეალის გაფართოება. გიჟი მოხალისეები არც ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში აკლიათ და არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ რაკი ისინი ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, მათი უშუალოდ ჩართვისგან (ჯერჯერობით მაინც), ალბათ, თავს შეიკავებენ. საქართველო კი ზედგამოჭრილია ომის არეალის გასაფართოებლად, რადგან დასავლეთს ჩვენ წინაშე არავითარი იურიდიული პასუხისმგებლობა არ აკისრია. მორალი კი, საერთოდ, რა სახსენებელია, როდესაც საქმე ამერიკელებთან (ან თუნდაც ევროპელებთან) გვაქვს, ამიტომაც გათამაშდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მთელი ეს სპექტაკლი. უკრაინასა და მოლდოვას უბოძეს სტატუსი, საქართველოს კი უარი სტკიცეს, რითაც დაამცირეს, გაამწარეს და გააბრაზეს. იციან, რომ სამხრეთული, ემოციამოჭარბებული და განსჯის უნარმოკლებული, ქედმაღალი ხალხი ვართ, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში ერთმანეთთან მარტივად დასაპირისპირებელი და ადვილად სამართავი ხდება. ამ ვერაგული მიზნის მისაღწევად გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე. სხვა შემთხვევაში, მოგვცემდნენ, რას კარგავდნენ, როცა არავითარი პასუხისმგებლობა ამ სტატუსს (უფრო სწორად, ცარიელ სიტყვას) არ ახლავს, ისევე, როგორც იმ ცარიელ სიტყვას არ ახლავს, რომელი ცარიელი სიტყვითაც ეგ სტატუსი ჩაგვინაცვლეს – პერსპექტივა. რაღაცა ვითომ მოგვანიჭეს, სათქმელი გაიჩინეს, _ რას გვერჩით, ევროკავშირის კარი გაგიღეთო. სინამდვილეში, თავმოყვარეობა შეგვილახეს, ომში გადაჩეხილ უკრაინასა და ჩვენზე გასაცოდავებულ მოლდოვაზე დაბლა დაგვაყენეს, რითაც პოლიტიკურად ისედაც გახლეჩილი საქართველო უფრო გახლიჩეს და ამ ვითარების სახელმწიფო გადატრიალებაში გადაზრდის წინაპირობა შექმნეს. ესაა ევროპის ვირ-ეშმაკობის მთელი ფილოსოფია, რომელიც, საზრიანობას თუ არ გამოვიჩენთ, არაფრისმომცემ ევროპერსპექტივას კი არა, საშინელ პერსპექტივას გვიქადის: დესტაბილიზაცია; სახელმწიფო გადატრიალება; სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოთრევა; ხელისუფლებაში ნაცების მობრუნება; უსასტიკესი რეჟიმის ჩამოყალიბება; საქართველოს გადაჩეხვა რუსეთთან ომში. აი, ამ სიბინძურის სამსახურში დგანან ისინი, ვინც ჭინკებივით ენებს გვიყოფენ რუსთაველის პროსპექტზე გამართული მიტინგებიდან და ბნედიანებივით გაჰყვირიან:

_ ევროპა გვინდა!

_ შინ, ევროპისკენ!

რა მოჰყვება ყოველივე ამას?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის, მაგრამ მომავალი ტრაგიკული მოვლენების აღწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.  თითოეულმა თქვენგანმა თავად წარმოიდგინეთ, ვითარების ამ სცენარით წარმართვის შემთხვევაში, ქვეყანაში რა ჯოჯოხეთიც დატრიალდება…

ვალერი კვარაცხელია

P. S. გიფიქრიათ, რა არის საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი? _ სატყუარა, ცრუ იმედი, მირაჟი, რომელიც მიახლოებისთანავე ქრება. ეს დასავლური თაღლითობა და თვალებში შეყრილი ნაცარია ქართველებისთვის.

ლიტერატურული ანალოგია:

გადაუხვია სეთურმა გზიდან. გავიარეთ ცოტა და მივადექით ერთ ჭას. ჭის თავზე ბოძი იდგა. ბოძზე კაი მოზრდილი ზარი ეკიდა. ზარის ენაზე წაბმული ბაწარი ჭაში იყო ჩაშვებული. ჭაში კაცი იჯდა და ეჭირა ხელში ბაწრის მეორე ბოლო.

_ ეს ის ქონდრისკაცია, დილით თაბაგარმა რომ წამოიყვანა სამუშაოზე სხვებთან ერთად! – ვიცანი მე.

_ კი, ისაა, _ დამიდასტურა სეთურმა. _ ხუთ შაურს ვაძლევ დღეში და ყველამ იცის ეს. მუნჯი და ყრუა.

_ ზის მასე დილიდან ღამემდე და უჭირავს ხელში მაგ ბაწარი? – იკითხა დათამ.

_ კი, მანდ ზის და უჭირავს.

_ რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი? – კაი ღრმა იყო ის ჭა და გამიკვირდა, წყალი რომ არ იდგა შიგ.

_ იმედს აკეთებს, მოსე ჩემო, ხალხის იმედს!

. . .

_ ეს ზარი რისთვის კიდია აქ და ქონდრისკაცი რისთვის ზის ჭაში? – ჰკითხა თუთაშხიამ სეთურს.

_ ზებო ჰქვია მაგ ქონდრისკაცს და, გრძნეულიაო, სახელი აქვს დავარდნილი. ას საჟენზე რომ მოაწევს გვირაბი, გაიგებს ზებო და ჩამოკრავს ზარს. რანაირად ელიან ამ ზარის დარეკვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყურები გამობასრული სულ”.

ზებოს ჩამოკრული ზარის იმედად დაგვტოვა დასავლეთმა. ისევე არ დარეკავს ზებოს ზარი ჩვენთვის, როგორც სეთურის მოიმედე ხალხისთვის არ დაურეკავს. ყრუმუნჯია ზებო და იმიტომ

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “დათა თუთაშხიასპატრონი ერი ვართ ჩვენ და კი უნდა მივხვედრილიყავით ამას აქამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here