Home ახალი ამბები საქართველო პარტიამ „საქართველოსთვის“ და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის...

პარტიამ „საქართველოსთვის“ და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“კანონპროექტი დაარეგისტრირეს

69

პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირეს სახელწოდებით – „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონპროექტი „ხელისუფლების კანონპროექტებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს ერთადერთი მტრის – რუსეთის გავლენების წინააღმდეგ საქართველოში“.

„ კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების და მათი განმახორციელებელი პირების გამოაშკარავება. კანონპროექტი დანაშაულად აცხადებს რუსეთის გავლენის გატარებას და რუსეთის სასარგებლო ქმედებებს საქართველოში.

კერძოდ, რუსეთის გავლენით საქართველოს საგარეო კურსზე ზემოქმედებას, მისი შეცვლის მცდელობას ან/და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. კანონპროექტი თავისი მიზნებით და რეგულირების სფეროთი სრულად განსხვავდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისგან. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, დღეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გაზრდილია, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსზე და ზრდის საფრთხეს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი რუსული გავლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ისტორიულ არჩევანს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ და ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“,- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here