Home ახალი ამბები მსოფლიო Parisien: ბომჟმა აეროკომპანიას 300 ათასი ევრო მოჰპარა

Parisien: ბომჟმა აეროკომპანიას 300 ათასი ევრო მოჰპარა

1461
აეროპორტი

არაჩვეულებრივი ქურდობის ეს შემთხვევა პარიზის ერთერთ აეროპორტში მოხდა. ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია, რომ უსაქმოდ და უმიზნოდ აეროპორტში მოყიალე კლოშარი (ბომჟი) შედის რომელიღაც ავიაკომპანიის ღიად დარჩენილ კარში და რამდენიმე წუთში გამოდის ორი დიდი პაკეტით დატვირთული.

ბედი მქონიაო, ამ უცნობმა უნდა თქვას. იმ ოფისში, რომელშიც შევიდა, იმ მომენტში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა. ეს ფირმა ნაღდი ფულის ოპერაციებს აწარმოებს და მის თავქარიან თანამშრომლებს მარტო ოთახის კარის დახურვა კი არ დაავიწყდათ, არამედ, ეტყოდა, ფულის ბანკნოტებით სავსე სეიფის კარისაც.

კლოშარმა კი ის ფული აიღო და მას შემდეგ იქაურობას არ გაჰკარებია. პოლიცია კი ეძებს, როგორც ქარს ტრიალ მინდორში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here