Home ახალი ამბები საქართველო პაატა მანჯგალაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: როგორც ვიცი, პარტიას მასთან ურთიერთობა აქვს და...

პაატა მანჯგალაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: როგორც ვიცი, პარტიას მასთან ურთიერთობა აქვს და სააკაშვილსაც აქვს კომუნიკაცია – ეს კამპანია რას ემსახურება არ ვიცი

87

მე როგორც ვიცი, პარტიას მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა აქვს და სააკაშვილსაც აქვს კომუნიკაცია, ჰყავს საკონტაქტო პირები, არ ვიცი ეს კამპანია რას ემსახურება, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ მესამე პრეზიდენტი საპატიმროში არ გარდაიცვალოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here