Home ახალი ამბები მსოფლიო Oxford Economics-ის ცუდი და ცუდზე უარესი სცენარები

Oxford Economics-ის ცუდი და ცუდზე უარესი სცენარები

1188

ფინანსების ანალიტიკოსებმა 2020 წლის ეკონომიკური პროგნოზი განაახლეს. ეკონომიკური ანალიზის უდიდესმა ცენტრმა – Oxford Economicsმა 8 აპრილს განაცხადა, რომ საბაზისო მოდელის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური აქტიურობის შეზღუდვებს 6-დან 12 კვირის განმავლობაში, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 2,8%-მდე შემცირდება. ამასთანავე, Oxford Economicsის ანალიტიკოსების აზრით, ახალი საბაზისო პროგნოზით არსებობს შემცირების მნიშვნელოვანი რისკები, ამიტომ კიდევ ორი სცენარი შეიმუშავეს: ცუდი და ცუდზე უარესი.

ამ ვერსიებით, ქვეყნების მხრიდან გათვალისწინებულია მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც მიმდინარე წლის მესამე კვარტალს გასცდება. ასეთ შემთხვევაში გლობალური მშპ 2020 წელს შემცირდება 8%-ით, ყველაზე ცუდი სცენარით კი _ 12,5%-ით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here