Home ახალი ამბები მსოფლიო OPEC +-ის  შეხვედრა დასრულდა. შედეგები მოსალოდნელი იყო

OPEC +-ის  შეხვედრა დასრულდა. შედეგები მოსალოდნელი იყო

233

გაერთიანება  OPEC+-ის (ნავთობის ექსპორტიორთა ქვეყნების ორგანიზაცია) ქვეყნებმა დღეღამეში 2 მლნ ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მოილაპარაკეს. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა საუდის არაბეთმა, მიიღეს აშშის მოწოდების მიუხედავად, გაეზარდათ ნავთობის მოპოვება G7- ის ქვეყნების მზადების ფონზე, რომ ფასისჭერიდაუწესონ რუსეთის ნავთობს, _ წერს მიმომხილველი  ალექსანდრე დუდჩაკი გამოცემა politnavigator.netის ვებგვერდზე.

ჩავთვალოთ, რომ უბრალო დამთხვევაა ის, რომ OPEC+ -ის გადაწყვეტილება და ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტის შინაარსი ერთ დღეს გამოაცხადეს. რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა  OPEC+ -ის გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ უპრეცედენტო უწოდა, OPEC+-ის შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის ბოლომდე.

ბაზრის რეაქცია ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებაზე არც ისე მკვეთრია. 5 ოქტომბერს ვაჭრობისას Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 93,2 დოლარამდე (+1,5%) მოიმატა, მაგრამ დღის განმავლობაში თითქმის მთელი მატება დაკარგა და დღის ბოლოს Brent-ის მიწოდებაზე დეკემბრის კონტრაქტებმა  91,94 დოლარი შეადგინა, დიდი ალბათობით, ამ დონეზე ან ოდნავ მაღალზე გაჩერდება. ალექსანდრე ნოვაკმა ფასს კომფორტული უწოდა, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ბარელზე 70 დოლარის სავარაუდო ფასის მიხედვით ყალიბდება.

 აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის “არ ეთანხმება და იმედგაცრუებულია”. ბაიდენს მიაჩნია, რომ ნავთობის მოპოვების შემცირების აუცილებლობა არ ყოფილა. მისი იმედგაცრუება გასაგებია _ ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა არაბი შეიხების დარწმუნებას, გაეზარდათ ნავთობის მოპოვება და შეემცირებინათ ფასები, პასუხად კი სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღო. ვაშინგტონმა OPEC + “რუსეთის ფედერაციისადმი სოლიდარობაშიდაადანაშაულა და მოპოვების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებასმცდარიუწოდა.

“ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდის პრობლემები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უკვე ტექნიკურიცაა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი. “მწვანე ენერგიის” ფსევდოეკოლოგიური მომავლის პროპაგანდამ დარგების დაფინანსების სერიოზული შემცირება გამოიწვია.

შემცირდა ინვესტიციები გეოლოგიურ დაზვერვასა და მოპოვებაში, ყველა აპირებდა ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლას (სავარაუდოდ 2050 წელს, თუმცა მოსახლეობას გათბობას არავინ ჰპირდებოდა) და ნახშირწყალბადების კვალის წაშლას”.

პრეზიდენტის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტრო ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან მომავალ თვეში ბაზარზე 10 მლნ ბარელს გაიტანს”, _ განაცხადეს თეთრ სახლში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მოცულობამ  გავლენა იქონიოს  ბაზარზე _ ის OPEC +-ის ახალი შემცირების 5-დღიანი მოცულობის ტოლია.

სხვათა შორის, ალექსანდრე ნოვაკი აშშ-მა სანქცირებულთა სიაში 30 სექტემბერს შეიყვანა.

5 დეკემბერს, ახალი ანტირუსული სანქციების პაკეტის შესაბამისად, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე “ფასების ჭერს” დააწესებს; თანაც მხოლოდ იმ ნავთობზე, რომლებიც ტანკერებით გადააქვთ. და კიდევ: თუ არ იქნება “საგანგებო” ვითარება, არადა, აუცილებლად იქნება.

აი რა განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა:

“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი უარს იტყვის, მიჰყიდოს მათ ნავთობი არასაბაზრო ფასით ევროკავშირის მიერ დაწესებული “ჭერის ქვეშ”. მინდა, რომ ამაში დარწმუნებული ვიყო. თუ მოხმარებას შეამცირებენ, ფასიც დაეცემა, მაგრამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირების შესაძლებლობა მოსახლეობის ცხოვრების დონესა და მრეწველობაზე დარტყმის გარეშე შეუძლებელია.

თუ არ შემცირდება მოხმარება, მაშინ ამ რესურსების ახალი წყაროებია მოსაძებნი. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე უნდა გაჩნდნენ ახალი მიმწოდებლები და მომხმარებლები. დამატებითი მყიდველის გამოჩენამ კი შეუძლებელია, არ გამოიწვიოს ფასის მომატება.

ეს ნიშნავს, რომ სულელებს გამოცდილება არაფერს კარნახობს, მათ ჭკუა ვერ ასწავლა ბუნებრივ აირთან დაკავშირებულმა ისტორიამ.

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს თვალებში აფურთხებს, ის კი გაიძახის, რომ ესციური ნამია!”, მაგრამ “ჩრდილოეთის ნაკადების” აფეთქების შემდეგ ყველაფერს მიხვედრილი ევროპელების საცოდავი ბღავილი, რომ “ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია”, აშშ-ის განცხადებები OPEC +-ის  შეხვედრის შედეგებზე და თავსმოხვეული ანტირუსული სანქციები, რომლებიც ევროპას ანადგურებს, უკვე ჩვეულებრივი მოვლენებია.

შედეგი: რუსეთისა და  საუდის არაბეთის ურთიერთობები განმტკიცებას განაგრძობს (ეს ფაქტი ცოტა შეამცირებს საუდელთა მიერ “აზოვის” ბატალიონის წევრების გადაცემით გამოწვეულ იმედგაცრუებას. ეს შეიძლება სტრატეგიის ნაწილად ჩაითვალოს).

OPEC +-ის შეხვედრის შედეგების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკა ვერ მიიღებს დეგრადაციისა და თავისი მოქალაქეების ცხოვრების დონის შემცირების გზიდან გადასვლის შანსს. საწარმოების დახურვა და უმუშევრობის ზრდა გრძელდება. საფრთხის ქვეშაა გერმანიის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

და ეს ევროპისთვის ჯერ კიდევ არ არის ფინალი: თეთრმა სახლმა ენერგეტიკის სამინიტროს მიმართა, გააანალიზოს შესაძლო შედეგები, რომელთაც გამოიწვევს ბენზინის, დიზელისა და სხვა ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა აშშ-დან.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here