Home ახალი ამბები მსოფლიო NYT-ის უფლებადამცველმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რუსების დახვრეტა ომის დანაშაულებს...

NYT-ის უფლებადამცველმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რუსების დახვრეტა ომის დანაშაულებს გაუთანაბრა

NYT ექსპერტი: უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რუსების სიკვდილით დასჯა მაკეევკაში ექვემდებარება რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუტს

152
NYT-ის უფლებადამცველმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რუსების დახვრეტა ომის დანაშაულებს გაუთანაბრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების მიერ ტყვედ ჩაბარებული რუსი ჯარისკაცების მკვლელობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს ექვემდებარება, – განაცხადა ორგანიზაციის “ექიმები ადამიანის უფლებებისთვის” სამედიცინო მრჩეველმა, დოქტორმა როჰინი ჰაარმა.

ჰაარმა აღნიშნა, რომ რუსების უმეტესობას, როგორც ჩანს, თავში ესროლეს – “სისხლის გუბეებია”, რაც იმაზე მიუთითებს, რომ “ისინი იქ, უბრალოდ, დახოცილები დატოვეს”, მათთვის დახმარების გაწევის მცდელობის გარეშე. აღნიშნულია, რომ რუსი ჯარისკაცები იწვნენ, როგორც ჩანს, უიარაღოდ, გაშლილი ხელებით, ან თავის უკან ხელებით. ჰაარმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი უნდა ჩაითვალონ არამებრძოლებად, სამხედრო ტყვეებად, – წერს New York Times.

უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რამდენიმე მუხლით აგებდა პასუხს, ამ შეთანხმების ხელმომწერი რომ ყოფილიყო, მათ შორის მუხლი სამხედრო პირის მკვლელობის შესახებ, რომელმაც „დაყარა იარაღი ან აღარ გააჩნდა თავდაცვის საშუალება და საკუთარი ნებით ჩაბარდა“. ეს არის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კანონების დარღვევა, – ნათქვამია სტატიაში.

New York Times-მა ასევე დაადასტურა მაკეევკაში რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ადგილის ამსახველი ვიდეომასალის ავთენტურობა. აღნიშნულია, რომ ვიდეომასალა შეადარეს სატელიტურ ფოტოებს, ისინი გადაღებულია მაკეევკაში, – იუწყება „რია ნოვოსტი“.

პარასკევს ინტერნეტში გამოქვეყნდა უიარაღო რუსი სამხედრო ტყვეების მკვლელობის ამსახველი ვიდეოები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაძირლებმა“ პირდაპირ თავში გასროლით სიკვდილით დასაჯეს ათზე მეტი რუსი სამხედრო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here