Home ახალი ამბები ნორვეგიამ, 4 მლნ-იანი გრანტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სფეროსთვის დაფინანსება გამოყო

ნორვეგიამ, 4 მლნ-იანი გრანტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სფეროსთვის დაფინანსება გამოყო

998

ნორვეგია საქართველოს, ენერგეტიკული დარგის განვითარებისთვის  დაახლოებით 4 მლნ დოლარით დაეხმარება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  გრანტი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობაზე, ნორმატიული ბაზის შემუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით დაიხარჯება. 3,9 მლნ აშშ დოლარის დახმარებას საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

დაფინანსების ნაწილი საგანმანათლებლო მიმართულებასაც მოხმარდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ჰიდროინჟინერიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი უკვე შეირჩა, რომელიც  ნორვეგიაში სასწავლებლად გაემგზავრება.

„საუბარია მაგისტრატურის სასწავლო კურსის სტუდენტებზე, რომლებიც  ნორვეგიაში სასწავლებლად გაემგზავრებიან. შერჩევა უკვე მიმდინარეობს და  სამი სტუდენტი სახეზეა. სტუდენტთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი, აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნა და მოტივაცია იქნება. შერჩეული სტუდენტები ტრონდჰეიმის უნივერსიტეტში სასწავლებლად სექტემბერში გაემგზავრებიან“,-განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გრანტის ფარგლებში, ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სტუდენტები ნორვეგიაში 2018 წელს გაემგზავრებიან.

გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here