Home ახალი ამბები საქართველო ნენსი პელოსი – პოლიტბომბი

ნენსი პელოსი – პოლიტბომბი

598

ჰოლივუდის ყველა ლამაზმანს სექსბომბად მოიხსენიებენ. ეს ტერმინი  სეა გავრცელებული, რომ, ჰოლივუდში კი არა, აგერ, ჩვენთანაც ბევრს ნახავ, ვინც ამ მეტსახელისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სულ სხვა ამბავია პოლიტბომბ, როდესაც ესა თუ ის ქალბატონი სადმე მიდის და იქ, გარეგნული თვალსაზრისით  ბომბ უკანალი კი არა, პოლიტიკური თვალსაზრისით  ბომბ უკანალი ჩააქვს. აშშის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი ელოსი სექსბომბ კრიტერიუმებს თუ აშკარად ვერ (ვეღარ) აკმაყოფილებს, პოლიტბომბ ნამდვილად არის, თანაც იმ მასშტაბის, რომ ლამის მესამე მსოფლიო ომის სახით მოევლინა ამ ცოდვილ პლანეტას.

ტაივანის ისტორია რთულია. რთულია ჩინეთისა და ტაივანის ურთიერთობის ისტორიაც. ამ ისტორიაში მარტივად გასაგები მხოლოდ ისაა, რომ ჩინელებისთვის ტაივანი ჩინეთის ორგანული ნაწილია, ტაივანელებისთვის კი ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამერიკელებისთვის კი… ჰო, ამერიკელებისთვის ტაივანი, რა თქმა უნდა, არამხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონის ამერიკული დემოკრატიის შუქურაცაა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც საერთოდ ხდება  ხოლმე _ ტაივანი აშშისთვის ჩინეთის წინააღმდეგ პროვოკაციული გამოხდომებისთვის საუკეთესო კუნძულია.

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის მიზნები თვითონ პელოსიმ ასე ჩამოაყალიბა: “ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ტაივანში ადასტურებს ამერიკის უცვლელ მხარდაჭერას ტაივანის დინამიკურად განვითარებადი დემოკრატიისადმი. ამერიკის სოლიდარობა ტაივანელი ხალხის მიმართ დღეს მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, იმდენად, რამდენადაც მსოფლიო დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშე”. ვერაფერს იტყვი, “შესანიშნავი” დასაბუთებაა. თითქმის პირდაპირ თქვა, რომ ტაივანში ჩინეთის წინააღმდეგ დიდი პროვოკაციის მოსაწყობად მიფრინავდა. ამას დაუმატეთ ის გარემოებაც, რომ ამერიკული ავიამზიდი “რონალდ რეიგანი” და კიდევ სამი სამხედრო გემი პოლიტბომბ ნენსი პელოსის ვიზიტისას  ტაივანის სანაპიროებთან იმყოფებოდა.

ნენსი პელოსის ვიზიტის წინ ოფიციალურმა ჩინეთმა, რომელიც მკაცრად იცავსერთი ჩინეთისკონცეფციას, უმკაცრესი განცხადება გააკეთა, რომყველაფერს იღონებს, რათა არ დაუშვას აშშის იერარქიაში მესამე თანამდებობის პირის ეს პროვოკაციული ვიზიტი კუნძულზე, რომელიც ჩინეთის განუყოფელი ნაწილია“. ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ოფიციალურ საიტზე კი გაჩნდა წარწერა  “ემზადეთ ომისთვის!”

სანამ გადაწყვეტით გამოცხადდებოდა ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ, ჩინეთისა და აშშ-ის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ძნელი მისახვედრი არ   უნდა იყოს, რომ ამ საუბრის უდიდესი ნაწილი სწორედ ტაივანის თემას ეხებოდა და არა, თუნდაც, უკრაინის საკითხს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩინეთის ლიდერს შემოდგომაზე პარტიის უმნიშვნელოვანესი ყრილობა აქვს ჩასატარებელი, რომელზეც მისი მესამე ვადით არჩევის საკითხი უნდა გადაწყდეს. აშშის ეს თავხედური გამოხდომა სი ძინპინის ავტორიტეტისთვის ცეცხლის გახსნას ნიშნავს, რომელმაც მას გზა უნდა გადაუკეტოს ახალი ვადით არჩევისკენ. აი, რა არის ნამდვილი მიზანი ამერიკული პოლიტბომბის ვიზიტისა კუნძულზე. ამ ვიზიტის უფრო ზოგადი მიზანი კი, სი ძინპინის რეპუტაციასთან ერთად, ჩინეთის, როგორც სახელმწიფოს, საერთაშორისო რენომეს დაზიანებაცაა. მიუხედავად ამ მასშტაბის დაძაბულობისა და მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნებით გამოწვეული სპეციფიკური ვითარება შეიქმნა, ნენსი პელოსის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორმოცკაციანი დელეგაცია იმყოფებოდა, 2 აგვისტოს ტაიბეის აეროპორტში დაეშვა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ხატოვნად თუ ვიტყვით, ორივე სახელმწიფოს ხელი რევოლვერისკენ გაექცა, მაგრამ აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იმ მასშტაბისაა, რომ ბუდიდან უკვე ამოწეული რევოლვერები უკან  ჩააბრუნეს, თუმცა აშშში პოლიტიკური შეშლილობის მასშტაბი სე დიდია და ამ აშკარად პროვოკაციული ვიზიტით ჩინეთიც სე შეურაცხყოფილია, რომ მათ შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა გარდაუვალია.

ჯერჯერობით რაც გააკეთა ჩინეთის მთავრობამ, არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს აშშ-ის ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში _ ნიკოლას ბერნსი, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფომ გამოუცხადა მკაცრი პროტესტი “მსხვილი პოლიტიკური პროვოკაციის გამო”. ისინი დაჰპირდნენ ამერიკელებს, რომ შეუვალად დაიცავენ ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: ჩინეთი მტკიცედ იცავს თავდაცვისუნარიანობის მშვიდობიანი განვითარების პრინციპს და არავითარ შემთხვევაში პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს“. ეს მშვიდობიანი განცხადებაც კი ნათლად მეტყველებს იმაზე, რა სახის და რა მასშტაბისაა დაძაბულობა ამ ზესახელმწიფოებს შორის. გაეროში კი გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  – სტეფან დიუჟარიკმა  განაცხადა, რომ “ორგანიზაცია ხელმძღვანელობს “ერთი ჩინეთის” პრინციპით. გაეროს პოლტიკა ამ საკითხის მიმართ შემდეგია: ჩვენ ვხელმძღვანელობთ  1971 წლის “გა 2758″ რეზოლუციით, რომლის მიხედვით გაეროს გენერალური ასამბლეა აღიარებს, რომ ჩინეთის წარმომადგენლობა არის ამ სახელმწიფოს ერთადერთი კანონიერი წარმომადგენლობა გაეროში, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის”.

აშშის ამ თავხედური პროვოკაციის ძირითადი შეფასებები ასეთია:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს კანცელარიის ოფიციალური წარმომადგენელ მა სიაოგუანის განცხადებით, აშშ და ტაივანის მმართველი (“დემოკრატიულ-პროგრესული”) პარტია მოგვევლინენ რეგიონში მშვიდობის მნგრეველებად. “აშშ-მა გააძლიერა ძალისხმევა ტაივანის კარტის გასათამაშებლად და ცეცხლზე ნავთს ასხამს ამ გზით ჩინეთის შესაკავებლად”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეფასებით კი, “ეს ასახავს აშშ-ის იმ ხაზს, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის სიტუაციაზე. ესაა მცდელობა იმისა, რომ ყველას დაუმტკიცონ მათი დაუსჯელობა და ყველაფრის ნებადართულობა – “что хочу, то и ворочу”.

ბუნებრივია, რომ, როგორც ოფიციალური პეკინის, ასევე ოფიციალური მოსკოვის შეფასებები სწორია, მაგრამ, ჩემი აზრით, ამომწურავი არ არის. ის, რასაც აშშ მსოფლიოს, პირველ რიგში კი, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ აკეთებს, უწინარეს ყოვლისა, ბოლო სტადიაში გადასული საკუთარი სისტემური კრიზისის გამოვლენა და ამ კრიზისის გადაფარვის მცდელობაა. ესაა სასიკვდილო აგონიაში მყოფი მსოფლიო უფრჩხულის ბორგვა და კრუნჩხვა, ომლითაც იგი უცილობელი აღსასრულის გადავადებას ცდილობს, მაგრამ უფრო და უფრო აჩქარებს მას.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here