Home ახალი ამბები მსოფლიო ნებენზიამ დანია, გერმანია და შვედეთი დაადანაშაულა „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქების გამოძიებისას „კვალის დაფარვაში“

ნებენზიამ დანია, გერმანია და შვედეთი დაადანაშაულა „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქების გამოძიებისას „კვალის დაფარვაში“

151
ნებენზიამ დანია, გერმანია და შვედეთი დაადანაშაულა „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქების გამოძიებისას „კვალის დაფარვაში“

დანია, გერმანია და შვედეთი „კვალს ფარავენ“ და „იცავენ“ შეერთებულ შტატებს „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქების გამოძიებისას, – განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი აზრით, დივერსიის მოტივი, დამნაშავე და მეთოდი „ეჭვს არ იწვევს“. შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ იყო ჩართული დივერსიაში, ჩინელმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები საკმარისი არ არის.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია ჟურნალისტ სეიმურ ჰერშის მიერ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქების გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. ავტორის თქმით, ამის უკან აშშ დგას. ვაშინგტონი ამას უარყოფს.

„ეს გამოძიებები, რომლებსაც სკანდინავიის სახელმწიფოები და გერმანია ატარებენ, არა მხოლოდ არაა გამჭვირვალე, არამედ, როგორც უკვე აშკარაა, მხოლოდ კვალის დაფარვას და უფროსი ამერიკელი ძმის დაცვას ისახავს მიზნად. მათი ნახვის უფლებას არ გვაძლევენ, ჩვენს ყველა მოთხოვნას ამპარტავნულად უგულებელყოფენ“, – განაცხადა ბ-ნმა ნებენზიამ. შეხვედრა გაეროს ვებსაიტზე გადაიცემოდა.

რუსი დიპლომატი მიიჩნევს, რომ დივერსიაზე პასუხისმგებლებმა უნდა აანაზღაურონ ზიანი. მისი აზრით, თუ „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლები არ იქნებიან გამოვლენილნი და დასჯილნი, მაშინ მსოფლიო შეიძლება შევიდეს ეპოქაში, როდესაც „ქვეყნებსშორისი და ტრანსკონტინენტური კომუნიკაციები ლეგიტიმური სამიზნე გახდება გარკვეული სახელმწიფოების დასუსტებისკენ მიმართული ოპერაციებისთვის, — ქაოსისა და მთელი კაცობრიობისთვის წარმოუდგენელი ზიანის ეპოქაში“.

გარდა ამისა, ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა პულიცერის პრემიის ლაურეატი სეიმურ ჰერში. „მისი წინა პროფესიული გამოცდილება და უნაკლო ჟურნალისტური რეპუტაცია ეჭვს არ იწვევს, რომ ამერიკელი ჟურნალისტი სიმართლეს ამბობს“, – დასძინა დიპლომატმა.

გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩჟან ცზიუნმა შეხვედრაზე მხარი დაუჭირა გაეროს ეგიდით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. პეკინის თქმით, დივერსია ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეეხო. ჩინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ გამოძიების გარეშე „არასწორი სიგნალი ეგზავნება მათ, ვისაც აქვს განზრახვა განახორციელოს დივერსია“. „ისინი იფიქრებენ, რომ შეძლებენ თავის დაღწევას”, – განაცხადა ჩჟან ცზიუნმა. „უბრალო განცხადება, რომ ეს არის სრული სიცრუე და სრული ფიქცია, აშკარად არ არის საკმარისი პასუხის გასაცემად ბევრ კითხვასა და შეშფოთებაზე, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში“, – დასძინა მან.

ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ როზმარი დიკარლომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციას არ შეუძლია ჩაატაროს საკუთარი გამოძიება. მან მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

„ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე აფეთქებები 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დივერსიაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here