Home ახალი ამბები მსოფლიო Navy Times: აშშ-ის მეზღვაურებმა თავიანთ ხომალდს მცურავი საპყრობილე უწოდეს

Navy Times: აშშ-ის მეზღვაურებმა თავიანთ ხომალდს მცურავი საპყრობილე უწოდეს

834
ხომალდი

ამერიკელმა მეზღვაურებმა, რომლებიც კრეისერშაილოზემსახურობენ, ანონიმური გამოკითხვისას თავიანთ ხომალდსმცურავი საპყრობილეუწოდეს  და დაასახელეს ფაქტორები, რომლებიც მკვეთრად ამცირებს საბრძოლო ამოცანების შესრულების მოტივაციას.

კერძოდ, ეს არის მეთაურებთან ურთიერთობის პრობლემები, ასევე, თვითმკვლელობაზე ფიქრი, გამოფიტვა და სასოწარკვეთა. მათ, ასევე, აწუხებთ გემის გადარჩენის საკითხი შეტაკების შემთხვევაში.

გამოცემა აქვეყნებს გამოკვლევის შედეგებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ხელმძღვანელობა იძულებულია, აღიაროს მეზღვაურების სამუშაოთი გადატვირთვა და მათი მოუმზადებლობა, რაც გიჟური ტემპით არის გამოწვეული. “ეს ძალიან ჰგავს რბოლას, რომელშიც უნდა გაირკვეს, ვინ გატყდება პირველი _ გემი თუ ეკიპაჟი”, _ განაცხადა ერთმა სამხედრო მოსამსახურემ.

“ვლოცულობ, რომ არასოდეს გახდეს საჭირო ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ჩამოგდება, _ თქვა ერთმა მეზღვაურმა, _ რადგან მაშინ ჩვენი არაეფექტიანობა სრულად გაცხადდება”.

“მხოლოდ დროის საკითხია, რაღაც უბედურება თავს რომ დაგვატყდეს”, _ შეწუხებულია ეკიპაჟის სხვა წევრი.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში არსებულ პრობლემებს ყურადღება  მას შემდეგ მიაქციეს, რაც მოხდა ორი შეჯახება საესკადრო ნაღმოსნების: “ფიცჯერალდისა” და “ჯონ მაკეინის” მონაწილეობით. შედეგად 17 მეზღვაური დაიღუპა. “შაილოც” იმ ჯგუფში შედის, სადაც აღნიშნული ნაღმოსნები არიან გაერთიანებულნი. შესაბამისი ქვედანაყოფიდან ამასწინათ რამდენიმე ადმირალი დაითხოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here