Home ახალი ამბები მსოფლიო ნატოს თვითმფრინავები და დრონები შავი ზღვის თავზე ფრენენ და ხერსონის ოლქზე უკრაინის...

ნატოს თვითმფრინავები და დრონები შავი ზღვის თავზე ფრენენ და ხერსონის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებს კოორდინაციას უწევენ

133

ხერსონის მიმართულებით უკრაინელების შეიარაღებული ძალების შეტევებს კოორდინაციას უწევს აშშისა და  ნატოს ავიაცია, _ იუწყება avia.pro.

უკრაინელი სამხედროების გამუდმებული მცდელობა, როგორმე დაიწყონ შეტევა ხერსონის მიმართულებით, მთლიანად კოორდინირებულია აშშისა და ნატოს ძალების მიერ. ამაზე მიუთითებს სადაზვერვო დრონებისა და თვითმფრინავების, პრაქტიკულად, მუდმივად ყოფნა შავი ზღვის თავზე და რუმინეთის საჰაერო სივრცეში. ეს მათ საშუალებას აძლევს, მართონ უკრაინის სამხედრო ძალები და აკონტროლონ რუსეთის ავიაციის გამოჩენა.

პირველ დღეს, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ, დაეწყოთ შეტევა ხერსონის ოლქზე, ნატოს უპილოტო საფრენი აპარატები და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავები, პრაქტიკულად, სულ ჰაერში იყვნენ. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი განმეორდა. ეს მოწმობს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კოორდინაციას უწევს აშშ-ისა და ნატოს დაზვერვები. მათ საშუალება აქვთ, მონაცემები პირდაპირ ეთერში მიიღონ.

სპეციალისტთა აზრით, ნატოს თვითმფრინავების წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალება იქნება რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენება, მაგრამ იმ ფონზე, რომ უკრაინას რადიოსალოკაციო საშუალების საწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, ეს დამატებით საფრთხეს შექმნის.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/samolyoty-i-drony-nato-nahodyatsya-nad-chyornym-morem-i-koordiniruyut-ataku-vsu-na-hersonskuyu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here