Home ახალი ამბები საქართველო ინაშვილი სააკაშვილზე: ეს მართლა აგენტი, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც

ინაშვილი სააკაშვილზე: ეს მართლა აგენტი, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც

979

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ეხმიანება, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას რუსეთის აგენტს უწოდებს და სამომავლო თანამშრომლობას გამორიცხავს როგორც მასთან, ასევე პარტია “პატრიოტთა ალიანსთან”

“სამწუხარო” ამბავი შეატყობინეს. თურმე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა ირმა ინაშვილისა. დღეს რა მეწყინებოდა, ამაზე ვფიქრობდი და აი, “მეწყინა”

თვითონ სტუდენტობიდან საბჭოთა КГБ- ს მიერ “დავერბოვკებული” , ლუბიანკას ოქროს აგენტი- სააკაშვილი რომ რუსეთის აგენტად მოგიხსენიებს და შენთან თანამშრომლობას გამორიცხავს, სუპერ- კომედიაა.

ეს ორმაგი, მართლა აგენტი, ყველგან რუსულ საქმეს აკეთებდა, საქართველოშიც და უკრაინაშიც, რომლის ნახევარი სწორედ რუსებს ჩააბარა. მე თუ რუსეთთან დიალოგზე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და ვმოქმედებ იმისათვის, რომ კრემლისთვის სააკაშვილის მიერ ჩაბარებული ქართული მიწების 22%-ი როგორმე დავიბრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე გავამთლიანოთ და ახალი ტერიტორიები არ დავკარგოთ.

Мишка Саакашвили, წადი, შე გენეტიკურად და მემკვიდრეობით რუსეთის აგენტო, შენს 0,1%-იან იმიჯს მიხედე, ვიდრე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა გადმოგიბარებს”,– პასუხობს ირმა ინაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here