Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა, აკრძალავს იმ ადამიანების თარეშს,...

ნანა კაკაბაძე: კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა, აკრძალავს იმ ადამიანების თარეშს, რომლებიც ფულის გამო მომავალ თაობებს ღუპავენ 

“გარყვნილების პროპაგანდის უკან ერების გამრავლების შეფერხებისა და შეწყვეტის გლობალური პროექტი დგას. ამ ყველაფერს გლობალური მმართველები ხელმძღვანელობენ, თანაც ყველაზე ბინძური მეთოდებით”

216

ქართულმა ოცნებამლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კონსერვატიულმა მოძრაობაალტინფომჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში შეიმუშავა ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ იმხანად ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას როგორც სამართლებრივი, ისე პრაგმატული არგუმენტებიდან გამომდინარე.

ამჟამად უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს: “კანონს გარყვნილების აკრძალვის შესახებ მაინც მივიღებთ, რუსული კი არა, სულ საბჭოთა რომ უძახონ”.

რა შეიცვალა, რატომ გადაწყვიტეს საარჩევნო წელს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ანტიდისკრიმინაციული კანონის ავტორებმაამ თემაზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე:

_ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი მიმართულია გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც გაუკუღმართებული, გარყვნილი ადამიანები ეწევიან საქართველოში. ეს არის ადამიანების გამრავლების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა, რომელიც მიუღებელია.

სიყვარულსა და ურთიერთობას არავინ უშლის ადამიანებს საკუთარ სახლში, მაგრამ საჭირო არ არის იმ სიბინძურის ქუჩაში გამოტანა, რომელსაც შინ სჩადიან. ქართული პოლიტიკა ყოველთვის კავშირშია მსოფლიო პოლიტიკასთან. გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის ტენდენცია ამერიკაშიც დაიწყო. ზოგიერთ შტატში მოახერხეს ლგბტ პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მაგალითად, ტეხასის შტატში ვეღარ დაფინანსდება სქესის გადაკეთების ოპერაციები. ასე მოიქცა რამდენიმე შტატი და სწორედ ამას აუბეს ფეხი საქართველოში. დღეს შესაძლებელია, რომ პატარა საქართველომაც გაუწიოს წინააღმდეგობა გარყვნილების პროპაგანდას. დიახ, ეს არის მიზეზი, თორემ რამდენიმე წლის წინათ ძალდატანებით მიგვაღებინეს ანტიდისკრიმინაციული კანონი; მეტიც _ გადაირივნენ, კონსტიტუციაში როგორ ჩაწერეთ ოჯახი ქალისა და კაცის ერთობააო.

მსოფლიო იცვლება, წელს 84 სახელმწიფოში არჩევნები უნდა გაიმართოს და იმედია, ყველგან თუ არა, უმრავლეს ქვეყანაში ლგბტ მთავრობა კონსერვატიულით შეიცვლება.

_ კანონპროექტს თუ გაეცანით? საზოგადოების გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ გარყვნილების პროპაგანდისთვის სასჯელი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ფულადი ჯარიმა, რომლის გადახდასაც მარტივად შეძლებენ და საქმიანობას კვლავ განაგრძობენ

_ კანონპროექტი არ გასაჯაროვებულა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკითხი საჯარო განხილვის თემად უნდა იქცეს, რადგან გარყვნილების პროპაგანდა ეხება ყველას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მრწამსს, მართლმადიდებლობას, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაც ვიღაცასთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს, ეს გაცილებით დიდი სიბინძურეა, ამიტომ კანონპროექტი სახალხოდ უნდა განვიხილოთ. კიდევ ვიმეორებ: ეს გვეხება ყველას, ეს ჩვენი ერის გადაგვარებას ეხება, გამრავლებას, იდენტობას ეხება, ლგბტ პროპაგანდა უფლის უარყოფას ნიშნავს. გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგნი თვითონ ლგბტ თემის რიგებშიც არიან, რადგან ზოგიერთი მართლაც ნაკლით, პათოლოგიით დაიბადა, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობს. ის, ვინც გარყვნილების პროპაგანდას ეწევა, არის ბინძური და ამას ფულისთვის აკეთებს, დაკვეთას ასრულებს. თანდაყოლილი ნაკლით ვინც არიან, ამბობენ, ჩვენზე ფულს აკეთებენ პროპაგანდისტებიო. მათ არ მოსწონთ ის, რაც ხდება.

_ პათოლოგიით დაიბადა, მაგალითად, კესო (ბესო) აბრამიძეც, მაგრამ სატელევიზიო ეთერში არ ერიდება პროპაგანდას, ათას სიბინძურეს ამბობს

_ არანორმალურია ეს საქციელი. ტელევიზიაში მისი გამოსვლები კი უნდა აიკრძალოს. ტელეეთერში ამ თემაზე არ უნდა ისაუბრონ.

გარყვნილების პროპაგანდის უკან ერების გამრავლების შეფერხებისა და შეწყვეტის გლობალური პროექტი დგას. ამ ყველაფერს გლობალური მმართველები ხელმძღვანელობენ, თანაც ყველაზე ბინძური მეთოდებით, რაც საშიშია. ფული ყველაფერს აკეთებინებს ადამიანს, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყნებში კი არა, უფრო დიდ და მდიდარ ქვეყნებშიც კი, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს. დამკვეთიც ბინძურია და შემსრულებელიც. ხშირად პროპაგანდისტები სულაც არ არიან მამათმავლები, მაგრამ ფულის გამო სჩადიან ათასგვარ სიბინძურეს. ეს უნდა აიკრძალოს,  ავადმყოფი ადამიანებით სარგებლობა უნდა აიკრძალოს.

არავინ არავის შეუვარდება ოჯახში, ლოგინში, უბრალოდ, ამაზე საჯარო სივრცეში საუბარი უნდა აიკრძალოს. კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა, აკრძალავს იმ ადამიანების თარეშს, რომლებიც ფულის გამო მომავალ თაობებს ღუპავენ. არავინ ამბობს, რომ ქვეყანაში სექსი არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ არ უნდა ისაუბრონ, მით უმეტეს ამ თემაზე ტელეეთერში საუბარი უნდა აიკრძალოს.

_ სახალხო დამცველი შიშობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით შეიძლება ადამიანის კონსტიტუციური უფლება დაირღვეს. რას გულისხმობს, რატომ უნდა დაირღვეს ამით ადამიანის უფლება?

_ სახალხო დამცველი, ალბათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას გულისხმობს… მთავარია, არავინ არავის შეუვარდეს ოჯახში და საძინებელში. მაშინვე უნდა ამოიშანთოს მსგავსი რამ, როგორც კი გასაჯაროვდება, როგორც კი ტელეეთერში დაიწყებენ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე ლაპარაკს, მაშინვე უნდა ამოქმედდეს შესაბამისი სასჯელი. პირად ცხოვრებას არავინ შეეხება, საჯაროს შეეხებიან, პროპაგანდას შეეხებიან და დასჯიან. იმედია, ასე იქნება. არ არის საჭირო ტელეეთერში იმაზე საუბარი, ვინ ვისთან წევს და ცხოვრობს, ეს არავის აინტერესებს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here