Home ახალი ამბები მსოფლიო მუსლიმი თეოლოგები მოსკოვში საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბნენ

მუსლიმი თეოლოგები მოსკოვში საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბნენ

71
მუსლიმი თეოლოგები მოსკოვში საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბნენ

ათობით მუსულმანური ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ საერთაშორისო მუსულმანურ ფორუმზე, რომელიც მოსკოვში ტარდება, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სულიერი მართვის თავმჯდომარის მოადგილემ რუშან აბასოვმა.

„არაბულ-მუსლიმური სამყაროს ათობით ქვეყნის დელეგაციები ჩამოვიდნენ რუსეთის დედაქალაქში მუსლიმთა ფორუმზე“, – განუცხადა მან „რია ნოვოსტის“. „ესენი არიან სულიერი ლიდერები, თეოლოგები, მეცნიერები ეგვიპტიდან, ირანიდან, თურქეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის მთავარი თემაა „სამართლიანობა და ზომიერება: მსოფლიო წესრიგის ღვთაებრივი პრინციპები“.

აბიასოვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორუმის ჩატარება ეძღვნება წინასწარმეტყველ მუჰამედის ჰიჯრას (მიგრაცია მედინაში) 1400 წლისთავს და ვოლგის ბულგარეთის ხალხების მიერ ისლამის ოფიციალური მიღების 1100 წლისთავს.

„რელიგიური სამიტის მონაწილეები არიან არა მხოლოდ რელიგიური ლიდერები, არამედ ჩვენი ქვეყნის, ინდოეთის, ერაყის, ყატარის, პაკისტანის, საუდის არაბეთის და სხვა სახელმწიფოების აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები“, – განაცხადა აბიასოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here