Home ახალი ამბები მსოფლიო მოსკოვმა, თეირანმა, აშხაბადმა და დოჰამ შესაძლოა გაზის OPEC შექმნან

მოსკოვმა, თეირანმა, აშხაბადმა და დოჰამ შესაძლოა გაზის OPEC შექმნან

116
მოსკოვმა, თეირანმა, აშხაბადმა და დოჰამ შესაძლოა გაზის OPEC შექმნან

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე ეკონომიკის სფეროში არის რუსეთ-ირანის გაზის ჰაბის შექმნის პროექტი, რომელსაც შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. რა შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ენერგეტიკულ სექტორში მოსკოვისა და თეირანის ალიანსმა?

ჰაბი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუდჯიმ განაცხადა, რომ ირანში გაზის ჰაბის შექმნის პროექტი სერიოზულად განიხილება.

ჩვენ გვაქვს გაზის სიდიდით მეორე მარაგი მსოფლიოში და რუსეთთან, კატართან და თურქმენეთთან თანამშრომლობით ვგეგმავთ ესელუიაში გაზის ჰაბის შექმნას“.

რუსეთს მსოფლიოში ლურჯი საწვავის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, კატარი კი, ამ კუთხით, მესამე ადგილზეა. თურქმენეთი ამ რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ერთი შეხედვით, გაზის პერსპექტიული ალიანსის რესურსების მთლიანი სიმძლავრე ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა, მაშინვე ჩნდება წმინდა პრაქტიკული ხასიათის კითხვები, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. როგორ მოხერხდება რუსული, თურქმენული და, მით უმეტეს, კატარის გაზის რეალიზაცია ირანის ჰაბის გავლით?

თუ რატომ სჭირდება მოსკოვს გაზის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, სრულიად გასაგებია. ევროპული მიმართულებით „გაზპრომის“ ზარალი კოლოსალურია და შესაძლოა მალე შეუქცევადი გახდეს, თუკი პროამერიკული გეოპოლიტიკური პროექტი „სამი ზღვა“ სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წარმატებით განხორციელდება. თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პერსპექტივები ასევე საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან უკრაინის გვერდის ავლით შავი ზღვის ქვეშ გამავალი მილსადენები ადვილი სამიზნე იქნება კიევის რეჟიმის ტერორისტებისთვის. ჩინეთის სახით აღმოსავლეთისკენ შებრუნება ასევე ადვილი არ არის, რადგან პეკინი არ ჩქარობს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას „ციმბირის ძალა-2“-ის მშენებლობაზე, აშკარად იმ იმედით, რომ გაზის ფასებზე მიიღებს მაქსიმალურ ფასდაკლებას.

თურქმენეთთან დაკავშირებითაც ყველაფერი ნათელია: სხვა ქვეყნების მიერ ყველა მხრიდან შებოჭილი და მოსკოვსა და პეკინზე დამოკიდებული, აშხაბადი დიდი ხანია ოცნებობს ჰქონდეს წვდომა გაზის სხვა ბაზრებზე. ეს არის პერსპექტიული ტრანსკასპიური გაზსადენი, რომელსაც შეუძლია თურქმენული გაზი ევროპაში გაიტანოს რუსეთის გვერდის ავლით და არანაკლებ პერსპექტიული TAPI-ს გაზსადენი, რომელიც გადის ინდოეთში ავღანეთისა და პაკისტანის გავლით. თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო, მათი განხორციელება მუდმივად ჭიანურდება. „გაზპრომი“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა თურქმენული გაზის ევროპაში დაშვებას, ხოლო TAPI-ს გზაზე არასტაბილური ავღანეთი და პაკისტანია, რომლებთანაც ინდოეთს ისტორიულად ძალიან რთული ურთიერთობა აქვს.

და აქ ჩვენ ვუბრუნდებით კითხვას, თუ როგორ უნდა მოხვდეს რუსული და თურქმენული გაზი აქტიურად მზარდ ინდოეთის ბაზარზე. სავსებით აშკარაა, რომ რუსეთიდან ირანამდე კიდევ ერთი მილსადენი უნდა აშენდეს, რომელთანაც, სავარაუდოდ, თურქმენეთიდან განშტოების ხაზი დაუკავშირდება. გარდა ამისა, შესაძლებელია ორი ვარიანტი – მაგისტრალური გაზსადენის გაყვანა ირანიდან ინდოეთში პაკისტანის გავლით ან თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის აშენება ირანის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც გაზი გათხევადდება და საზღვაო გზით გავა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე. პირველ შემთხვევაში, გეოპოლიტიკური რისკები რჩება პაკისტანში, როგორც სატრანზიტო ქვეყანაში. მეორე სქემა უფრო სასურველია, თუმცა აქაც არის სერიოზული სანქციების რისკები, ვინაიდან კოლექტიური დასავლეთი აშკარად არ აპირებს თეირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების მოხსნას.

თუ საკითხს რუსეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინების კუთხით შევხედავთ, მაშინ ჩნდება კიდევ ერთი სამართლიანი კითხვა, ღირს კი ირანთან საქმის დაჭერა, როგორც გაზის ჰაბთან, ისე თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავ ქვეყანასთან, თუკი გაცილებით რაციონალურია ჩადოს ინვესტიცია თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნების მშენებლობაში რუსეთის ჩრდილოეთით და ტენკერებში, რათა ლურჯი საწვავის ექსპორტი განხორციელდეს ყოველგვარი შუამავალის გარეშე? ასევე ისმის კითხვა, რატომ უნდა მონაწილეობდეს კატარი გაზის ამ ალიანსში, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს და ტანკერებით ყიდის თხევად ბუნებრივ აირს?

გაზის OPEC?

ამ კითხვებზე პასუხების ძიებას მივყავართ დასკვნამდე, რომ არადასავლური სამყაროს ენერგეტიკული ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა გააცნობიერეს მათი საერთო ინტერესების დაცვის რეალური მექანიზმის შექმნის აუცილებლობა. გაზის OPEC-ზე საუბარი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს: პირველად ეს თემა პრეზიდენტმა პუტინმა 2002 წელს წამოჭრა, მაგრამ თურქმენმა კოლეგამ მხარი არ დაუჭირა. შემდეგ ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა 2005 და 2007 წლებში, როდესაც თეირანმა ოფიციალურად შესთავაზა მოსკოვს გაზის კარტელის შექმნა.

კარტელის იდეა ყოველ ჯერზე ინგრეოდა ბუნებრივი აირის ძლიერი მომხმარებლებისა და მათი ლობისტების წინააღმდეგობის გამო, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ლურჯი საწვავის ბაზარი არ შეიძლება დარეგულირდეს ისე, როგორც ნავთობის. აი, როგორ გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი გერმან გრეფი „გაზის OPEC“-ის იდეას:

არ მესმის, საერთოდ რატომ სჭირდება რუსეთს გაზის კარტელის შექმნა. მე ამაში აზრს ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რომ ირანი სერიოზული გარე ზეწოლის ქვეშ იმყოფება. რუსეთს არ სჭირდება არავისთან კოორდინირება გაზის მოპოვებისა და მიწოდების კუთხით, ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ მოთხოვნას“.

და რა შეიცვალა ახლა? ბევრი რამ. ერთის მხრივ, რუსეთი, ფაქტიურად, გააძევეს ევროპის გაზის ბაზრიდან. მეორე მხრივ, ენერგეტიკის სექტორში „დასავლელი პარტნიორების“ მიერ ჩადენილი აშკარა უკანონობა არც სხვა მოთამაშეებს მოეწონათ. კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში, კატარის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა და ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, საად ალ-ქააბიმ ტელეარხ Bloomberg-თან ინტერვიუში ძალიან ხისტად ისაუბრა ნახშირწყალბადის ნედლეულის ფასის ზღვრის იძულებით შემოღებაზე:

ნახშირწყალბადებზე ზღვრული ფასების დაწესება გაანადგურებს ბაზარს და ფასების შეზღუდვით თქვენ შეაშინებთ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ბაზარზე. თუ მე, როგორც ინვესტორი, ათი მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩავდებ გაზის რაიმე პროექტში, ველოდები, რომ ჩემი მოგება იქნება 9-10%, დადგენილ 40-50$-ზე დაყრდნობით, თუ მომდევნო მთავრობა გადაწყვეტს მის შემცირებას, რა უნდა ვქნა?

თავისუფალი ბაზარი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია და თუ თქვენ აპირებთ ბაზრის კონტროლს, ეწინააღმდეგებით ყველა ანტიმონოპოლიურ კანონს, რომლის დაწესებასაც თავად ევროპელები ცდილობდნენ გამყიდველებისთვის და მყიდველებისთვის.  ახლა კი ისინი თავად აკეთებენ საპირისპიროს. ეს ძალიან თვალთმაქცური გადაწყვეტილებაა“.

ახლა, როგორც ჩანს, მოსკოვმაც და დოჰამაც უკვე „იწვნიეს“ თავისუფალი ბაზარი და მომწიფდნენ შექმნან ნამდვილი კარტელი თეირანსა და აშხაბადთან ერთად, რომელიც მკაცრად დაიცავს არადასავლელი ექსპორტიორების ინტერესებს გაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე.

სერგეი მარჟეცკი
წყარო: topcor.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here