Home ახალი ამბები მსოფლიო მიხეილ ხაზინი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ინახება საიარაღო გამდიდრებული პლუტონიუმი ან ურანი. მისი...

მიხეილ ხაზინი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ინახება საიარაღო გამდიდრებული პლუტონიუმი ან ურანი. მისი ჩვენება არ შეიძლება, რადგან გაჩნდება შეკითხვა _ ვინ შეიტანა ის იქ?

256

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება შეიძლება აიხსნას იმით, რომ სადგურის ტერიტორიაზე ინახება ისეთი რამ, რაც არავინ არ უნდა იხილოს. არის საფუძველი ვარაუდისა, რომშეიძლება ამის გამო მოკლეს დაშა დუგინა”, _ ამბობს ეკონომისტი, პუბლიცისტი მიხეილ ხაზინი, რომელსაც ინტერვიუ ჩამოართვა გამოცემა ukraina ru.

_ მიხეილ, ნახევარი წელი გავიდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან. მოდი, შევაჯამოთ ეკონომიკური შედეგები.

_ კარგად არ მესმის, რა შუაშია სპეციალური სამხედრო ოპერაცია ეკონომიკურ შედეგებთან. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ამ ოპერაციამდე დაიწყო. ამ საკითხზე დისკუსიაც კი გაიმართა აშშ-ის კონგრესში, როცა ფედერალური სარეზერვო ფონდის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ აშშ-ში მაღალი ინფლაცია დაკავშირებულია “სისხლიანი ტირანის”, პუტინის, გავლენასთან, პაუელმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაცია დაიწყო 2021 წლის სექტემბერში, ხოლო პუტინის გავლენა თავისი რესურსებით _ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, პრაქტიკულად, ექვსი თვის შემდეგ. ასე რომ, ეს ორი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა. ამჟამად ვითარება კარგი არ არის, კრიზისი გრძელდება, პროცესები მიმდინარეობს. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აშშ და დიდი ბრიტანეთი პროპაგანდისტულ სფეროში იყენებენ ევროკავშირის განსაკულაკებლად, რათა მასზე იბატონონ. ხელმძღვანელები (უწინარესად, აშშის) მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კარგი არ იქნება, თუ ისინი კრიზისის პირობებში ისევე კარგად იცხოვრებენ, როგორც ამერიკელები. ამ მიზეზით ევროპელები აიძულეს, ჩაბმულიყვნენ სანქციების ომში და შედეგებსაც ვხედავთ  ენერგომატარებლების ფასებზე, მოქალაქეების შემოსავლებზე და ა.შ., ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კრიზისის განვითარების პროცესი თანაბარზომიერი არ იქნება. ის ევროკავშირში უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე ამერიკაში, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს კრიზისს აშშში. რაც შეეხება რუსეთს, იქ არის ერთადერთი პრობლემა _ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, რუსეთის ეკონომიკის საინვესტიციო პროცესის აღდგენაზე გადავიდეთ. რუბლი აქამდე არ არის საინვესტიციო ვალუტა, ეს არის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შედეგი და ეს მავნე პრაქტიკა უნდა შეწყდეს.

_ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, ჯო ბაიდენმა ამ ქვეყანას უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გამოუყო _ თითქმის 3 მლრდ დოლარი. ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა?

_ გაუგებარია, ვინ არის ამ თანხის რეალური მიმღები, თუმცა ნაწილობრივ გასაგებია _ ეს არის აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.  ეს კითხვა სხვანაირადაც შეიძლება დაისვას _ ვინ არის ამ ფულით წარმოებული იარაღის მიმღები? როგორც ვიცით, ეს იარაღი ჩნდება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მუსლიმურ ტერორისტულ ორგანიზაციებში, ისეთებშიც, რომლებიც ისრაელის გარშემოც მოქმედებენ და მის შიგნითაც, რაც ისრაელს ძალიან აშფოთებს. რაც შეეხება საკითხს, ვინ უნდა გადაიხადოს, ვფიქრობ, არავინ, იმიტომ, რომ გადახდის სუბიექტი არ იქნება. ვფიქრობ, ეს თემა ერთი წლის ან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაიხურება.

_ გადავიდეთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. ვის აძლევს ხელს საერთაშორისო სკანდალი?

_ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ინახება ისეთი რამ, რისი საჯაროდ ჩვენებაც არ შეიძლება. ყველამ მეტ-ნაკლებად იცის, რომ იქ ინახება საიარაღო გამდიდრებული  პლუტონიუმი ან ურანი თურქეთისთვის, შეიძლება უკრაინისთვისაცშესაბამისად, მისი ჩვენება არ შეიძლება, რადგან გაჩნდება შეკითხვა _ ვინ შეიტანა ის იქ? ჯერჯერობით კი ის თითქოს არ არის. და ამ მიზეზით, ვიტყოდი, რომ ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის თემა. აშკარაა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან არ სურს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში საერთაშორისო დამკვირვებლის შესვლა, ჯერჯერობით კი შეიძლება ყველაფერი ბოროტ რუსეთს დააბრალონ.

ისეთი განცდა მაქვს, რომ დაირღვა შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ეს ჰიპოთეზაა, მაგრამ გავიმეორებ: ეს შეთანხმება პირველად არ დაურღვევიათ. ვინც ეს გააკეთა, საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ პროცესი დიდხანს დაამუხრუჭოს. შემდეგ კი იწყება საუბრები. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ურანი თუ პლუტონიუმი ეკუთვნის საფრანგეთს და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი სპეკულაციებია. რეალურად ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ იმის საჯაროდ ჩვენება, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურშია, არ შეიძლება.

უფრო მეტიც, თეორიულად ჩვენ შეგვიძლია მისი ევაკუაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში რამის დამტკიცება შეუძლებელი იქნება, იმიტომ, რომ ყველა ბრალდებული მყისვე იტყვის, რომ ეს რუსეთის მიერ მოწყობილი ბოროტი პროვოკაციაა და ეს ყველაფერი იქ არ დაუმზადებიათ, ამიტომ ის იქამდე უნდა იყოს იქ, სანამ არ ჩავლენ საერთაშორისო დამკვირვებლები. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ან დამკვირვებლები არ ჩავიდნენ, ან მათ ჩასვლამდე იმან, რაც ატომურ ელექტროსადგურში ინახება, მიიღოს ისეთი სახე, რომ მისი ჩვენება შეუძლებელი იყოს.

_ შევლენ თუ არა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები?

_ რთული სათქმელია. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა შევიდნენ; სხვების აზრით, “არავითან შემთხვევაში”. მათ, ჩვენგან განსხვავებით, იციან, რაზეა ლაპარაკი. შემდეგ იწყება თავისებური სპეკულაციები, საკმაოდ სერიოზული სპეკულაციები, რადგანაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ დაშა დუგინამ რაღაც ამოქექა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს ყველაფერი უნდა გამოემზეურებინა და ამიტომ მოკლეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ჰიპოთეზაა, მაგრამ მსგავსი ჰიპოთეზა ბევრია. მე არ ვარ ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტი, არც საერთაშორისო პოლიტიკის, მაგრამ ვარ სახელმწიფო  მართვის სპეციალისტი და ვხვდები, რომ იქ რაღაც არის. ერთ მხარეს ძალიან სურს, ეს რაღაც აჩვენოს მსოფლიო საზოგადოებრიობას, მეორეს _ პირიქით, სურს, რომ მსოფლიომ ეს არასოდეს იხილოს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

_ ეკონომიკურ თემებს დავუბრუნდეთ. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია _ 1 კუბ 3300 დოლარი ღირს. როგორი იქნება ფასი წლის ბოლოს, როგორ გადაიტანს ევროპა ცივ პერიოდს?

_ თქვენ გინდათ, აღვწერო ევროკავშირის ხელისუფალთა იდიოტიზმის ყველა ვარიანტი? ამისთვის ფანტაზია არ მეყოფა. რამდენიმე წლის წინათ, როდესაც მათ გადაწყვიტეს, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტებიდან სპოტურ ბაზარზე გადასულიყვნენ, უფროსმა და სერიოზულმა ბიძიებმა აუხნეს: “ბიჭებო, ფასები მოიმატებს”. მათ უპასუხეს: “არა, არა, სპოტური ბაზრის ფასები ხომ დაბალია, ის კიდევ შემცირდება”. მათ ეუბნებოდნენ რომ ფასები მოიმატებდა და ფასებმა მოიმატა.

ამჟამად, მათ თვითონ…  ვფიქრობ, ოკეანისგაღმელი პარტნიორების კარნახით, თქვეს უარი რუსულ ბუნებრივ აირზე. თანაც შექმნეს წარმოუდგენელი სირთულეები. “ჩრდილოეთის ნაკადი” იყენებს “სიმენსის” ტურბინებს, მაგრამ “სიმენსის” ტურბინების გამოყენება შეუძლებელია ჩარჩოებში იმ წესებისა, რომლებიც თვითონ დაადგინეს, ლეგალურად გარემონტდეს დასავლეთში. ისინი ეუბნებიან: ბიჭებო, არალეგალურად გაარემონტეთ, აი, ჩვენ ახლავე გაგირემონტებთ, თქვენ კი დააყენეთ.

ჩვენები მათ ეუბნებიან, პირობითად: შემდეგ პრეტენზიები რომ არ წამოგიყენოთ, ჩვენ გვჭირდება, თქვენმა სადაზღვევო კომპანიებმა ეს ყველაფერი დააზღვიონ. ამისთვის საჭიროა დოკუმენტების პაკეტი. თუ თქვენ გვერდს უვლით თქვენივე წესებს, კეთილი ინებეთ და წარმოგვიდგინეთ დოკუმენტების პაკეტი და ამ დოკუმენტების საფუძველზე თქვენმა სადაზღვევო კომპანიებმა გასცენ დაზღვევა. გვიპასუხეს: არა ჩვენ არ შეგვიძლია _ დოკუმენტები არ არის. დაზღვევა არ არის.

ბიჭებო, მაშინ არაფერი არ იმუშავებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ დამნაშავე, თუ კონტრაქტის პირობები არ შესრულდება. არის “ჩრდილოეთის ნაკადი – 2”, მასზე დაყენებულია რუსული ტურბინები. მოდი, იმავე მოცულობის ბუნებრივ აირს, რამდენსაც გაწვდიდით “ჩრდილოეთის ნაკადიდან”, მოგაწვდით “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მილსადენით. ისინი ამბობენ: “არა, ეს შეუძლებელია!”    “რატომ?” _ “იმიტომ, რომ შეუძლებელია!” “ბიჭებო, კეთილი, ეს თქვენი პრობლემებია. ჩვენ რა შუაში ვართ? მოაგვარებთ პრობლემებს _ დაგვირეკეთ!”

და თქვენ გინდათ, გიწინასწარმეტყველოთ ღრმად არაადეკვატური ადამიანების საქციელი, თანაც, როცა ისინი მყისვე რეაგირებენ პოლიტიკურ გამოწვევებზე? იქ დემონსტრაციაა, აქ ფერმერებს ქალაქის ცენტრში ნეხვი მიაქვთ და ა.შ. ეს პოლიტიკური გამოწვევებია, მე კი ეკონომისტი ვარ. ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ისინი აკეთებენ, იდიოტიზმია.

_ საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სიუხვის პერიოდი დასრულდა: თავისუფლებას აქვს თავისი ფასი და შეიძლება მსხვერპლი მოითხოვოს. არიან კი მზად ევროპის ქვეყნები, თავიანთი ხალხების კეთილდღეობა მსხვერპლად შესწირონ აშშის ინტერესებს?

_ ევროკავშირის ხელისუფლების სათავეში მოსყიდული პოლიტიკური ელიტაა, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს თავისი ხალხის კეთილდღეობაზე. უფრო მეტიც, თანამედროვე დასავლეთევროპული პოლიტიკური კულტურა პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. თუ აგირჩიეს, არანაირი პასუხისმგებლობა ვინმეს მიმართ არ გეკისრება, მათ გარდა, ვინც ფული მოგცა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

ფული კი მისცეს ამერიკელებმა. ამერიკელები აკონტროლებენ ევროპულ მასმედიასაც და ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც ხმის ამოღებას გაბედავს, მყისვე მოისვრიან. გამოქვეყნდება ოცი სტატია, რომლებშიც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორი კორუფციონერია ის, როგორ წვეულებებზე დადის, როგორ არასწორად იქცევა და ა.შ.

სწორედ ამიტომ მათ (დასავლეთევროპელ პოლიტიკოსებს _ გ.გ.) უნებართვოდ ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. ამერიკელებს სურთ, რომ კაპიტალი ევროპიდან მათთან გადავიდეს. ისინი წყვეტენ ამ ამოცანას და ფეხებზე ჰკიდიათ, რა დაემართებათ ევროკავშირის მოქალაქეებს.

თუ კრიზისზე ვლაპარაკობთ ის, ასე თუ ისე, აღწერილი იყო წიგნში დოლარის იმპერიის დაისი დაPax Americana”- დასასრული”, რომელიც რუსეთში 2003 წელს გამოვიდა, ხოლო კრიზისი საბოლოო ფორმით აღწერილია წიგნში მოგონებები მომავალზე”, რომელიც 2019 წელს გამოიცა. მასში დეტალურად არის აღწერილი კრიზისის მასშტაბები, როგორ დაეცემა მოსახლეობის ცხოვრების დონე, როგორი იქნება სოციალურპოლიტიკური შედეგები და ..  და, თუ ვინმეს არ სურს თეორიის შესწავლა, მაშინ რაზეა ლაპარაკი?

ჯერჯერობით კი ისინი ჰგვანან ადამიანებს, რომლებიც ზურგით მიდიან, წარსულს უმზერენ და ამბობენ: “ჩვენ ამის დაბრუნება გვსურს”, არადა, უკვე მკაცრად და მკაფიოდ არის ნაჩვენები, რომ ამის დაბრუნება შეუძლებელია.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ukraina.ru/20220830/1038227212.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here