Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე – ვაი თუ, კარგად არ არის ინფორმირებული...

მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე – ვაი თუ, კარგად არ არის ინფორმირებული ან კვლავ მისკომუნიკაციას აქვს ადგილი

63

ვაი თუ, კარგად არ არის ინფორმირებული ან კვლავ მისკომუნიკაციას აქვს ადგილი – არ მგონია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან აშშ-ს ელჩზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ ვითარება ისეთი დრამატული არ არის, როგორადაც წარმოჩენას ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს.

„ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს. რაც შეეხება საკითხებს, რაზეც საზოგადოებაში დისკუსია გაჩნდა: – გამოვიდა მოსამართლე და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. კითხვები გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. გუშინ ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს. მე არ მაქვს განცდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ასე შემდეგ, მით უფრო იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტება იყო, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორობს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here