Home ახალი ამბები კალაძე: დღესვე დაიწყება მოკვლევა და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან

კალაძე: დღესვე დაიწყება მოკვლევა და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან

899

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

ამის შესახებ მერმა განცხადება, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტზე გააკეთა, მისი თქმით კრიმინალისტთა ჯგუფს ელოდებიან რათა მომხდარის რეალური მიზეზი გაირკვეს.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, მე პირობას ვიძლევი, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა დავადგინოთ მომხდარის რეალური მიზეზი. თერთმეტივე დაშავებული ჰოსპიტალიზირებულია. ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები ახმეტელის მეტროშიც აქვს ჩატარებული და დღესვე დაიწყება მოკვლევა იქაც ხომ არარის რაიმე დარღვევა, რათა უბედურება თავიდან იქნეს აცილებული“’-განაცხადა მერმა.

თვითმხილველი ეკა კახელიშვილი, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარზე საუბრობს და აცხადებს,რომ შესაძლოა შემთხვევას მსხვერპლი  მოჰყოლოდა.

„ექსკალატორზე ჩავდიოდით როდესაც ჭერი მთლიანად ჩამოიშალა, დადგა მტვერი, ხილვადობა საერთოდ არ იყო და ქვევიდან ყვიროდნენ,რომ  დენი გამოერთოთ. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვფიქრობ მსხვერპლი იქნება“,-აცხადებს თვითმხილველი.

მეტროსადგურ “ვარკეთილში“  შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით,  ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

დაშავებულები,სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა   ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „საქართელო და მსოფლიოს“ კორესპონდენტი იტყობინება, მეტროსადგური დროებით შეჩერებულია და ადგილზე  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტროსადგურ “ვარკეთილში” აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. მასიური რკინის კონსტრუქცია შეკიდული ჭერით ჩაანაცვლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here