Home ახალი ამბები საქართველო მედვედევის მუქარა ნატოს წვრთნების ფონზე

მედვედევის მუქარა ნატოს წვრთნების ფონზე

საქართველო ცალი თვალით კვლავ ეშმაკისკენ იყურება

486
მედვედევის მუქარა ნატოს წვრთნების ფონზე

2023 წლის 23 აგვისტო. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საქართველოს შესახებ აკეთებს ძალიან უსიამოვნო, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან განცხადებას: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს. დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა  შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ, თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“.

   რა შეფასება უნდა გამოიწვიოს და რა გამოძახილი უნდა ჰპოვოს ამ განცხადებამ საქართველოში? იქიდან გამომდინარე, რომ საქმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეხება და იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებას აკეთებს არა რომელიმე ჩიტირეკია პოლიტიკოსი, არამედ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (. პუტინი) მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტია, სწორედ ის, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აგრეთვე, იმ უკიდურესად დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, რა ვითარებაც დღეს მსოფლიოშია შექმნილი, პასუხისმგებლობის მქონე ქართველებმა (პოლიტიკოსებმა თუ არაპოლიტიკოსებმა) უნდა დაიწყონ ანალიზი,  რამ განაპირობა ასეთი მწვავე (სერიოზული გაფრთხილებისა და, ამასთანავე, მუქარის შემცველი) განცხადების გაკეთება. მსჯელობა უნდა შეეხებოდეს იმასაც თუ როგორი უნდა იყოს პასუხისიხისტეს სიხისტით ვუპასუხოთ, მუქარასმუქარით თუ პასუხის ისეთი ფორმა და შინაარსი მოვძებნოთ, რომელიც ამ განცხადებას საქართველოს სასიკეთოდ შემოაბრუნებს და რომლის გამოც არც აწმყოში შეგვრცხვება და არც მომავალში?!

   ცხადია, ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ საქმე არ გავაფუჭოთ, მაგრამ, ძვირფასო მკითხველო, დაიდეთ გულზე ხელი და მიპასუხეთ: ვინმე გეგულებათ ისეთი, ვინც ამ საკითხს ასე შეხვდა და ამ კუთხით შეხედა? არა, ხომ? საქართველოში მედვედევის ამ განცხადებას ზუსტად ისე შეხვდნენ, როგორც თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსებს სჩვევიათ, უპასუხისმგებლოდ, ბაქიბუქით, პოპულიზმით: ”დაგვანებონ თავი ამ კაციჭამია რუსებმა!” ”უკრაინაში მარცხი ვერ მოუნელებიათ და ჩვენ გვემუქრებიან?!” ”რუსკი კარაბლ იდი ნა …!” მრავალი ასეთი გამონათქვამი გვახსოვს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, მაგრამ, ზეპირი მარჩიელობა რომ არ გამოგვივიდეს, გადავხედოთ საინფორმაციო საშუალებებს და ქართველ პოლიტიკოსთა ძირითადი რეაქცია და პათოსი გამოვკვეთოთ. დავიწყოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით:

,,2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”.

   ჩანს, ამ განცხადებაში საკითხში გარკვევის მცდელობა? არა, არ ჩანს! ის მაინც იკითხეთ, – მედვედევის ეს განცხადება რუსეთის ოფიციალური განცხადებაა? მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხომ შეიძლება, ეს მისი პირადი განცხადება იყოს და არა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ, სანამ მკვახე სიტყვას მკვახე სიტყვით უპასუხებ, ანუ სანამ სასხლეტს თითს გამოჰკრავ, დრო მოიგე, იკითხე, გაარკვიე, რატომ დაგემუქრნენ, რამ გამოიწვია ეს მკვახე სიტყვა, სად შეცდი, რა არ (აღარ) მოეწონათ შენი და ა.შ. უხეშად ნათქვამ სიტყვას უხეშად ნათქვამი სიტყვა რომ შეაგებე, ეს ვითომ ვაჟკაცობა და პატრიოტიზმია? რაკი ასე ძალიან გსურთ, ამ პაექრობას ვაჟკაცობად და პატრიოტიზმად ჩაგითვლით, მაგრამ გვაინტერესებს, პაექრობის გაგრძელების შემთხვევაში, რა არსენალი გაგაჩნიათ, რომ მშვიდად ვიყოთ?! ვთქვათ, აგვისრულა რუსეთმა დანაქადნები და ისევე შეიერთა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც ყირიმი და სევასტოპოლი შეიერთა, როგორც დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები შეიერთა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ: ისევე ვიკნავლებთ ევროპულ და ამერიკულ პლატფორმებზე, როგორც აქამდე ვკნაოდით, თუ თვისებრივად განსხვავებულ რამე ახალ მოქმედებებზე გადავდივართ?!

თქვენი ვაჟკაცობა და პოპულიზმი არავის აინტერესებს (უკაცრავად, ამ საკენკით ყელამდე ვართ უკვე), თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გვაინტერესებს. თქვენ (ქართველ პოლიტიკოსებს) თხუთმეტი წლის წინათაც არ გჯეროდათ, რომ რუსეთი ქართული სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე წავიდოდა, მაგრამ წავიდა. ჰოდა, შეგიძლიათშემახსენოთ ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში რა ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. არანაირი, ხომ? ახლა, როდესაც თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაცის გაკეთება, ვერაფერს აკეთებთ და მერე, როდესაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმითა და ხალხის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილებად გამოცხადდება, რის გაკეთებას აპირებთ? ნატოსა და ევროკავშირს დაუჩოქებთ, გვიშველეთო?! ნატოსა და ევროკავშირის წინაშე ორმოცდახუთმილიონიანმა და კბილებამდე შეიარაღებულმა უკრაინამაც დაიჩოქა, მაგრამ რა მერე, უშველეს? რა წყევლა გდევთ ასეთი, რომ ვერც სხვის შეცდომებზე სწავლობთ რამეს და ვერც საკუთარზე?! გონებასუსტი ბავშვივით რომ დააღეთ პირი და ხელებს უმწეოდ ასავსავებთ, – არ ვიცით, მედვედევმა ეს შემაშფოთებელი განცხადება რატომ გააკეთაო, მართლა დებილები ხართ თუ თავს კოლექტიურად იდებილებთ?! მედვედევმა ეს განცხადება 23 აგვისტოს გააკეთა, 21 აგვისტოს კი ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს:”21 აგვისტოს კრწანისის პოლიგონზე NATO- საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2023 („მტკიცე სული“- 2023) გაიხსნა. სამხედრო წვრთნები 21 აგვისტოსა და 1 სექტემბრის შუალედში საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. ვარჯიშებში მონაწილეობას 3 500-3 600 სამხედრო იღებს, როგორც NATO- წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან. წელს წვრთნებში მონაწილეობას 1 200-მდე ამერიკელი და დაახლოებით 1 900 ქართველი სამხედრო მიიღებს. აშშ-ისა და საქართველოს გარდა წვრთნებში მონაწილეობს 21 ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ბოსნიაჰერცეგოვინა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. უცხოელმა სამხედროებმა საქართველოში სწავლებებზე დასასწრებად ჩამოსვლა 19 აგვისტოს დაიწყეს. წვრთნების მიზანი NATO- ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციებისა და ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა. წვრთნების ფარგლებში სამხედროები იმიტირებულ საბრძოლო გარემოში დავალებების შესრულებაზე იმუშავებენ”.

  ამ ორ მოვლენას შორის კავშირს თუ ვერ ხედავთ, გონებასუსტები კი არა, საერთოდ, ჩლუნგები ყოფილხართ, ხოლო კავშირს თუ ხედავთ და თავს იკატუნებთ, ასეთ შემთხვევაში შეუმდგარი თაღლითები ხართ, რომლებიც სხვებს ვერ ატყუებენ და თავის მოტყუებას სჯერდებიან. მშვიდობის გზას დავადექითო, გაიძახით. ნატო რომელი სამშვიდობო ორგანიზაციაა, არ გრცხვენიათ?! ვერ ეტყვით მაგ ბანდიტებს (კოლექტიურ დასავლეთს), რომ ახლა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნების ჩატარება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციაა?! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამ უგუნური ნაბიჯით ის თქვენი სამშვიდობო პოლიტიკა წყალში ჩაყრილი აღმოჩნდა?! ამ ვითარებაში საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება, მტკიცე  სულზე კი არ (როგორც ამ წვრთნებს უწოდეს), ჩაფურთხებულ სულზე მეტყველებს. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მტკიცედ დაადგა, დაგვარღვევინეს. ეს ქართველი ხალხისთვის დიახაც სულში ჩაფურთხების ტოლფასია. მაინც დაგვიყოლიეს, მაინც გადაგვადგმევინეს დამღუპველი ნაბიჯი, თქვენ კი მედვედევზე ბრაზობთ, ეს რა გვითხრა და ეს ვით გვაკადრაო. რას ერჩით მედვედევს, ადგა ის კაცი და პატიოსნად გაგაფრთხილათ, ამ უგუნური გზით თუ ივლით, ეს შედეგი დადგებაო. ნუთუ არ იცით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რატომ აღიარა რუსეთმა? იმიტომ, რომ ეშმაკთან შეკრულები და ბანდიტურ დასავლეთს მიყიდულები კუდით ჰყოლოდით დაჭერილი – გაუგონარ სისულელეს თუ ჩაიდენთ (როგორიც შემდგომ უკრაინელებმა ჩაიდინეს), მოგწყდებათ ის კუდიო. მედვედევმა ახალი კი არაფერი გითხრათ, ეს რეალობა შეგახსენათ. შეგახსენათ და გაგაფრთხილათ: ცუდად ნუ ხვანცალებთ აქეთიქით, თორემ ეს მძიმე შედეგი დაგიდგებათო. თქვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეთ, მედვედევს უტევთ, ეს რა გვითხარიო. მედვედევის  იმ წინადადებას რატომ უვლით გვერდს, რომელსაც, წესით, უნდა ჩაბღაუჭებოდით: ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების სულისკვეთებით პრობლემების გადასაჭრელად”.

 მედვედევის ამ განცხადებაში ეს წინადადებაა მთავარი, დანარჩენი მხოლოდ ამ შემოთავაზების იგნორირების მერე დაიწყება. ამ წინადადებას თქვენ ისე აუარეთ გვერდი, თითქოს იგი არც იყოს ამ ტექსტში. კაცმა მოლაპარაკების მაგიდასთან მიგიწვიათ და თქვენ რა ხელ-ფეხს იქნევთ. საქართველოს მომავალზე თუ ზრუნავთ, მიდით, მოელაპარაკეთ და ორივე სახელმწიფოსთვის მისაღებ ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდით. ცალი თვალით ეშმაკისკენ ნუ იყურებით! მთავრდება ის ეშმაკიც და მისი ბატონობის ეპოქაც, მიხვდით ამას. დასავლური ჰეგემონია ჩაბარდა ისტორიას. წავიდა დედოლარიზაციის პროცესი და მომავალში მხოლოდ შპალერად თუ გამოიყენებთ მაგ მწვანე ქაღალდს, რომელსაც ნახევარმა მსოფლიომ უკვე უარი უთხრა. ეს ჯერჯერობით, მერე სხვა იქნება! დასავლეთის უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებში მოყოლილი რუსეთის ეკონომიკა აღმასვლის გზით მიდის და მეხუთე ეკონომიკად ჩამოყალიბდა. დააკვირდით, რა ხდება მსოფლიოს ხუთ მოწინავე ეკონომიკაში: აშშ მეორე ადგილზე გადაჩოჩებულა, ხოლო ევროპული სახელმწიფოები (გერმანიაც კი) საერთოდ გაქრნენ იქიდან. რუსეთთან ჭიდაობამ ამერიკა ჩამოქაჩა დაბლა, ევროპას წყალი შეუყენა, უკრაინა კი მთლიანად გაანადგურა. ჩვენ რა ხეირი დაგვადგება აქედან, გიფიქრიათ?!

 არ გიფიქრიათ. თქვენს ნათქვამსა და ნამოქმედარს ფიქრის კვალი არ ეტყობა. ფიქრის კვალი როგორ აღმოვაჩინოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუკი იგი შალვა ნათელაშვილის სულისკვეთებითაა დაწერილი და გაჟღენთილი. აი, როგორი იყო ნათელაშვილის რეაქცია: მივმართავ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს: გაეცით დაპატიმრების სანქცია მედვედევზე, ისევე როგორც ეს განახორციელეთ პუტინზე უკრაინაში აგრესიისას. მივმართავ ბაიდენს და ევროკავშირს: დააჩქარეთ ივანიშვილის, მისი დეპუტატების, მინისტრების, სპეცსამსახურების სანქცირება, ჩამოართვით მათ თქვენთან დაბანდებული ქონება, დაადეთ სავიზიო შეზღუდვები, მოახდინეთ მათი სრული იზოლირება.”

 ჰგავს ეს პოლიტიკოსისა და ქვეყანაზე მოფიქრალი კაცის ნათქვამს? არა, ეს ხალათშემოხეული გიჟის ნათქვამს ჰგავს, მაგრამ, დაახლოებით იმავეს თუ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე, მას რატომ მივცეთ სხვანაირი დახასიათება? აი, მისი როყიო ნათქვამი: კატეგორიულად მიუღებელია განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს, მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი“. 

კარგი ერთი. ეს თუ შეგიძლიათ, რაღას ელოდებით, რატომ აქამდე არ განახორციელეთ დეოკუპაცია?! ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთადერთხელ გვიჩვენეთ იმედისმომცემი სანახაობა, როდესაც შიშველი უკანალებით დადექით ოკუპანტების წინ. თქვენგან გადადგმული სხვა დასამახსოვრებელი ნაბიჯი არავის უნახავს. არ მითხრათ ახლა, რატომ გვაიგივებთ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთანო. მე კი არა, თქვენ აიგივებთ მათთან  თავს. თქვენი ნათქვამი ხომ შეგახსენეთ, ეს წუთია. ახლა ნაცების ნათქვამს შეგახსენებთ და შევადაროთ ერთმანეთს. მაგალითად, თინა ბოკუჩავა: “პუტინის წარუმატებლობის ფონზე უკრაინაში, არ არის გასაკვირი, რომ ის ასევე იმუქრება საქართველოში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე. ამაზე ჩვენ დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით დღევანდელ ხელისუფლებას”.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამხედროებს ეწვია

 აგერ ქოცის პოზიცია და აგერ ნაცის პოზიცია. განსხვავება არის? არ არის! მათ, ორივეს, თუ რუსეთი სძულს, ორივეს თუ ამერიკა უყვარს, ორივენი ნატოსა და ევროკავშირში გარბიან და რუსეთში გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებსაც თუ ერთნაირად აჯაგრულები ხვდებიან, ქოცი და ნაცი რატომ ჰქვიათ და, საერთოდ, რა კუკუმალულობას გვეთამაშებიან, რას გვატყუებენ და რას გვეთვალთმაქცებიან?!

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც გონიერებითა და შორსმხედველობით გამორჩეულ მოღვაწედ მიმაჩნია, ამ საკითხს მისთვის ჩვეული სიდინჯითა და პასუხისმგებლობით მოეკიდება. იმედს ვიტოვებ, რომ იგი არ აღმოჩნდება ღვარცოფივით მოვარდნილი პოპულიზმის ტყვეობაში, რომელმაც სამი ათეული წლის განმავლობაში  ისე წალეკა საქართველო, რომ აქაურობა ნასახლარს დაამსგავსა. დაველოდოთ მის რეაქციას…

ვალერი კვარაცხელია                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here