Home ახალი ამბები მსოფლიო მასკმა დაადასტურა Twitter-ის ხელმძღვანელობის ცვლილება

მასკმა დაადასტურა Twitter-ის ხელმძღვანელობის ცვლილება

54
ილონ მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ის კომპანიას ჩაუდგა სათავეში. შესაბამისი პოსტი მან საკუთარ ეკაუნტზე გამოაქვეყნა.

„ჩიტი თავისუფალია“ – დაწერა მასკმა, მიუთითა რა სოციალური ქსელის ლოგოზე.

ის, რომ ილონ მასკი Twitter-ს ჩაუდგა სათავეში, CNBC იტყიბინებოდა. წინა ხელმძღვანელობამ, აღმასრულებელი დირექტორის პარაგ აგრავალისა და ფინანსური დირექტორის ნედ სეგალის სახით, უკვე დატოვა კომპანიის სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში.

მანამდე მეწარმემ Twitter-ის შეძენა კაცობრიობის დახმარების სურვილით ახსნა. მან განმარტა, რომ ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანია ერთი ციფრული პლატფორმის არსებობა, სადაც სხვადასხვა მოსაზრებების განხილვა ჯანსაღ ატმოსფეროში იქნება შესაძლებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here