Home ახალი ამბები “მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 12 პირს, ლიმიტი გაუნულდა”

“მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 12 პირს, ლიმიტი გაუნულდა”

2603

 

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის ივლისიდან, ქულათა სისტემის ამოქმედებიდან ნოემბრის ჩათვლით, ქულები გაუნულდა და მართვის მოწმობა ჩამოერთვა 12 პირს.

100 ქულიანი ლიმიტიდან, 20 ქულა აქვს დარჩენილი – 32 პირს, 15 ქულა აქვს დარჩენილი – 22 პირს; 10 ქულა აქვს დარჩენილი – 14 პირს; 5 ქულა აქვს დარჩენილი – 2 პირს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ამოქმედებული კანონის თანახმად, მართვის მოწმობის მფლობელ ყველა მოქალაქეს 100 ქულა დაერიცხა, საიდანაც, სხვადასხვა დარღვევების გამო, ქულათა გარკვეული რაოდენობის ჩამოკლება ხდება.

100-ქულიანი ლიმიტი მძღოლებს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვთ, პირველ იანვრიდან კი მათ დარჩენილი ქულები გაუუქმდებათ და 100 ქულა ხელახლა დაერიცხებათ, რომელთა მოქმედების ვადაც ერთი წელია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here