Home ახალი ამბები მსოფლიო მარადონას აშშ-ს ვიზა არ მისცეს

მარადონას აშშ-ს ვიზა არ მისცეს

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას ამერიკის შეეთებული შტატების ვიზა არ მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შტატების უარის მიზეზი სატელევიზიო ეთერში, ფეხბურთელის მიერ, თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის შეურაცხყოფა გახდა. კერძოდ კი დიეგო მარადონამ, ერთ-ერთი ინტერვიუსას შტატების პრეზიდენტს „ჩიროლიტა“ უწოდა, რაც ჟარგონის ენაზე “მარიონეტს” ნიშნავს.

ლეგენდარული ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი მეუღლის სასამართლო პროცესზე დასასწრებად უნდა გამგზავრებულიყო, რომელიც 2018 წლის მარტში მაიამიშია დანიშნული.

მარადონა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 1994 წელსაც არ შეუშვეს, მაშინ ფეხბურთელი ნარკოტიკების მოხმარებაში იყო ეჭვმიტანილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here