Home ახალი ამბები საქართველო მაია დვალიძე: არანაირი ლგბტ-პრაიდი არ ჩატარებულა და არც ჩატარდება საქართველოში!

მაია დვალიძე: არანაირი ლგბტ-პრაიდი არ ჩატარებულა და არც ჩატარდება საქართველოში!

“პოლიციელებს შეუძლიათ “იამაყონ”, მათ პირნათლად შეასრულეს ამერიკის ელჩ კელი დეგნანის ბრძანებები!”

578

24 ივნისს ერთკვირიანი ლგბტქ+ საზოგადეობის დღეები დაიწყო. 2 ივლისს კი უნდა ყოფილიყო კულმინაცია _ გრანდიოზული აღლუმი, მაგრამ ქართველი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა რუსთაველის გამზირი თავად დაეკავებინა და ლგბტქ+ საზოგადოებისთვის ქუჩაში გამოსვლის საშუალება არ მიეცა. გაბრაზებულ ხალხს სათავეში კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები ჩაუდგნენ. აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, ამიტომ გეიაღლუმის ჩატარება გადაიდო, მაგრამ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთაწმინდაზე ჩუმად შეიკრიბნენ, მათ პოლიცია იცავდა.

1-2 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა, შემდეგ კი  პოლიციელებთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა; იქვე წერდა, რომ პოლიციელების დიდი იმედი ჰქონდა პრაიდის მშვიდობიანად ჩატარებაში.

2 ივლისის აქცია საკმაოდ ხალხმრავალი იყო. ბევრი იყო პოლიციელიც. დაწყებისთანავე ინციდენტი მოხდა _ ერთ-ერთმა მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, მაგრამ ხალხმა ამის საშუალება არ მისცა და წყალში ჩააგდეს. როგორც შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ საქართველოში ცხოვრებას, ამ სიბინძურის ყურებას, სიკვდილი ურჩევნია.

1 ივლისს მთაწმინდაზე ხალხისგან ფარულად ლგბტპრაიდის ჩატარება სცადეს და იქ თვალყურის სადევნებლად მისულიალტინფოსადა კონსერვატიული მოძრაობის აქტივისტები დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დაურღვევიათ. როგორც ჩანს, პოლიციამ ამერიკის ელჩის დავალება შეასრულა; ამერიკის ელჩის, რომელსაც, ჩანს, აქვს უფლება, შსს თანამშრომლებს უბრძანოს.

2 ივლისის აქციის შინაარსსა და დეტალებზე კონსერვატიული მოძრაობის წევრი მაია დვალიძე გვესაუბრება:

_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არანაირი ლგბტ-პრაიდი არ ჩატარებულა და არც ჩატარდება საქართველოში! რაც შეეხება მთაწმინდაზე დაკავებულ პირებს, დაკავებულთა შორის არიან როგორც, კონსერვატიული მოძრაობა, “ალტ-ინფოს” წევრები, ასევე უბრალო მოქალაქეები და სხვა ორგანიზაციის წევრებიც.

რაც შეეხება პოლიციელებს, მათ შეუძლიათიამაყონ”, რადგან პირნათლად შეასრულეს ამერიკის ელჩ კელი დეგნანის ბრძანებები!

რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის ელჩი პირადად შეხვდა ოფიცრებს და ჩაუტარა მათ ტრენინგი. ამის შესახებ თვითონ აშშ-ის საელჩომ განაცხადა და ფოტოებიც კი გაავრცელა. ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ დღეს ქვეყანას მართავს სწორედ კელი დეგნანი. თუ გახსოვთ, შარშან, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ქალბატონი დეგნანი ვერ მალავდა ბრაზს ხელისუფლების მიმართ; მეტიც ის აქეზებდა ხელისუფლებას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოეყენებინა ხისტი ძალა. კერძოდ, მან თქვა ასეთი რამ: “აშშმა რთული სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში, ამიტომ იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული!” ხაზს ვუსვამ _ “ტრენინგი და აღჭურვილობა”, ესე იგი, აშშ-მა გადაწყვიტა, აღარ გაემეორებინა “შარშანდელი შეცდომა” და სიტუაციის მართვა მთლიანად აიღო საკუთარ თავზე, ანუ ხელისუფლება ჩამოაშორა ხელისუფლებას!

_ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შევასრულოთ. როგორ ფიქრობთ, ამ გეგმის შესრულება დაიწყო ხელისუფლებამ, ლგბტპრაიდის ჩატარებას ხელი რომ შეუწყო? იქ ერთერთ მთავარ პუნქტად ხომ სწორედ ლგბტქ+ საზოგადოების მხარდაჭერაა ჩაწერილი

_ ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ, საქართველოს ხელისუფლების ხელისუფლება აშკარად კელი დეგნანის ხელშია და “ მონდომებით ეხმარება” ვასალებს 12-პუნქტიან გეგმაში ჩაწერილი ლგბტქ+ საზოგადოების მხარდაჭერის შესრულებაში.

_ 2 ივნისის აქცია იყო უარი ლგბტ საზოგადოებასა და ევროკავშირზეც? იქ ევროკავშირის დროშა დაწვეს. გამოდის, ხალხს არც ევროპა სურს, რომ არაფერი ვთქვათ ლგბტ საზოგადოებაზე

_ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩემ ირგვლივ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ სურდეს, რომ საქართველომ  ყველა ქვეყანასთან შეძლოს სწორი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროკავშირთანაც, მაგრამ ერთია პარტნიორული ურთიერთობა და მეორე _ დირექტივებით ცხოვრება.

ევროკავშირისგან ჩვენი მისამართით მუდმივად იგრძნობა პრეტენზიული, დიდაქტიკური ტონი, მუდმივად ვიღებთ მითითებებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ქართველებმა. მოკლედ, რამდენიმეათასწლოვანი უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანას არად გვაგდებენ და თვლიან, რომ ქართველებმა არაფერი ვიცით და დილა-საღამოს მათი სურვილების მიხედვით უნდა გადავდგათ თითოეული ნაბიჯი. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია.

დღეს ევროპამ ლგბტ იდეოლოგია გაიხადა არსებობის ამოსავალ წერტილად და, შესაბამისად, ჩვენც იმავეს გვთხოვს; გვთხოვს დაჟინებით და უარის თქმის შემთხვევაში გვაშანტაჟებს… ის ევროპა, რომელსაც მე, ქართველი, არაფრად მივაჩნივარ და მაძალებს, ლგბტ იდეოლოგია ქართველი ერის იდეოლოგიად ვაქციო, არ მინდა! ვიმეორებ, ეგეთი ევროპა არ მინდა!

_ როგორ ფიქრობთ, ხალხის პროტესტის პარალელურად, ჩუმად ჩატარებული პრაიდი ჩაეთვლება თუ არა ხელისუფლებას პლუსად, ჩაუთვლის თუ არა ამერიკის ელჩი ჩატარებულად პრაიდს? მათთვის ხომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არანაირი პრაიდი არ ჩატარებულა და არც ჩატარდება არასდროს! შეხედეთ მსოფლიოს ქალაქებს და იქ ჩატარებულ პრაიდებს და ნახეთ 2 ივლისის თბილისის კადრები, ვინ აკონტროლებდა ქალაქს, ვინ აწყობდა მსვლელობას ქალაქის მასშტაბით…  ეს იყო ქართველი ხალხი!

_ აქციის პარალელურად, ტელევიზიები რუსთაველზე მდგომ ხალხს ,,მოძალადე ჯგუფებსუწოდებდნენ. მათ ძალიან უნდოდათ, განმეორებულიყო შარშანდელი 5 ივლისი, მაგრამ ეს არ მოხდა. გაიზარდა საზოგადოება? მიხვდნენ, როგორ უნდა ებრძოლონ დესტრუქციულ ძალებს?

_ ქართველი საზოგადოება ყოველთვის გამოირჩევა მაღალი კულტურით. წელს ჟურნალისტები ჩუმად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და ხალხს ზედაც არ შეუხედავს  მათთვის. შარშან კი ჟურნალისტები თვითონვე ახდენდნენ ადამიანების პროვოცირებას, ამიტომ იღებდნენ შესაბამის პასუხსაც. რაც შეეხება ძალადობას,  მუდმივად გაიძახიან, რომ ჩვენ  მოძალადე ხალხი ვართ, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს და ამის მაგალითი 2 ივლისია _ მიუხედავად ბინძური პროვოკაციებისა სამართალდამცავების მხრიდან, ხალხი მათ არ აჰყვა. ზოგს აგინეს, ზოგს დასცინეს, მაგრამ ხალხი პასუხს არ სცემდა. 2 ივლისს არც ტუალეტის ქაღალდი უსვრია ვინმეს მათთვის, არც ფქვილი შეუყრია სახეში და არც საღებავი გადაუსხამს. ვერანაირი მიზეზი რომ ვერ მოუძებნეს აქციის მონაწილეებს, ადგნენ და, უბრალოდ, დააკავეს; უცბად ეცემოდნენ, ჯგუფურად, და იჭერდნენ. არის კადრები ზურა მახარაძის, ბექა ვარდოსანიძისა და სხვათა დაკავების და ნახეთ. ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა დაასაბუთონ სამართალდამცავებმა თავიანთი საქციელი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here