Home ახალი ამბები საქართველო მაია დვალიძე: “საქართველოს ხელისუფლებები სწორებას კი არ აკეთებენ ამერიკაზე, ისინი ამერიკასა და...

მაია დვალიძე: “საქართველოს ხელისუფლებები სწორებას კი არ აკეთებენ ამერიკაზე, ისინი ამერიკასა და მის ინტერესებს გულმხურვალედ ემსახურებიან. მსახური კი იმას აკეთებს, რასაც ბატონი უბრძანებს”

“რატომ ვაქციეთ ეროვნულ ინტერესებად ამერიკის ინტერესები?! რატომ ვაქციეთ ცხოვრების მიზნად დასავლეთის დირექტივების შესრულება?!”

456

8 ნოემბერს ამერიკაში ჩატარებული შუალედური არჩევნების გარშემო მითქმამოთქმა და ქილიკი არ წყდება და ბუნებრივიც არის, რადგანდემოკრატიის სამშობლოშიორი მიცვალებული აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში: ენტონი დელუკა (03.06.1937-09. 10. 2022. პიტსბურგი, პენსილვანია, აშშ) და ბარბარა კუპერი (04.08.1929-25.10.2022. მემფისი, ტენესის შტატი, აშშ). ორივენი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.  

აშშში არჩევნების შესახებ ეუთო დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, გარდა მიცვალებულების არჩევისა, სხვა პრობლემებიც ყოფილა. “აშშის შუალედური არჩევნები იყო კონკურენტული, მაგრამ პოლარიზებული, შეინიშნებოდა მუქარები საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევა საარჩევნო პროცესისთვის ამომრჩეველთა ნდობის ძირის გამოსათხრელად”, – აღნიშნულია ეუთო მოხსენებაში.

ამ მოხსენების მიხედვით, “ორივე პარტიის პოლიტიკური კამპანია იყო წამქეზებელი რიტორიკით, რომელსაც ახლდა რასისტული და ტრანსფობიური შენიშვნები ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან”.

არის აშშ დემოკრატიული ქვეყანა და აქვს უფლება, რამეზე მიუთითოს სხვა ქვეყანას და ჩაერიოს მის არჩევნებში? _ ამ საკითხებზე გვესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი მაია დვალიძე:

_ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. განსაკუთრებით არჩევნების დროს ნათლად ჩანს მისი სისტემის ლპობა. დემოკრატიულია თუ არა ამერიკა? თუ 2 მიცვალებულის არჩევას დემოკრატიის გამოვლინებად მივიჩნევთ, მაშინ ამერიკელები დემოკრატიის შუქურები ყოფილან. ამერიკას უკვე ისეთი ხარისხის განდიდების მანია სჭირს, რომ არც კი რცხვენია, როგორ გამოიყურება საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ამ ქვეყნის პრეზიდენტი შიგადაშიგ საარჩევნო თუ სხვა კამპანიას აშკარად “საიქიოშიც” ატარებს და ეს ოდნავ უხერხულობასაც არ უქმნით იქაურ ელიტებს.

_ საქართველოს ხელისუფლებები, 30 წელია, ასე ვთქვათ, სწორებას ამერიკაზე აკეთებენქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციასა თუ არალეგიტიმაციას ჩვენ ამ ქვეყანას ვთხოვთ, ამერიკელების დასკვნებზე ვართ ორიენტირებულნი. აქვთ კი ამის უფლება მას შემდეგ, რაც აშშში მოხდა?

_ საქართველოს ხელისუფლებები სწორებას კი არ აკეთებენ ამერიკაზე, არამედ  ამერიკასა და მის ინტერესებს გულმხურვალედ ემსახურებიან.

მსახური კი იმას აკეთებს, რასაც ბატონი უბრძანებს.

სხვა საკითხია, აქვს თუ არა ამერიკას უფლება, ბატონივით გვექცეოდეს, ვინ მისცა მას ეს უფლება? _ ქართველმა ერმა? რეფერენდუმი ჩატარდა ამ საკითხზე და ხალხმა გამოთქვა სურვილი ამერიკის კოლონიად ყოფნის? არ მახსენდება მსგავსი რამ. ამერიკამ, უბრალოდ, ნელ-ნელა და ჩუმად მოისყიდა ერის გამყიდველები და მათგან შექმნა “ხელისუფლებები”…  მე თუ მკითხავთ, ეს არის ერთგვარი სპეცოპერაცია ქართველი ერის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ქალბატონმა კელი დეგნანმა გვამცნო, 6 მილიარდი დაუჯდა ამერიკას.

_ საქართველოს ხელისუფლებას სურს, მსოფლიოს დაანახვოს, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ თქვენ, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ამ ყველაფერს როგორ აფასებთ, რა მოგწონთ ხელისუფლების და არა?

_ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რით და როგორ გადაირჩინოს თავი ამ გეოპოლიტიკურ დუღილში.

ნაცებზე ცოტა ნაკლები შიზოიდები არიან, ენანებათ თავიანთი სკამები და ათეული წლის განმავლობაში ნაშენები ბიზნესები. სწორედ ეს ბიზნესინტერესებია, რომლებიც აიძულებთ წინააღმდეგობის გაწევას.  სხვაგვარად ვიფიქრებდი, რომ ვხედავდე მათგან განათლებისა და კულტურის, ასევე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სფეროებში ეროვნული ინტერესის გატარების მცდელობას…

_ აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის უფლება, რაც აქამდე ხდებოდა? ჩვენ, საზოგადოებამ, კარგად ვიცით, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება მხოლოდ და მხოლოდ ამერიკისა და დასავლეთის მიერ დაწერილი პროცენტებით

_ ზემოთაც აღვნიშნე, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებას საერთოდ არაფრის უფლება არ აქვს, პირველ რიგში, მორალური უფლება ერის წინაშე, რადგან 10 წელიწადია, გვატყუებენ; და მით უმეტეს, არაფრის უფლება არ აქვთ მიცემული ბატონისგან… ასე რომ…

_ დასასრულ, ისევ ამერიკაზე: რა დაემართათ ამერიკელებს _ ,,დემოკრატიის მამებს”?  როგორ ხდება, რომ არჩევნები ასე და ამ დონეზე ყალბდება?

_ ამერიკას არაფერი დამართნია. ის ყოველთვის საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებდა, ხშირად უტიფრადაც.

ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე დღისწინანდელი ამბავი, რომელიც ეგვიპტეში ყბადაღებული კლიმატის ცვლილებების შესახებ გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე მოხდა. ჯონ კერი, ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი, მივიდა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, კარგი მეგობარივით ხელი ჩამოართვა და “გულთადადაც” გაესაუბრა. 2 წლის წინათ ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ამერიკამ მადურო საშიშ ბოროტმოქმედად გამოაცხადა და მის შესახებ რამე ინფორმაციაზე 15 მილიონი დოლარი დააწესა ჯილდოდ (საინტერესოა, ჯონ კერი მოითხოვს თუ არა კუთვნილ ჯილდოს).

მეტიც, ვენესუელაში მადუროს სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდა ხუან გუაიდოს ხელით და პლუს, უამრავი სანქცია დაუწესა, მაგრამ ახლა 2022 წელია, სხვა მოცემულობაა და რუსეთსა და საუდის არაბეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ჰაერივით საჭირო შეიქნა ვენესუელა, უფრო სწორად იქაური ნავთობი.

ასე რომ, ამერიკას მხოლოდ თავისი ინტერესები ამოძრავებს ისევე, როგორც ყველა გონიერ სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთსაც.

მაკრონი, რომელმაც ორი წლის წინათ მადუროს რა აღარ უწოდა _ ხან “ნარკობარიგა” და ხან “ჭიაყელა”, როცა დაინახა ჯონ კერის “მისალმება”, გავარდა და თვითონაც ჩაეხუტა მადუროს, თან წარბიც არ შეუხრია, ისე!

ჩვენ რა გვჭირს, ის ვიკითხოთ! რა დაგვემართა?!

რატომ ვაქციეთ ეროვნულ ინტერესებად ამერიკის ინტერესები?!

რატომ ვაქციეთ ცხოვრების მიზნად დასავლეთის დირექტივების შესრულება?!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here