Home ახალი ამბები საქართველო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: მთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ

“მთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო. მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ” – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო, მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი , – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ვითარება კარგი არ არის.

“როდესაც ჩვენ საქართველოს ვუთხარით, რომ ისინი ევროკავშირთან ახლოს იყვნენ და ჩვენ მოლაპარაკებებიც გავხსენით, ეს ის მომენტი იყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეგვიძლია რაც გვინდა ის გავაკეთოთ და ისინი არასწორი მიმართულებით წავიდნენ, მეტიც, მათ ევროპისკენ გზაზე სვლაც შეწყვიტეს. ვხედავ, რომ მათ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შიდა პრობლემები აქვთ. ფაქტია, თუ არ ვცდები, რომ გვთხოვეს არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, თხოვნა პრეზიდენტის მხრიდანაც იყო. მე ანგარიში მინდა ვნახო, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი და თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, მაშინ ჩვენ მათ ნებას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here