Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკომ პუტინი გააფრთხილა, რომ დასავლეთი რუსეთზე თავდასხმას აპირებს

ლუკაშენკომ პუტინი გააფრთხილა, რომ დასავლეთი რუსეთზე თავდასხმას აპირებს

69

 ბელარუსულმა სააგენტობელტამსაზოგადოებას გააცნო სამხედრო სასწავლებლების  კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება, რომ დასავლეთი ამუშავებს რუსეთზე თავდასხმის სტრატეგიას და უკვე ცნობილია დარტყმების მიმართულებები.

ლუკაშენკომ თქვა, რომ ცოტა ხნის წინათ იმსჯელა რუსეთის პრეზიდენტთან ვითარების შესაძლო განვითარებაზე. ცნობილია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 11 ივლისს გაიმართა. ცენტრალური თემები იყო ტვირთების ტრანზიტი კალინინგრადში და ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის განმტკიცება.

ჯერ კიდევ 2 ივლისს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ევროპაში არსებული გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამიზნეში ამოიღეს. “და, თუ ნატო დაარტყამს გომელს, მოზირსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, აეროპორტს, ლუნიცის აეროდრომს ან ბრესტს, პასუხი მყისიერი იქნება”.

ივნისის ბოლოს პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსს გადასცემს სარაკეტო კომპლექს “ისკანდერ-M”-ს, რომელსაც ბირთვული რაკეტების გადატანა შეუძლია.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here