Home ახალი ამბები მსოფლიო ლიტვამ განაახლა რუსული ტვირთების ტრანზიტი კალინინგრადში

ლიტვამ განაახლა რუსული ტვირთების ტრანზიტი კალინინგრადში

48

ლიტვის რკინიგზამ” 22 ივლისს განაახლა სანქცირებული ტვირთების ტრანზიტი რუსეთიდან კალინინგრადში, _ განაცხადა ლიტვის სატრანსპორტო კამპანიის წარმომადგენელმა მანტას დუბაუსკასმა. მისი თქმით, დაშვებულია ისეთი საქონლის გატარება, რომლებიც აუცილებელია რეგიონის სრულფასოვნი უზრუნველყოფისთვის.

ამასთანავე, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა აღნიშნა, რომ კალინინგრადის ოლქი განაგრძობს საზღვაო გადაზიდვების განვითარებას და შეეცდება ტარიფების გათანაბრებას რკინიგზის ტარიფთან. ალიხანოვის თქმით, კალინინგრადის ოლქი უახლოეს დღეებში ელოდება ტვირთების სრულფასოვან გადაზიდვას სარკინიგზო მაგისტრალით ლიეტუვის გავლით და დასძინა, რომ ტრანზიტის შესახებ ეს გადაწყვეტილება სრული არ არის.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here