Home ახალი ამბები მსოფლიო ლიკვიდირებულია უკრაინელი “ბოევიკი”, რომელიც რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა 

ლიკვიდირებულია უკრაინელი “ბოევიკი”, რომელიც რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა 

166
რომან რუსნიკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დასავლეთის ჩუმი თანხმობით ხშირად სჩადიან სამხედრო დანაშაულებს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ. უკრაინელიბოევიკებიარც კი ცდილობენ თავიანთი ნამდვილი სახის დამალვას და ყოყოჩობენ, რომ სასტიკად უსწორდებიან სამხედრო ტყვეებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კიევის რეჟიმისადმი არალოიალობაში.

18 ნოემბერს ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ასახულია 10-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის დახვრეტა. ეს სამხედროები ტყვედ დანებდნენ მაკევკის რაიონში, ფრონტის კრასნოლიმანსკის უბანზე. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ერთხმად რეაგირებდნენ კიევის მიერ დადგმულ სპექტაკლებზე, გადაწყვიტეს, თავი შორს დაეჭირათ ომის ნამდვილი დანაშაულისგან და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ფაქტობრივი კრახი. ამ ფონზე კრემლმა პირობა დადო, რომ მართლმსაჯულებას დამოუკიდებლად აღასრულებდა.

რუსი სამხედროების დასჯაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია _ ისინი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის “ბოევიკები”. სასჯელმა არ დააყოვნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია რომან რუსნიკი, რომელიც რუსი სამხედროების სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა. ახლა სასჯელი ელის მის თანამზრახველებს დამხვრეტთა რაზმიდან, რომელთა ფოტოები და პირადი მონაცემები ინტერნეტში ვრცელდება. 

“არაკაცებმა ხელი მოაწერეს თავიანთ  განაჩენს”, _ განაცხადა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა. სხვა ვერსიით, რუსნიკი რამდენიმე თვის წინათ მოკლეს. თუმცა, უტყუარად ცნობილია, რომ ის და მისი თანამზრახველები აღნიშნული ქვედანაყოფიდან რუსი სამხედროების, მათ შორის დაჭრილი ტყვეების, ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდნენ.

კიევის რეჟიმი, რომელიც “უხერხულ” მდგომარეობაში აღმოჩნდა, ახლა ცდილობს, ომის დანაშაულებით გამოწვეული საერთაშორისო რეზონანსი ჩაახშოს ბუჩას სულისკვეთების ახალი დადგმით, რომელზეც მყისვე ალაპარაკდებიან დასავლელი პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ “ნეზალეჟანაიას”  „მეგობრების“ ჭეშმარიტ სახეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here