Home ახალი ამბები საქართველო ლევან ჩაჩუა: ივანიშვილი მიხვდა, რომ ამერიკის ელჩის ტყუილებს წერტილი უნდა დაუსვას 

ლევან ჩაჩუა: ივანიშვილი მიხვდა, რომ ამერიკის ელჩის ტყუილებს წერტილი უნდა დაუსვას 

“ქვეყანა ომში რომ არ არის ჩაბმული, საქართველოს ეკლესიის დიდი დამსახურებაა”

297

ბიძინა ივანიშვილმა 27ივლისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი: “უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთანავე, ქართველმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ, ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს. უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

ამავე დროს, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოსა და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ამასთანავე, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას _ კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები. დასასრულ, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”.

აღსანიშნავია, რომ ზემომოყვანილ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ელჩმა უარყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტი. “ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ, საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშის სრულ მხარდაჭერაში”, _ განაცხადა მან.

საქართველო და მსოფლიოს”  ესაუბრება საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობაქართული იდეისდამფუძნებელი ლევან ჩაჩუა:

_ უნდა ვივარაუდოთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება დასტურია იმისა, რომ ტერიტორიული გადანაწილება დაწყებულია, ივანიშვილმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, ის მიხვდა, რუსეთის გავლენა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონზე, აღმოსავლეთ ევროპაზეც ვრცელდება. კარგი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც ევროპისა და ამერიკის დაკვეთა არ შეასრულა და ქვეყანა ომში არ ჩართო, ამით ხელისუფლებასაც შეინარჩუნებენ და ყავლგასულ პარტიებსაც ჩამოიშორებენ.

_ დასავლეთის ქვეყნების ის პირველი პირები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინის პრეზიდენტს, გადადგნენ ან გადააყენესსაქართველოდან ელჩები გაიწვიესრაზე მიანიშნებს ეს პროცესები?

_ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებში ასეთ ცვლილებებს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი იწვევს, პოლიტიკური პროცესები აქტიურ ფაზაში შევიდა. დიდი მოთამაშეები შეთანხმებულები არიან, როგორი უნდა იყოს მსოფლიო. ყოფილი “ვარშავის ხელშეკრულების” ქვეყნები რუსეთის ჰეგემონიის ქვეშ დარჩებიან. ასე რომ არ იყოს, ამერიკის ელჩის წინააღმდეგ ვინ გაბედავდა გალაშქრებას?

ჩვენ, “ქართული იდეის” წარმომადგენლები, ვიყავით პირველები, ვინც გაბედა და დასავლეთის ქვეყნების ელჩებს დაუპირისპირდა საქართველოში, ჩვენ მათ აქციები გავუმართეთ… ძალიან მომწონს, რომ სახელისუფლო გუნდი გამოდის ამერიკისა და ევროპის წარმომადგენლობის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის წერილიც უნდა განვიხლოთ, როგორც აშკარა გეოპოლიტიკური ცვლილების შედეგი, სხვაგვარად ასეთ გამბედაობას ვერ გამოიჩენდა.

_ ამერიკის ელჩმა საქართველოში _ კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის დაყოფა არ შეიძლება, მათ ერთი მტერი ჰყავთ _ ოკუპანტი რუსეთიარადა, საქართველოს ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გაეწყვიტა ურთიერთობა უკრაინასთან იმიტომ, რომ დამნაშავე სააკაშვილი და მისი დამქაშები შეიფარარა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ამერიკის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს, რადგან ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს?

_ ამერიკის ელჩი ისე იქცევა საქართველოში, როგორც მიჩვეულია. ეს ჩვეულებრივი ქმედებაა… ჯონ ბასმა, რომელიც 2009-2013 წლებში იყო ამერიკის ელჩი საქართველოში, პირადად გასცა ჩემი დაკავების განკარგულება და მე დამაპატიმრეს. ისინი ბედავენ ამას, რადგან საქართველო მათი პროტექტორატის ქვეშაა.

საბედნიეროდ, ეს გავლენები იცვლება, ამერიკა გავლენას კარგავს საქართველოშიც და ახლო აღმოსავლეთშიც, რაზეც მიუთითებს ირანის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრების სერიები, რომლებზეც გაკეთდა განცხადებები, რომ სირიაში ასადი რჩება და უნდა შეწყდეს ტერორიზმი. ეს ყველააფერი პირდაპირ ურტყამს ამერიკას და მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის ჰეგემონია სრულდება.

ამერიკის ელჩის ნებისმიერი ქმედება ჩვენს ქვეყანაში სასოწარკვეთილის ისტერიკული ქმედებაა, ის ძალას კარგავს. საქართველოში ისეთმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ამერიკის ელჩის გინება, რომ მეცინება კიდეც, მაგრამ მომწონს, რადგან ამერიკის ჰეგემონია სრულდება და ამას დეგნანი კი არა, ვერავინ ვეღარ შეაჩერებს

რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს მეგობრობას, უკრანისადმი ჩვენს პატივისცემას, ვიტყვი, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არა მათ პოლიტიკოსებს. კობახიძე შეურაცხყო ვინმე არახამიამ, მაგრამ კობახიძეს ვერ დავიცავ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემენ. იქ 2013 წელს სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, მისი “მიმყოლი” ხალხი შეიფარეს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამერიკის პოლიტიკა არ შეცვლილა საქართველოს მიმართ 2012 წლის შემდეგ. ყველანაირად ცდილობდნენ, დამნაშავე რეჟიმი ისევ მმართველად დაებრუნებინათ, ისევ ხელისუფლებაში მოეყვანათ ჩვენს ქვეყანაში.

ქართველმა საზოგადოებამ სიცოცხლის ფასად არ დავუშვით ამერიკელების ჩანაფიქრის განხორციელება, მაგრამ ეს უბედურება მოხდა უკრაინაში ზუსტად იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც აქ 2008 წელს ომი მოაწყვეს. მნიშვნელობა არ აქვს, უკრაინელმა გააკეთა ეს, ებრაელმა თუ ქართველმა _ ეს ამერიკის პოლიტიკაა და ეს პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს პრობლემები შეექმნას, კონფლიქტები გაჩნდეს რუსეთის საზღვრებთან… უკრაინა-რუსეთის ომი და საქართველოს ჩათრევა ამ ომში ამერიკის სურვილი იყო. საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს და ეს ძალიან აღიზიანებთ ჩვენს დასავლელპარტნიორებს”…

“ოცნების” მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ, რაც გააკეთეს, მომწონს _ დღეს ქართველ პოლიტიკოსებს თავში ვერ ურტყამენ, რაც კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი გეოპოლიტიკამ განაპირობა. ივანიშვილის განცხადებაც ამის დასტურია, მარიონეტები ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ეს გეოპილიტიკის გამო ხდება.

_ ეს დრომ და ვითარებამ მოიტანა?

_ დრომ და ვითარებამ მოიტანა. რუსეთის წინააღმდეგ წასვლა იმას ნიშნავს, რომ “ოცნებამ” სააკაშვილზე უარესად დაასრულოს პოლიტიკური მოღვაწეობა. რუსული გავლენა დიდია ჩვენს რეგიონში და ივანიშვილი მიხვდა, რომ ამერიკის ელჩის ტყუილებს წერტილი უნდა დაუსვას. ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ივანიშვილს არ შეხვედრია, არადა, თურმე შეხვდა და სამი საათის განმავლობაში ესაუბრა. ელჩი, რომელიც ცრუობს, უნდა გავაძევოთ და საერთოდ უნდა აღვკვეთოთ მისი აქ ჩამოსვლა.

დასავლეთი პოზიციებს თმობს, მათი ელჩების საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან გაწვევა არ არის კეთილი ნება, ეს რუსეთის გავლენაა და დასავლეთს ცუდად აქვს საქმე.

_ სულ ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, რომ ის დასვეს დავალების შესასრულებლადარის თუ არა ის პატრიოტი?

_ რაც შეეხება ბიძინას პატრიოტიზმს, ვიტყვი, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანასქართული ოცნებისმმართველობის პერიოდში დაემართა, ნაცების დროსაც კი არ დამართნია  “ოცნებამ” მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, შექმნა იუვენალური იუსტიცია, მიიღო ნარკოტიკის რეალიზაციის კანონი… ხალხი სავალალო მდგომარეობაშია, ქვეყნიდან ასიათასობის ადამიანი გადის საზღვარგარეთ ისე, რომ უკან აღარ ბრუნდება. ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა გააღატაკა. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ეს გაუკეთეთო ქვეყანას, ივანიშვილმა ეს შეძლო. მერე, რა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაბმულა?! ქვეყანა ომში რომ არ არის ჩაბმული, საქართველოს ეკლესიის დიდი დამსახურებაა. ჩვენმა ეკლესიამ ცრუ პანდემიის დროს ტაძრები არ დახურა. მხოლოდ  ჩვენთან ისმოდა “ქრისტე აღდგა!”, აცრების  მიმართაც სწორ პოზიციაზე დადგა ეკლესია. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნაა და სამშვიდობოს გავალთ… ჩვენი ეკლესია ისეთ სწორ პოზიციაზეა, როგორსაც ვერ ინატრებს ჩვენზე დიდი ბევრი მართლმადიდებლური ქვეყანა. ჩვენ გადავრჩებით, გზა გამოჩნდა და ბოლომდე მივალთ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here