Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: დადგა ჭეშმარიტების მომენტი

ლავროვი: დადგა ჭეშმარიტების მომენტი

247

რუსეთს რეალური მიზეზები ჰქონდა უკრაინაში სპეცოპერაციის დასაწყებად, აშშისგან განსხვავებით, რომელიც ომს ყოველთვის გამოგონილი საბაბით იწყებდა”, _ განაცხადა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა”. _ წერს politnavigator.net.

“როდესაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიაში ადანაშაულებს, აშშ ფარისევლურად აცხადებს, რომ ჩვენ თითქოს მოჩვენებითი საფრთხით ვფარავთ თავდასხმას მეზობელ ქვეყანაზე, რომელიც, მათი თქმით, დემოკრატიის გზას დაადგა.

ამასთანავე, ვაშინგტონს არასდროს უთქვამს უარი შეთითხრილი საბაბით ძალის გამოყენებაზე და ამის გასამართლებლად ყოველთვის მიუთითებდა  ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე.

დადგა ჭეშმარიტების მომენტი. ჩვენ გამოგონილ საფრთხეებზე არ ვრეაგირებთ. ჩვენ საკუთარ საზღვრებს ვიცავთ, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს ვიცავთ რეალური გენოციდისგან, რომელიც ნაცისტების დამქაშების შთამომავლებმა და მიმდევრებმა მოაწყვეს და რომლებიც ოკეანისგაღმელ ბატონებს ემსახურებიან.

აშშ-მა, რომელმაც კოლექტიური დასავლეთი დაიმორჩილა, უკრაინა რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტად გადააქცია ისევე, როგორც ჰიტლერმა შეაიარაღა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად.

მაგრამ როგორც იმხანად, ახლაც დასავლეთის გეგმებს შესრულება არ უწერია”, _ განაცხადა ლავროვმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here