Home ახალი ამბები მსოფლიო კულტურული ოკუპაცია _ აი, ის

კულტურული ოკუპაცია _ აი, ის

156

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის საზეიმოდ აღნიშვნისას 151 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. მნიშვნელობა არ აქვს რისგან; მნიშვნელოვანია, რომელ დღეს და რა მიზეზით. ისინი აღნიშნავდნენ ბნელი ძალების დემონურ პარპაშს. მსხვერპლად შესწირეს 151 სიცოცხლე. სატანიზმის უფრო მეტად საილუსტრაციო მაგალითის მოფიქრება შეუძლებელია, _ წერს katyusha.org.

კულტურული ოკუპაცია _ აი ისიც. ამერიკელებს შეუძლიათ, რამდენიც სურთ, იმდენი იმხიარულონ თავიანთ სატანისტურ ღრეობებზე, მაგრამ ისინი გულმოდგინედ ცდილობენ, რომ კონკრეტულად ეს დღესასწაული ექსპორტირებული იყოს მათი ვასალების ტერიტორიებზე. ამერიკელების მარიონეტებიც მონდომებით ნერგავენ ამ დემონიზმს თავიანთ ქვეყნებში. ეს ხომ სატანის მეჯლისზე ყოფნას ჰგავს, ერთგულების დადასტურებას. არ მოხვედი, მაშინ ჩვენ მოვფრინავთ თქვენთან.

ამჟამად ვიკიპედიაში ჰელოუინი განმარტებულია, როგორც საერთაშორისო დღესასწაული. აი ასე! არ არის საჭირო შეკითხვის დასმა _ სად ჰელოუინი და სად ბუდისტური სამხრეთი კორეა, სად და რატომ გადაიკვეთნენ ისინი და რა აქვთ საერთო? ბატონის დღესასწაულების აღნიშვნა მსახურებისთვის დიდი პატივია, ერთგულების გამოვლენის საშუალება. მით უფრო, რომ უფროსი არის არა აშშ, არამედ “უფრო მაღლა” _ ინფერნოს (ჯოჯოხეთი _Pგ.გ) ის პერსონაჟი, რომელიც ადამიანების სასიცოცხლო ენერგიებით იკვებება.

“იუთუბზე” არის არხი რუსი მოსკოველი ქალისა, რომელიც, უკვე 20 წელიწადია, საფრანგეთში ცხოვრობს. ქმარი ფრანგი ჰყავს (ახლა უკვე განქორწინებულია), შვილები იქ გაუჩნდა. დადიან სკოლაში. ქალი ამბობს, რომ ფრანგულ სკოლებში ამერიკული ჰელოუინის აღნიშვნა სავალდებულოა. მასწავლებლები მკაცრად აკონტროლებენ, რომ ბავშვები მაქსიმალურად ჩაერთონ ზეიმში, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებებში. ღონისძიებებისთვის თავის არიდება აჩენს პოლიტიკურ არასანდოობის ეჭვს და ისჯება.

ქალი ამბობს, რომ მის შვილებს არ უყვართ ეს დღესასწაული. საზოგადოდ, ყველა ფრანგ ბავშვს ეშინია ჰელოუინის; არ ესმით მისი მნიშვნელობა, ფრანგებისთვის ის უცხოა. ქრისტიანობის ბნელი მემკვიდრეობა. პოსტქრისტიანულ ევროპელებსაც კი ეშინიათ ამ ძალების, ცდილობენ მათთვის თავის არიდებას და არა მათ გარშემო მხიარულებას და გართობას. როგორიც უნდა ყოფილიყო ჰელოუინის თავდაპირველი მნიშვნელობა შოტლანდიელი და ირლანდიელი კელტებისთვის, როგორც მიხეილ ჟვანეცკი ხუმრობდა, “ჩვენთან, ქვეყანაში, ყველა არ არის ებრაელი”. ჩვენთან, ევროპაში, ყველა ძველი კელტი არ არის შოტლანდიიდან და ირლანდიიდან.

ჰელოუინის დანერგვა ქრისტიანობის ამოძირკვისა და ახალი რელიგიის შექმნის მკაცრად შესაბამისად მიმდინარეობს, მაგრამ ის სულაც არ არის ახალი. ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. სატანიზმი, მაგრამ პროგრესის შვილებმა ყველაფერში პროგრესი უნდა დაინახონ. მათთვის წარმართობა არის “ნეო”, აგრეთვე, სატანიზმიც. წარმართობაში დაბრუნების პირველი მცდელობის ეპოქას “აღორძინება” უწოდეს. რას აღორძინებდნენ? რა თქმა უნდა, წარმართობას. შემდეგ ისიც გააუქმეს და გადავიდნენ ათეიზმზე. ახლა მასაც დაანებეს თავი. ათეიზმმა თავისი საქმე გააკეთა _ გაწმინდა გზა სატანიზმისკენ. ის ახლა დადის პლანეტაზე და იპყრობს ადამიანების გულებსა და გონებას. ოვერტონის სარკმელი. ახლა ინკვიზიცია არა კათოლიკური, არამედ ლიბერალურსატანისტურია. კათოლიკები კი ახლა მისი მსახურები არიან, შენიღბვის გარეშე.

რუსეთის სკოლებში ჰელოუინი ოფიციალურად დაწესებული არ ყოფილა, მაგრამ აღნიშვნა სავალდებულო იყო. ვაჭრობა წინასწარ იმარაგებდა ატრიბუტიკას, რეკლამა გადიოდა ყველა არხის ეთერში. ყურს არავინ იბერტყავდა. ეს ყველას ხელს აძლევდა.

მსახურები მონდომებით ასრულებდნენ ელიტების შეკვეთებს, რომლებიც აუცილებლობის გამო ცხოვრობდნენ რუსეთში. მათ ძალიან სურდათ, დაემტკიცებინათ დასავლეთისთვის, რომ უკვე ისეთი მისიანები არიან, შვილებიც კი მათ რწმენაზე გადაიყვანეს. ამას ყურადღებით აკვირდებიან. და მასწავლებლები… რა შეიძლება ავიღოთ ამ პოსტსაბჭოთა ჩამოსხმის პედაგოგიური სასწავლებლების ნახევარფაბრიკატებისგან? ნებისმიერი ახირება თქვენი ფულის სანაცვლოდ _ ჩვენს ქვეყანაში ხომ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, განათლება სერვისად იქცა.

ახლა კიდევ ერთხელ ღირს დაფიქრება _ როგორი ორმოდან ვცდილობთ ამოძრომას. ჰელოუინი არასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს რუსეთში. ვაჭრობა წუწუნებს: ატრიბუტიკას უკვე აღარ ყიდულობენ. დანაკარგებია. ჯერჯერობით არავის არაფერი აუკრძალავს, უბრალოდ, აჩვენეს, რომ “ზევით  არის მოსაზრება”. არადა, უნდა აეკრძალათ. თუ ამ სენს გავანადგურებთ სკოლებში, მას გადავუკეტავთ ჩვენი შვილების სულებისკენ მიმავალ გზას.

მათი მშობლები კი, დაე, დაიტანჯონ ჩვენი კალენდრით. ბავშვები ძალიან მნიშვნელოვანია. გაიზრდება ახალი ჯანმრთელი თაობა. შემთხვევით არ ამბობენ: გამარჯვება მოწინააღმდეგის დედაქალაქში დროშების აფრიალება კი არ არის, არამედ ის, რომ მოწინააღმდეგის შვილები იწყებენ შენი დღესასწაულების საზეიმოდ აღნიშვნას.

დღესასწაულებით უნდა დავიწყოთ, დანარჩენი თვითონ წამოიწევა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here