Home ახალი ამბები მსოფლიო კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი ევროპარლამენტარი მზად არის, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს, რომელი ქვეყნები...

კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი ევროპარლამენტარი მზად არის, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს, რომელი ქვეყნები იყვნენ ჩართულნი კორუფციულ ქმედებებში

95

კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი ევროპარლამენტარი, ანტონიო პანცერი მზად არის, გამოძიებას გაუმხილოს, რომელი ქვეყნები იყვნენ ჩართულნი კორუფციულ ქმედებებში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ბელგიელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პიერ ანტონიო პანცერი დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ბელგიაში დაკავებული ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთია. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ყატარისა და მაროკოსგან ქრთამის აღებაში ევროპარლამენტზე ზემოქმედების სანაცვლოდ. პანცერის გარდა, ოთხ ბრალდებულს შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი, მისი პარტნიორი ფრანჩესკო ჯორჯი და ლობისტი ნიკოლო ფივა-ტალამანკა.

საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ პანცერის მოეთხოვება ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებდა კორუფცკიული ქსელი და როგორი ფინანსური შეთანხმებები იყო დაინტერესებულ ქვეყნებთან.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here