Home ახალი ამბები მსოფლიო კონსერვატიული ევროპის ტოტალური წმენდა დაიწყო

კონსერვატიული ევროპის ტოტალური წმენდა დაიწყო

218

საქმე საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა, რომელიც სამწლიანი სასჯელის ზღვარზეა; ანგელა მერკელის განცხადებები, რომელსაც პუტინმაიმედგამაცრუებელიუწოდა, ხოლო ლუკაშენკომ _ ამაზრზენი, ბოროტი და ცრუ (მასსურს, ტრენდში იყოს “); დასასრულ, “რაიხსბიურგერების გადატრიალებისველური საქმე, რომელზეც ევროპელი კონსერვატორები სიცილს ვერ იკავებენ და მასპენსიონერთა შეთქმულებასუწოდებენ _ ამ ყველაფე რს თამამად შეიძლება ეწოდოს ერთი ჯაჭვის რგოლები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ ჩაითვლება სასაცილოდ. ამ საკითხზე პუბლიცისტმა ვლადიმერ მოჟეგოვმა ვებგვერდ vz.ruზე  სტატია გამოაქვეყნა.

დღეს უკრაინის ომის მედიაზარბაზნით ევროპის კონსერვატიული ძალების დაუფარავი წმენდა მიმდინარეობს. ამრიგად, „საქმის“ განვითარებასთან ერთად, „პენსიონერთა შეთქმულების“ მახვილის წვერი სულ უფრო მკაფიოდ მიემართება გერმანიაში ყველაზე სერიოზული კონსერვატიული ძალის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წინააღმდეგ, რომელიც  თანაუგრძნობს რუსეთს და უკრაინისთვის გერმანიის დახმარების  წინააღმდეგ გამოდის. სარკოზის სასამართლო პროცესი ასევე ჰგავს საჩვენებელ შურისძიებას პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელსაც არ სურს, გლობალისტური ტრენდის ქვეშ მოექცეს, განსაკუთრებით  დღევანდელი მაკრონის სუსტი და მერყევი პოზიციის ფონზე. მერკელის განცხადება, მინსკის შეთანხმებები მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ უკრაინას მისცემოდა შესაძლებლობა, გარდაუვალი ომის წინ გაძლიერებულიყოო, არის “მონანიება”, რომელიც უნდა შეძლოს ნებისმიერმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსმა, რომელიც ოდესღაც პუტინთან კარგ ურთიერთობაში იყო შემჩნეული. ამასთანავე, სარკოზის საქმიდან ჩანს, რომ პოლიტიკოსს, რომელიც უარს იტყვისმონანიებაზე”, ემუქრება სისხლისსამართლებრივი დევნა, კარიერისა და რეპუტაციის სრული განადგურება.

შემთხვევითი, ალბათ, არ არის, რომ მერკელის განცხადება გაკეთდა იმ დღეს, როცა გერმანულ გაზეთებში აფეთქდა „რაიხსბიურგერების შეთქმულების“ ბომბი; როდესაც მოყვარული მონარქისტებისა და ბისმარკის (გერმანიის მეორე რაიხი) თაყვანისმცემლებისგან  გამოგყავთ საშიში შეთქმულები, რომლებიც მზად არიან, რეზინის ნავით აბორდაჟი გაუკეთონ აშშ-ის ავიამზიდს, საქმე ის კი არ არის, დაგიჯერებენ თუ არა, საერთოდ; არა, ეს მრავლისმეტყველი მინიშნებაა ყველა ევროპელი პოლიტიკოსისთვის და, პირველ რიგში, კონსერვატორებისთვის, რომ ხუმრობას არავინ აპირებს და რომ ქალს ეცეკვებაის, ვის ხელშიცაა მედია, სასამართლო სისტემა და ამერიკული სამხედრო ბაზები გერმანიის ტერიტორიაზე. 

ის აბდაუბდა, რომლითაც დღეს სავსეა მეინსტრიული მედია და არა მხოლოდ “ნიუ-იორკ თაიმსი”  (ეს მაინც გასაგებია _  ამერიკელები ყველაფერს შეჭამენ), არამედ ადრე რესპექტაბელური Der Spiegel-იც (ჟურნალის ბოლო ნომერი გამოვიდა ქუდის ქვეშ სახელწოდებით “ოპერაცია სახელმწიფო გადატრიალება”, სტატიას კი ეწოდებოდა “სიძულვილსა  და აგიტაციას აქვს სახელი – ალტერნატივა გერმანიისტვის”) მიუთითებს, რომ სიმართლე, თუნდაც ფორმალურიარავის აინტერესებს. დღეს ევროპელებს უბრალოდ ეუბნებიან: ევროკავშირის პოლიტიკური რეჟიმი უფრო და უფრო ტოტალიტარული გახდება და თქვენ მოგიწევთ მისი მიღება და ნებისმიერი ალტერნატიული აზრის მიჩქმალვა პოლიციის რეპრესიების შიშით. ხშირად გვესმის ევროპაში „რევანშიზმის“, ნაციონალიზმისა და მემარჯვენე პოპულიზმის მატების შესახებ. რაც შეეხება პოპულიზმს, ეს მართლაც ასეა და მარტივად შეიძლება აიხსნას. რიგით ადამიანებს კარგად შეუძლიათ იმის დანახვა, რაც ემუქრებათ, და სულაც არ სურთ, გადაიქცნენ არაბინარულ  ბოსტნეულად სამოცი სქესისა და ბავშვთა სექსგანათლების მულტიკულტურულ პანოპტიკუმში. ობივატელის ორგანიზმი ამგვარად რეაგირებს მკვლელობის მცდელობაზე. რაც შეეხება ნაციონალიზმს”, მით უმეტეს, რევანშიზმს”, მაგალითად, გერმანიაში, ისინი ამოძირკვულია და შანსი არ აქვთ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. მაგრამ სჯობს, სერიოზულ საქმეებს თვალი გავუსწოროთ და აღვიქვათ ისე, როგორც არის: დღეს მიმდინარეობს ყოფილი ევროპელი ერების _ გერმანელების, ფრანგების, იტალიელების _ სრული დაშლა. ყველა უნდა იქცეს ერთ მულტიკულტურულ, არაბინურ ველად ყოველგვარი ისტორიული, კულტურული მეხსიერების გარეშე; ველად ადვილად სამართავი ერთგანზომილებიან ატომებისა, რომლებსაც ადვილად შერეკავენ ნებისმიერ რეზერვაციაში და შემდეგ _ სასაკლაოზე. სახელდობრ, ეს ხდება დღეს გერმანიაში და არა ისტერიკული პრესის მითური „რევანშიზმის პარპაში“. ასეთივე რამ ხდება საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში.  თუკი სადმე წახალისებულია ზომიერი ნაციონალიზმი (როგორც ესპანეთში), წახალისებულია დიდი ეროვნული საზოგადოების ერთობის გაყოფის კონკრეტული მიზნებისთვის. უკრაინული ნაციონალიზმი გამოზარდეს, როგორც ანტირუსული პროექტი და სპეციალური კონტროლის ქვეშ. ველურ ადგილობრივებს ნაცისტური სათამაშოებიც სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ გადაეცათ და მკაცრი დოზირებით ეროვნული სულის სწრაფად განსავითარებლად (და ნაციონალიზმი მართლაც ძლიერი ძალაა), მაგრამ მეინსტრიულ მედიაში, რომელსაც გლობალისტები სრულად აკონტროლებენ, ვერაფერს მოისმენთ უკრაინელების ნაცისტურ სათამაშოებზე. იქ ფაშისტურ-იმპერიული ურჩხული რუსეთია, რომელიც ცდილობს პატარა გმირი ხალხის გატეხვას, და სხვანაირად უკვე აღარ იქნება.

ლუკა მაისურაძე

https://vz.ru/opinions/2022/12/21/1191285.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here