Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – ნებისმიერი განხეთქილება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს...

კელი დეგნანი – ნებისმიერი განხეთქილება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება

41

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ახლა საქართველოსა და უკრაინის ერთად დგომა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის განხეთქილება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„როგორც არასდროს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა იდგნენ ერთად რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, როგორი გრძნობაა იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. ნებისმიერი განხეთქილება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here